რუსეთი პრობლემას ისევ ნატო-ს გაფართოებაში ხედავს

რუსული მხარე ირწმუნება, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ნატოს გაფართოების წყურვილის შედეგია. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი განმარტავს, პრობლემას ამერიკული მხარეც ართულებს.

„უკრაინაში არსებული სიტუაცია ნატო-ს უსაზღვრო გაფართოების შედეგია.  ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ევროპის კონტინენტზე არსებულ ვითარებაზე იმ კონტექსტში, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში. ეს ვითარება ეტაპობრივად  გროვდებოდა. გადამწყვეტ კონტექსტში კი ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების ნატო-ს გაფართოების შეუზღუდავი კურსის შედეგად, ერთპოლუსიანი სამყაროს დამტკიცებით“, – აღნიშნა სერგეი  ლავროვმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო გუტერეში მიმდინარე კვირას უკრაინის პრეზიდენტსაც შეხვდება.

მსგავსი თემები