მეუფე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ბოლო პერიოდში,  მიხეილ სააკაშვილს  საპატიმრო დაწესებულებაში ხშირად სტუმრობს. მეუფე არც იმას უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას უჭერს მხარს და ამ თემაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც კი ესაუბრა.

„მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი შეწყალებაზე. მისი აზრი მაინტერესებდა. იმისათვის, რომ ეს მოხდეს შრომა და მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან. საზოგადოებაშიც განსხვავებული აზრია შეწყალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას, არ შეუძლია  მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რაღაც ნაწილს საზოგადოებისას მოეწონება და რაღაც ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება. მე მიმაჩნია, რომ ასეთი რანგის ადამიანის მდგომარეობა განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული, როგორც ჩვეულებრივი პატიმარი ასე არ უნდა იყოს“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა სჭირდება.

„მას სჭირდება ადეკვატური მკურნალობა, რომელიც არ არის, უბრალოდ ამ ქვეყანაში არ არის ამის საშუალება. სიკვდილმისჯილი პატიმარი ხომ არ არის, ციხეში რატომ უნდა მოკვდეს, ვის სჭირდება ახლა მაგის ციხეში სიკვდილი“ – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

 

მსგავსი თემები