„მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ – იენს სტოლტენბერგი

ცოტა ხნის წინ დასრულდა ნატოს სამიტი. როგორც ნატოს გენ.მდივანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რუსეთისთვის პასუხი უნდა იყოს შემდეგი – მეტი გაძლიერება საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავიცვათ ყოველი მოკავშირე და ნატოს ტერიტორიის ყველა მტკაველი. ლიდერებმა დღეს დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მხარი დავუჭიროთ უკრაინას. კრემლი ცდილობს რომ შეასუსტოს ნატო-ს ​ პოზიციები მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი კოლექტიური რეაგირება და პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომ  დავეხმაროთ მათ, წარმატებით განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები და მიჰყვნენ იმ მომავალს, რომელიც თავად აარჩიეს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე კრიზისი ხაზს უსვამს აშშ-ისა და ევროპის მნიშვნელობას“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე შეფასებით, რუსეთის მიზანია შეაფერხოს ნატოს გაფართოება.

„რუსეთის სურვილია შეაჩეროს ნატოს გაფართოება“ – იენს სტოლტენბერგი

მსგავსი თემები