უკრაინა უკვე 5 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა

გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, უკრაინა 5 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინა კიდევ 45 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინიდან წასულთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. ყველაზე მეტი, 2.9 მილიონი უკრაინელი პოლონეთში წავიდა.

გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 7 700 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიდა ტერიტორიაზე.

მსგავსი თემები