გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მოსკოვში ის თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

გუტერეშის სამუშაო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც იგეგმება. მოსკოვის შემდეგ კი ის უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ზელენსკის შეხვდება.

მსგავსი თემები