დონალდ ტრამპს დღეში 10 000 დოლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სასამართლოს უპატივცემულობის გამო დღეში 10 000 დოლარიანი ჯარიმა დააკისრა. ყოფილ პრეზიდენტს ჯარიმის გადახდა მანამ მოუწევს, სანამ სასამართლოს პატივისცემას არ დაადასტურებს და მის მოთხვონას არ დაემორჩილება.

საუბარია სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენაზე, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა. დავა კი კომპანია „ტრამპ ორგანიზეიშენ“-ის ფინანსურ საქმიანობას ეხება.

 

მსგავსი თემები