„საკონცენტრაციო ბანაკი“ ქალაქ ვოვჩანსკში

ხარკოვის რეგიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც  რუსების მიერ ქალაქ ვოვჩანსკში „საკონცენტრაციო ბანაკის“ მოწყობის შესახებ გახდა ცნობილი.

პროკურატურამ განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას აწამებენ და ძალადობენ, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური გზით. გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკი ქარხნის შენობაში არის განთავსებული.

ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტებმა გაძარცვეს ქარხანა და მოპარული ინვენტარი რუსეთში წაიღეს.

სანიეჰუბოვის განცხადებით, რუსებმა შექმნეს ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ადამიანებს აწამებენ და აიძულებენ , შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს.


მსგავსი თემები