„ამ განცხადებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ”- ალეკო ელისაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

„ამ განცხადებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ქვეყანას, რომელიც ომშია, დილიდან-საღამომდე იბომბება და დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ძალას იგერიებს, ლოგიკური სურვილი აქვს, რომ სიმძიმის ცენტრი სხვაგან გადავიდეს. ბუნებრივია, რომ დღე და ღამე ბრძოლაში რომ ხარ ჩართული, გინდა, ვინმე შეგეხიდოს, ბრძოლა გადანაწილდეს. ერთია, რა ლოგიკური სურვილები აქვს უკრაინის ხელისუფლებას და მეორეა, რა სურვილები გვაქვს ჩვენ. მათ ეს რომ უნდათ, გასაგებია, რადგან ჩვეულებრივ ვითარებაში არ არიან, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენ ომში ჩაბმა და რუსეთთან დაპირისპირება არ გვინდა, თუმცა ზღვარია – მშვიდობასა და სიმხდალეს შორის, რაც არ უნდა დაგვეკარგოს”- განაცხდა ალეკო ელისაშვილმა

მსგავსი თემები