რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ თბილისში პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და  ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ეხება, რუსული მხარე კომენტარს აკეთებს. როგორც  რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვიფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

„ბოლოს, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან „ფეიკია“. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. არც არასდროს მქონია მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით”, – აცხადებს ევტუშენკოვი.

შეგახსენებთ, რომ  სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომ თითქოს, მისი წარმომადგენელი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით შეფასებები საქართველოს პარლამენტშიც კეთდება.

 

მსგავსი თემები