გერმანიის პოზიციით, რუსეთს სანქციები არ უნდა მოეხსნას, თუ ის კიევში ომს არ დაასრულებს

გერმანიის კანცლერის განცხადებით, გამორიცხულია რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი და ამ თემის განხილვაც კი. მისი შეფასებით, ეს მანამ არ უნდა მოხდეს, სანამ, მინიმუმ, რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს.

„რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს. სამშვიდობო შეთანხმების პირობების განსაზღვრა კი უკრაინის გადასაწყვეტია. ვლადიმერ პუტინი შეცდა, როცა ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება. ვერ გათვალა უკრაინის ოპერაცია. არ ელოდა, რომ უკრაინისგან წინააღმდეგობას მიიღებდა. არ ფიქრობდა, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერდით. არ გავაუქმებთ სანქციებს, ვიდრე ის უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს“, – ასეთია ოლაფ შოლცის პოზიცია.

მსგავსი თემები