ჯანმო კოვიდის ახალ ვარიანტს აკვირდება – “მიუ” უკვე ევროპაშიც დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აბობენ, რომ აკვირდებიან კორონავირუსის ახალ “მიუ” ვარიანტს, რომელიც პირველად იანვარში, კოლუმბიაში დაფიქსირდა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ბერძნული ანბანის ასო “მიუთი” ანიშნული ვირუსი, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, შეიცავს მუტაციებს, რომლებიც ავლენს ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და როგორც ჯანმოში ამბობენ, უკეთესად შესწავლისთვის კვლევას განაგრძობენ. შტამი, კოლუმბიაში აღმოჩენის შემდეგ, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ამ დროისთვის 4 შტამი აქვს კლასიფიცირებული, როგორც “ინტერესის ვარიანტი” – მათ შორის არის ალფა, რომელიც 193 ქვეყანაშია გავრცელებული და დელტა, რომელმაც 170 ქვეყანა მოიცვა. 

ხუთ ვარიანტს, მათ შორის მიუს, აკვირდებიან.

მსგავსი თემები