„იმპერიალიზმის სენით შეპყრობილი აგრესიული რუსეთი“ – ბელა მახარაძე

„იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს უნდა უშვებდნენ პირველ რიგში ომში, რომლებსაც ბომბების ცვენა უბრალოდ ავდარი ჰგონიათ და რომლებიც სხვისი ოჯახების დასამარებას ცივი გონებით უყურებენ, წარბშეუტოკავად“ –  წერს გერმანიაში მცხოვრები ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე სოციალურ ქსელში.

„შოკში ვარ მეგობრებო, რადგან ბოლომდე არ მჯეროდა აი, ამ თავხედურ ნაბიჯს თუ გადადგამდა ეს მართლაც იმპერიალიზმის სენით შეპყრობილი აგრესიული რუსეთი. ჩემს ოჯახს ერთი საოცრად მაგარი ბიჭის დაკარგვა ვერ მოუნელებია და ახლა წარმოიდგინეთ, უდროოდ რამდენი პაატა მახარაძე უნდა გაისტუმროს ქვეყანამ არასწორად გაშვებული პოლიტიკისა და გაუმაძღარი პოლიტიკოსების გამო?

რამდენმა დედამ უნდა ჩაიცვას ძაძები და რამდენჯერ უნდა ჩამოჰკრას გლოვის ზარმა უკრაინაში, ან თუნდაც იძულების წეთის საბრძოლველად გაშვებული რუსი ჯარისკაცის ოჯახებმა, აქ ხომ მხოლოდ ერთეული ოჯახების დაქცევაზე არაა საუბარი?

იცით? ამ დილით საშინლად გაღიზიანებული ვმსჯელობდი უვესთან (უვე ბერკემერი, მეუღლე) სწორედ ამ საკითხზე და რუსეთის ბელადზე ცუდი სიტყვა რომ წამომცდა, იცით რა მითხრა?.. კარგი რა ბელა, ის შესაძლოა ავადმყოფი იყოს, მაგრამ ნუთუ დანარჩენი 500 ადამიანიც გიჟი და ავადმყოფია… რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ სასტიკ გადაწყვეტილებას და მშვიდობას ხაზი გადაუსვესო, ისინი ხომ ხალხის არჩეულიაო და ვეღარაფერი ვთქვი მასთან, რადგან სადღაც მართალია, ერთ ადამიანს როგორ უნდა შეაწმიმდო ხელი, როდესაც გარშემო უამრავი ხარბი, გაუმაძღარი და ბოროტი პოლიტიკოსია?

ხოდა იცით როგორ უნდა ხდებოდეს ძვირფასებო? იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს უნდა უშვებდნენ პირველ რიგში ომში… რომლებსაც ბომბების ცვენა უბრალოდ ავდარი ჰგონიათ და რომლებიც სხვისი ოჯახების დასამარებას ცივი გონებით უყურებენ, წარბშეუტოკავად გული მტკივა, უზომოდ განვიცდი და რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობა და გამარჯვება ამ დიდებულ ერს“ – წერს ბელა მახარაძე.

 

მსგავსი თემები