კიევის “დინამო” ომშია

რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი ვითარებების გამო, უკრაინას ძალიან ბევრმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა. კიევის “დინამოს” ფეხბურთელების გადაწყვეტილება კი საამაყოა. ფეხბურთელები არ აპირებენ კონფლიქტისთვის თავის არიდებას. მათ სურთ თავიანთი სამშობლო ბოლომდე დაიცვან.

მეტი...

15-ზე მეტი ქვეყნის მობილურმა ოპერატორმა უკრაინაში დარეკვა უფასო გახადა

15-ზე მეტი ქვეყნის მობილურმა ოპერატორმა უკრაინაში დარეკვა უფასო გახადა. მედიის ინფორმაციით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით აშშ-ის, კანადის, ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარიის, ფინეთის, შვედეთის, ბალტიისპირეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, ხორვატიის, სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვნის მობილურმა ოპერატორებმა მათი ქვეყნებიდან უკრაინაში დარეკვა უფასო გახადეს.

მეტი...

“შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვიში უკვე სიჩუმეა და საშინელი ღამე დასასრულს მიუახლოვდა”, – ვასილკოვიშის მერი

უკრაინის ქალაქ ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ნატალია ბალასინოვიჩი ავრცელებს. მისი თქმით, შტურმი მოგერიებულია და ქალაქში თანდათან სიმშვიდე ისადგურებს. “ბრძოლები უკვე სრულდება. შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვიში უკვე სიჩუმეა და საშინელი ღამე დასასრულს მიუახლოვდა”, – განაცხადა მერმა. მისი განმარტებით, გუშინდელი დღის შემდეგ ქალაქის სამხედრო შენაერთებსა და აეროდრომებზე სარაკეტო იერიში იყო. ქალაქში გადმოდიოდა დესანტი. ვასილკოვი დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს.

მეტი...

“ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს, პარტნიორთა იარაღი უკრაინისკენ მომავალ გზაზეა”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელინსკი Twitter-ზე უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს. საფრანგეთმა უკრაინას საბრძოლო იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა. “დიპლომატიურ ფრონტზე ახალი დღე ემანუელ მაკრონთან საუბრით დაიწყო. ჩვენი პარტნიორების იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მომავალ გზაზეა. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს”, – წერს ზელენსკი

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსმა ჯარისკაცებმა მელიტოპოლი აიღეს

უცხოური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში ქალაქი მელიტოპოლი აიღეს. მელიტოპოლი არის საშუალო სიდიდის ქალაქი, რომელიც მარიუპოლთან – უკრაინის საკვანძო პორტთან ახლოს მდებარეობს.

მეტი...

კორონავირუსით ბოლო 24 საათში 43 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 097 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 619 შემთხვევა, აჭარა – 371, იმერეთი – 1 019, ქვემო ქართლი -309, შიდა ქართლი – 427, გურია – 293, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 468, კახეთი – 402, მცხეთა-მთიანეთი – 137, სამცხე-ჯავახეთი – 124, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 67. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 104 568.

მეტი...

კორონავირუსით 6 236 ადამიანი დაინფიცირდა

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 926 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  18.38% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 598 172. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 27.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.93%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 477 481-მდე.

მეტი...

თეთრი სახლი უკრაინას 350 მილიონიან სამხედრო დახმარებას გაუწევს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაავალა, გამოყოს $350 მილიონი, რათა დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. თეთრი სახლი უკრაინისთვის $350 მილიონიანი სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაწევისთვის მემორანდუმს აცხადებს. თეთრმა სახლმა დახმარების გაწევაზე მას შემდეგ გავარცელა განცხადება, რაც ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. მათ “კონკრეტული თავდაცვითი დახმარების გაწევა” განიხილეს.

მეტი...

პერსონალური სანქციები პუტინსა და ლავროვს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციები დააწესა. „ეს გადაწყვეტილება მიღებულია  ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან პარტნიორობით” – აღნიშნა  თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ სპეციალურ ბრიფინგზე მედიასთან. სანქციების დეტალები ჯერ არ გაჟღერებულა როგორც პრესმდივანმა აღნიშნა, ეს მოგვიანებით დაზუსტდება. შეგახსენებთ, რომ პუტინი უკან არ იხევს და ამჯერად ყველა მიმართულებიდან კიევს უტევს.

მეტი...

“არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით, ქვეყანას და ჩვენს სიმართლეს ბოლომდე დავიცავთ”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

ვოლოდიმერ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად ჩაწერა ვიდეო, რომელშიც განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის ჯარი იარაღის დაყრას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კიევში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს. “დილა მშვიდობის! ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციას ვაპირებ. მოკლედ, მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით! დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა ომის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ოლქებს დამოუკიდებლობა მიანიჭა. ახლახანს კი გავრცელდა ინფრომაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებებს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

მეტი...

უკრაინელებმა 3 500-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს

​​უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, უკრაინელებმა 3 500-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტყვედ აიყვანეს 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. რაც შეეხება რუსულ მხარეს, ისინი დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.  

მეტი...

“ქართველ ხალხს ესმის, რომ მეგობარს მხარი უნდა დაუჭირონ”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

გუშინ, 25 თებერვალს თბილისში თავისულფების მოედანზე აურაცხელი რაოდენობის ხალხი იყო შეკრებელი. საზოგადოება უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს და არ ეთანხმება პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს და პარლამენტს საკუთარი საქმე აქვს, ამიტომ ის უკრაინაში ვერ ჩავა. ამ უდიდეს აქციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ქართველ ხალხს უდიდესი მადლობაც გადაუხადა. “საოცარი ქართველი ხალხი, რომლებსაც ესმით რომ მეგობარს მხარი უნდა დაუჭირო. მადლბელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც თბილისში და სხვა ქალაქებში ჩვენ მხრდასაჭერად გამოვიდა ომის წინააღმდეგ. ნამდვილად, არის მომენტი, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ უკეთესები, ვიდრე ხელისუფლება”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი დღეს,…

მეტი...

ამერიკა ზელენსკის ტყვედ ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად ევაკუაციას სთავაზობს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის მხრიდან კიევზე აქტიური იერიშია და არსებული საფრთხის გამო, უკრაინის პრეზიდენტს ეაკუაცია შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს აშშ-ს შეთავაზებაზე მისი კიევიდან ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. აშშ-ის და უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის მთავრობა მზად არის დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში, რათა თავიდან აიცილოს მისი ტყვედ ჩავარდნა ან მოკვლა, თუმცა პეზიდენტი ზელენსკი ჯერჯერობით უარს ამბობს ქვეყნის დატოვებაზე. იმის დასტურად, რომ პრეზიდენტი კიევში რჩება, ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვაც გაავრცელა. “ქართველ ხალხს ესმის, რომ მეგობარს მხარი უნდა დაუჭირონ”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

მეტი...

მაცხოვრის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარი უკრაინის დროშის ფერებში განათდა

უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით საქართველოს მასშტაბით უამრავი ობიექტი განათდა უკრაინის ფერებში. ზოგ შენობაზე უკრაინის დროშებსაც იხილავთ. სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა ფოთში, სადაც მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი უკრაინის ფერებში გასულ ღამეს განათდა.

მეტი...

კიევის მეტროში გოგონა დაიბადა

უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, აქტიური იერიშია კიევთან. რუსის ჯაერბი კიევს ყველა მიმართულებით უტევენ.  მოსახლეობა მეტროს სადგურებს აფარებს თავს. კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში, გამთენიისას გოგონა დაიბადა.

მეტი...

„მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ – იენს სტოლტენბერგი

ცოტა ხნის წინ დასრულდა ნატოს სამიტი. როგორც ნატოს გენ.მდივანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რუსეთისთვის პასუხი უნდა იყოს შემდეგი – მეტი გაძლიერება საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავიცვათ ყოველი მოკავშირე და ნატოს ტერიტორიის ყველა მტკაველი. ლიდერებმა დღეს დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მხარი დავუჭიროთ უკრაინას. კრემლი ცდილობს რომ შეასუსტოს ნატო-ს ​ პოზიციები მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი კოლექტიური რეაგირება და პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომ  დავეხმაროთ მათ, წარმატებით განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები და მიჰყვნენ იმ მომავალს, რომელიც თავად აარჩიეს. დღეს უფრო…

მეტი...

„პრეზიდენტი აქ არის ჩვენი ჯარები აქ არიან“ – ზელენსკის ვიდეომიმართვა კიევიდან(ვიდეო)  

რამდენიმე წუთის უკან, უკრაინის პრეზიდენტმა კიევის ქუჩიდან  ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც მთავრობის წარმომადგენლებიც მასთან ერთად არიან. „საღამო მშვიდობის. ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი პოდოლიაკი აქ არის, პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენი ჯარები აქ არიან, მოქალაქეები აქ არიან, ყველა აქ ვართ. ვიცავთ დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს და ასე იქნება მომავალშიც. დიდებს ჩვენს დამცველებს,“- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მეტი...

„რუსეთის სურვილია შეაჩეროს ნატოს გაფართოება“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს სამიტი დასრულდა, ამ წუთებში, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სპეციალურ განცხადებას აკეთებს ის რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაუბრუნდეს დიალოგს „ვნახეთ არნახული საფრთხე. რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპაში. უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის. სიკვდილი, ადამიანების ტანჯვა და ნგრევა სახეზეა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს უაზრო ომი და გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაბრუნდეს დიალოგის გზაზე. კრემლის ამოცანა არ არის შეზღუდოს მხოლოდ უკრაინა. რუსეთს სურს კანონით გამტკიცებული სწრაფვით შეაჩეროს ნატოს გაფართოება და დააბრუნოს ყველფერი 1997 წლის პერიოდში. რუსეთი უქმნის საფრთხეს ევროპულ მშვიდობას. მსოფლიო ფიქრობს, რუსეთი მოეგება გონს და პასუხს აგებს. ეს არის საზარელი სტრატეგიული…

მეტი...

ჩერნობილიდან რადიაციამ გაჟონა

საკმაო რთული ვითარებაა ჩერნობილში, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და იქ მომუშავეები დაატყვევეს. უკრაინის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ატომური სადგურიდან გაჟონა რადიაციამ და მისა დონემ ისეთ ნიშნულს მიაღწია, როგორიც 1986 წლის შემდეგ არ ყოფილა. ის, რომ ჩერნობილი რუსის ჯარებმა დაიკავეს, რუსეთის თავდაცვამაც დაადასტურა, თუმცა, მათ განცხადებით რადიაციის დონე სტაბილური და ჯარისკაცები ატომურ სადგურს იცავენ.  

მეტი...

კიევი რუსეთის ალყაშია 

უკრაინა ისევ რუსეთის შემოტევას იგერიებს. საომარი მოქმედებები აქტიურად გრძელდება. უკრაინელი დივერსიულ ჯგუფებს ანადგურებენ, თუმცა, ახალ-ახალი ჯგუფები ისევ ჩნდება. დაბომბილია საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სხვადასხვა სამოქალაქო ობიექტი. არის მსხვერპლი. უკრაინის მერია მაღალსართულიან კორპუსებში მაცხოვრებლებს აფრთხილებს, შეძლებისდაგვარად შეამოწმონ მათი საცხოვრებლის სახურავი, ხომ არ არის რაიმე მონიშვნა დატოვებული, რომელსაც დივერსიული ჯგუფები აკეთებდნენ, რომ შემდეგ ეს მონიშნული ადგილი დარტყმის ობიექტი გამხდარიყო. კიევი რუსეთის ალყაშია და აქტიურად უტევენ. სამოქალაქო პირებში 18 000-მდე იარაღი დარიგდა. იბრძვის ყველა და სამშობლოს იცავს ყველა, ვისაც იარაღის გამოყენება შეუძლია, მათ შორის ქალები. ადგილობრივები “მოლოტოვის კოქტეილებსაც” იმარაგებენ.  

მეტი...

ევროპის საბჭომ რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ რუსი სამხედროების უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების გამო მიიღო. „ევროპის საბჭოს სტატუსის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს გადაწყვიტა, შეუჩეროს რუსეთის ფედერაციას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლება“, – ვკითხულობთ განცხადებაში რომელიც ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. წარმომადგენლობის უფლების შეჩერება არის დროებითი ზომები და ევროპის საბჭო ღიას ტოვებს კომუნიკაციის არხებს.  

მეტი...

უკრაინა კრემლის შეთავაზებას განიხილავს

„უკრაინა განიხილავს მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით“, –აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის ს მრჩეველ ოლექსი არესტოვიჩი. დეტალები, თუ როდის შედგენა შეხვედრა და პარალელურად გაგრძელდება თუ არა საომარი მოქმედებები, ამ ეტაპზე უცნობია. რუსეთის ინფორმაციით, ისინი უკრაინის თანხმობას ელოდებიან. ერთ-ერთი ინფორმაციით, პუტინის სალაპარაკო თემა უკრაინის მხრიდან ნატოზე უარის თქმა იქნება. მოსკოვი უკრაინას მოლაპარაკებას მინსკში სთავაზობს

მეტი...

მოსკოვი უკრაინას მოლაპარაკებას მინსკში სთავაზობს

რუსეთი თანახმაა, უკრაინას მოელაპარაკოს. აღნიშნული გზავნილი კრემლიდან ოფიციალურად გაჟღერდა. ვლადიმირ პუტინი  ვოლოდიმირ ზელენსკის მოსალაპარაკებლად მინსკს სთავაზობს. პუტინის პრეს სპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ამ კონტექსტში პუტინი ზელენსკის მინკსში იწვევს. „როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დიალოგის მზადყოფნის შესახებ ისაუბრა. თავის დროზე  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ ოპერაციის მიზანი დამოუკიდებელი რესპუბლიკების  დონეცკის და ლუგანსკის დახმარება იყო ,მათ შორის, უკრაინის დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის გზით. ეს კი წარმოადგენს ნეიტრალური სტატუსის განუყოფელ კომპონენტს“ , – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

პუტინს და ლავროვს ევროკავშირში აქტივს გაუყინავენ

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმერ პუტინისთვის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. რა აქტივებზეა საუბარი, ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის თუმცა, საუბარია რომ გაყინვა საკმაოდ დიდ მოცულობას ეხება.

მეტი...

დღეიდან PSP-ში 15მგ ქსარელტოს მომხმარებელი თურქეთის აფთიაქების ფასად -55 ლარად შეიძენს

დღეიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში თურქეთში წარმოებულ გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტოს 15მგ“ მომხმარებელი თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად – 55 ლარად შეიძენს. აქამდე გერმანული წარმოების ქსარელტო 15მგ საქართველოს აფთიაქებში ფასდაკლების დღეებში 139ლ ღირდა. ეს პირველი პრეცედენტია საქართველოში თურქული აფთიაქების ფასად მედიკამენტების იმპორტის ახალი რეგულაციის მიხედვით, რაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. უახლოეს პერიოდში კიდევ 5 ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი ასევე თურქეთის აფთიაქების ფასად იქნება ხელმისაწვდომი PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით. რეგისტრაციის რეჟიმშია ათამდე მედიკამენტი. ასევე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით. N88…

მეტი...

რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ უკრაინელები ტერორისტებივით იქცევიან, თავად კი სამოქალაქოებს არ ერჩიან

რუსეთის თავდაცვა აცხადებს, რომ რუსეთს დანაკარგი არ აქვს, რაც შეეხება უკრაინელებს, 200-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს. რუსეთის ა თავდაცვაში აცხადებენ, რომ ისინი წარმატებით იკავებენ ტერიტორიებს და სამოქალაქო პირებს არ ერჩიან. აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთა. „ამჟამად, რუსი სამხედროების მხრიდან დასრულდა ჩერნიგოვოს ბლოკირება. რუსმა სამხედროებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში არ მოხდეს რაიმე მსხვერპლი. რუსეთის ჯარებმა ჩაატარეს წარმატებული ოპერაცია დესანტის გადასხმის თვალსაზრისით კიევის შემოგარენში. ეს ოპერაცია მოიცავდა რუსეთის 200-ზე მეტ შოუმფრენს. დაშვების რაიონში მოხდა მოწინააღმდეგის სრული იზოლირება. ამ ტერიტორიაზე მოხდა 200-მდე სამხედრო პირის  გადანდგურება. რუსეთს არ აქვს…

მეტი...

რუსეთმა რუმინეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს ესროლა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ  ოდესის ოლქის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში, რუსულმა გემმა რუმინეთის დროშის ქვეშ მცურავი  გემი დაბომბა. მსხვერპლის ესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

რუსები კიევშიც შევიდნენ, კიევი გადავიდა თავდაცვაზე

კიევის მერი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დივერსიული ჯგუფები კიევში შევიდნენ. მისი ინფორმაციით, კიევი გადავიდა თავდაცვაზე და ყველას სთხოვენ, ბრძოლას.  

მეტი...

პუტინი ჩინეთს უდასტურებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა

რამდენიმე წუთის უკან გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკება დაიწყოს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმირ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს უდასტურებს, რომ მზადაა ზელენსკისთან „უმაღლესი დონეზე“ მოლაპარაკებისთვის, რათა მსხვერპლი შეჩერდეს. როგორც ჩინეთის ტელევიზია გადმოსცემს, სი ძინპინმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დარეგულირებას მხარს დაუჭერს. პუტინმა კი მოლაპარაკების მზაობა დაადასტურა. რუსეთი უკრაინას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

მეტი...

რუსეთი უკრაინას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით უკრაინასთან მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ უკრაინელი ჯარისკაცები იარაღს დაყრიან. „კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან. არავინ აპირებს უკრაინის ოკუპირებას. პრეზიდენტ ზელენსკის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კარგად არის ცნობილი. ჩვენ უკრაინის მილიტარიზმისა და ნეონაციზმისგან განთავისუფლების მომხრე ვართ, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს შესაძლებლობა მივცეთ საკუთარი მომავალი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განსაზღვროს“, – განაცხადა ლავროვმა. მან უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა, არ შეასრულონ კრიმინალური ბრძანებები, დადონ იარაღი და წავიდნენ სახლში.  

მეტი...

„იმპერიალიზმის სენით შეპყრობილი აგრესიული რუსეთი“ – ბელა მახარაძე

„იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს უნდა უშვებდნენ პირველ რიგში ომში, რომლებსაც ბომბების ცვენა უბრალოდ ავდარი ჰგონიათ და რომლებიც სხვისი ოჯახების დასამარებას ცივი გონებით უყურებენ, წარბშეუტოკავად“ –  წერს გერმანიაში მცხოვრები ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე სოციალურ ქსელში. „შოკში ვარ მეგობრებო, რადგან ბოლომდე არ მჯეროდა აი, ამ თავხედურ ნაბიჯს თუ გადადგამდა ეს მართლაც იმპერიალიზმის სენით შეპყრობილი აგრესიული რუსეთი. ჩემს ოჯახს ერთი საოცრად მაგარი ბიჭის დაკარგვა ვერ მოუნელებია და ახლა წარმოიდგინეთ, უდროოდ რამდენი პაატა მახარაძე უნდა გაისტუმროს ქვეყანამ არასწორად გაშვებული პოლიტიკისა და გაუმაძღარი პოლიტიკოსების გამო? რამდენმა დედამ უნდა ჩაიცვას ძაძები და რამდენჯერ უნდა ჩამოჰკრას…

მეტი...

მძღოლი, რომელსაც ტანკმა გადაუარა, გადარჩა

ადამიანი, რომელსაც უკრაინაში  რუსულმა ქვეითმა საბრძოლო მანქანამ გადაუარა, გადარჩა. ვიდეოკადრებში, რომელიც გავრცელდა, კარგად ჩანს გზაზე მიმავალი მანქანა, რომელსაც რუსული ტანკი მიზანმიმართულად, საპირისპირო მიმართულებით გადაუჭრის გზას და გადაუვლის. მანქანა გაჭყლეტილია. რაც შეეხება ასაკოვან მამაკაცს, რომელიც საჭეს მართავდა, ადგილობრივებმა დიდი ხნის წვალების შემდეგ ამოიყვანეს. რუსულმა ტანკმა მანქანას გადაუარა და მძღოლიანად გაჭყლიტა

მეტი...

რუსეთი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩერნობილი მათ ხელშია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ  ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლია, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ჩერნობილის ატომური სადგურის ტერიტორია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფებმა 24 თებერვალს დაიკავეს. „რადიოაქტიური ფონი ბირთვული ელექტროსადგურის რაიონში ნორმაშია“, – აღნიშნა მან. ჩერნობიშლი გამოსხივების დონის მატება შეინიშნება

მეტი...

ჩერნობიშლი გამოსხივების დონის მატება შეინიშნება

უკრაინის რადას ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში გამა-გამოსხივების საკონტროლო დონის მატება შეინიშნება. რადას ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, რამ გამოიწვია რადიაციული ფონის მაჩვენებლების ცვლილება. შეგახსენებთ, რომ რუსის ჯარებმა  ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 24 თებერვალს დაკარგეს და დასაქმებულები დაატყვევეს. უკრაინაში არ გამორიცხავენ, რუსეთმა ატომური ელექტროსადგური , პროვოკაციისთვის გამოიყენოს. თეთრი სახლი რუსეთს მიმართავს, გაათავისუფლოს ადამიანები გაათავისუფლოს.  

მეტი...

„მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი“ – მეუფე იაკობი უკრაინაზე

​ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ მოგვიწევს იმ მხარეს დადგომა სადაც თავისუფლება და თავისუფლების მოყვარული ხალხი დგას. „როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, რადგან არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულებმა ბოლომდე დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. მე თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც ნატოზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია. დღეს საქართველო…

მეტი...