ისრაელი რუსეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ჰიტლერს ებრაული წარმოშობა აქვს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰოლოკოსტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უნდა შეწყდეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ზღვარი გადაკვეთა და ლავროვის სიტყვების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

“საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებები უპატიებელი სკანდალია. ჰიტლერი არ იყო ებრაული წარმოშობის და ებრაელებს არ დაუხოცავთ თავიანთი თავი ჰოლოკოსტის დროს. ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მაგრამ არის ზღვარი და ამჯერად ეს ზღვარი გადაკვეთეს. რუსეთის მთავრობამ ჩვენ და ებრაელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს,”- აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი.

მსგავსი თემები