„უკრაინელმა სპორტსმენმა რუსებთან ერთად პოდიუმზე, სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე უარი განაცხადა“ – დავით ქაცარავა

„პოლიტიკა და სპორტი გავმიჯნოთ?,“ – “ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებს ეხმაურება, სადაც უკრაინელმა მონაწილემ რუს მოასპარეზეებთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა:

„ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში უკრაინელმა სპორტსმენმა რუსებთან ერთად პოდიუმზე სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე უარი განაცხადა.

უკრაინელმა მორბენალმა იგორ ცვეტოვმა 100 მეტრზე რბენაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მიიღო. რუსმა დმიტრი საფრონოვმა პარალიმპიადა მოიგო, ხოლო მისმა თანამემამულე არტიომ კალაშიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საზეიმო დაჯილდოვების შემდეგ, ცვეტოვმა რუს მორბენლებს მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე ცივი უარი უთხრა.

ესე იქცევიან ღირსეულები,“ – წერს ქაცარავა.

მსგავსი თემები