“ქართველ ხალხს ესმის, რომ მეგობარს მხარი უნდა დაუჭირონ”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

გუშინ, 25 თებერვალს თბილისში თავისულფების მოედანზე აურაცხელი რაოდენობის ხალხი იყო შეკრებელი.

საზოგადოება უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს და არ ეთანხმება პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს და პარლამენტს საკუთარი საქმე აქვს, ამიტომ ის უკრაინაში ვერ ჩავა.

ამ უდიდეს აქციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ქართველ ხალხს უდიდესი მადლობაც გადაუხადა.

“საოცარი ქართველი ხალხი, რომლებსაც ესმით რომ მეგობარს მხარი უნდა დაუჭირო. მადლბელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც თბილისში და სხვა ქალაქებში ჩვენ მხრდასაჭერად გამოვიდა ომის წინააღმდეგ. ნამდვილად, არის მომენტი, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ უკეთესები, ვიდრე ხელისუფლება”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი დღეს, თბილისში გამართულ აქციაზე, რომელიც ამ დროსაც კი იცლის სამადლობელი წერილის დასაწერად.

მსგავსი თემები