მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს დილიდან უნდა განახლდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის საბჭო ავრცელებს.
ევაკუაციის პროცესს გაეროსა და წითელი ჯვრის მისიები უზრუნველყოფენ . მარიუპოლის „აზოვსტალის“ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 1-ლ მაისს დაიწყო. რუსული ჯარის მიერ ალყაშემორტყმული ქარხნიდან გამოყვანილი მოქალაქეები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავთ.