,,სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციაზე, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას აფასებს. კობახიძე მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის კანდიდატურა, სააკაშვილის მიერ მელიას თავიდან მოშორებას ემსახურება.

“აქამდე მარგველაშვილი ფაქტობრივად “ნაცმოძრაობის” რიგითი წევრი იყო და რა თქმა უნდა, როდესაც რიგითი წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები ეს არის სერიოზული დაწინაურება. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ისინი ძალიან უხდებიან ერთმანეთს. მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება რაც არის პარტიის შიგნით. როდესაც სუსტდება პარტია ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები. დიდი ხანია ვიცით რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და ბუნებრივია მას სურს მელიას თავიდან მოშორება, რომელიც ისედაც ფორმალური თავმჯდომარეა დღემდე. რეალური ლიდერი და ბელადი ამ პარტიაში ბუნებრივია კვლავ სააკაშვილი იქნება,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები