„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილი ხდება

„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება.

შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში იმყოფებოდა. მარგველაშვილის განცხადებით, კიევში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყვიტეს.

მსგავსი თემები