“არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით, ქვეყანას და ჩვენს სიმართლეს ბოლომდე დავიცავთ”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

ვოლოდიმერ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად ჩაწერა ვიდეო, რომელშიც განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის ჯარი იარაღის დაყრას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კიევში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.

“დილა მშვიდობის! ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, თითქოს ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და ევაკუაციას ვაპირებ. მოკლედ, მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ ვყრით! დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები