კიევში „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა

კიევში ღამის „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა. შეზღუდვა საღამოს 10-დან დილის 5 საათამდე, პარასკევის ჩათვლით იმოქმედებს.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პავლიუკის ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ დროს აკრძალულია ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილება. „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების უფლება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამუშაოებში ჩართულ პირებს აქვთ.

 

მსგავსი თემები