ერდოღანმა და პუტინმა უკრაინის ომზე ისაუბრეს

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც  რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ორი ქვეყნის სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს.

საურისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ პოზიტიური იმპულსი, რომელიც თურქეთში, მხარეებს შორის დაიძრა, უნდა შენარჩუნდეს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური მუშაობისა და უსაფრთხო ევაკუაციის განხორციელების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ქმედებებს, რომ შეაჩეროს მოვლენების ისეთი მიმდინარეობა, რომელიც აზიანებს ყველას და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა“, – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კრემლის ინფორმაციით კი პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. დამატებითი განცხადება კი მოგვიანებით გაკეთდება.

 

მსგავსი თემები