უკრაინამ პოლონეთისგან ტანკები მიიღო

პოლონური მხარე ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინას ტანკები გაუგზავნეს. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, უკრაინას სამხედრო ტექნიკა უკვე გადაეცა.

პოლონური მხარე, უსაფრთხოების ზომებიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს რამდენ ერთეულ ტანკსა და სხვა შეიარაღებაზეა საუბარი.

უკრაინა დასავლეთს ისევ სამხედრო შეიარაღებას სთხოვს. „იარაღი იარაღი და იარაღი“ – ეს სამი თხოვნა აქვს ომში მყოფ ქვეყანას.

მსგავსი თემები