მიხეილ სააკაშვილს საკვების ამანათით მიღება აუკრძალეს

მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მისივე თანაგუნდელმა  დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. როგორც ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს საკვების ამანათებით მიღება აუკრძალეს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მიხეილ სააკაშვილს ასევე აქვს კვების პრობლემა. შიმშილობის შემდეგ, ჩვეულებრივად ვერ იკვებება, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე სახის საკვებს იღებს. ეს არის სამი სახის საკვები. მათ შორის არის ერთი ყველი, რომელსაც მუდმივად ვახერხებთ ხოლმე რომ მოვუტანოთ შეხვედრის დროს. ეს საკვები მას მიეწოდება სამი წყაროს მეშვეობით, მათ შორის ჩემი გზით და როდესაც მოვიტანე, არ მიიღეს.  ჩავთვალე, რომ  ტექნიკური პრობლემა იყო. როდესაც შევედი შიგნით, აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციას გაცხადებული ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ მას აეკრძალა საკვების ამანათის სახით მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას დაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ მედიასთან.

მეუფე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

 

მსგავსი თემები