„აჩრდილი აედევნა საქართველოს“ – აშშ-ს ყოფილი ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას აქვეყნებს და მმართველ გუნდს აკრიტიკებს. „ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს“, – წერს იან კელი და საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას სრულად იზიარებს. „პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მთავრობამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ამ ნაბიჯით მიიღწევა თუ არა ეს მიზანი“ – აცხადებს დიპლომატი.

მეტი...

ხვალიდან, მომსახურების სააგენტო ყველა სერვისს განაახლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, 17 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 16 თებერვალს, 24:00 საათიდან ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი. „სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას. სერვისების მიწოდება განახლდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარემომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადისმიღება შესაძლებელი იქნება ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევეელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის…

მეტი...

„ჩვენ გადავეფარებით ნიკა მელიას, ჩვენ მათ დავამთავრებთ“ – შალვა ნათელაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ნიკანორ მელიას დასაცავად და მხარდასაჭერად „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე ალვა ნათელაშვილი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას გადაეფარება და არავის გაატანს. „ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან დამჭირდებოდა განცხადების გაკეთება და რეპრესიების დაგმობა. ერთპარტიული პარლამენტი დღეიდან გადაიქცა ინკვიზიციურ პარლამენტად, მას უკვე არც პარლამენტის ფორმალური სახე გააჩნია ეს გახლავთ… ჩვენ დაინტერესებული ვართ რეჟიმი გავუშვათ მშვიდობიანი და მაქსიმალურად ხავერდოვანი მეთოდებით. რეჟიმი უნდა მოვაცილოთ ჩვენს ქვეყანას… 20 ივნისის აქცია ჩვენი ორგანიზებული არ ყოფილა, ჩვენ მივედით ხალხის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. ამიტომ, ნიკა მელიასთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მთელ საქართველოს სთხოვ პასუხს…

მეტი...

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე – „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება. დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება. პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია: ასაკი მინიმუმ 18  წელი; ქ. თბილისში რეგისტრაცია; საბაზო განათლება; რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს – www.dasakmdi.ge. საკონტაქტო პირი: 593 61 66 70

მეტი...

თბილისელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, ევროპის ქვეყნებში იმოგზაურონ

მსოფლიოს  საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამა იწყება. თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება საერთაშორისო პარტნიორებთან – „ერასმუს+ ახალგაზრდებისთვის“ და ევროპის სოლიდარობის კორპუსთან“ ერთად, თბილისში მცხოვრები 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამას იწყებს. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები წლის განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად გაემგზავრებიან და ექნებათ შესაძლებლობა, 60-ზე მეტი ორგანიზაციის მუშაობაში ჩაერთონ, გაიზიარონ საერთაშორისო მოხალისეობრივი საქმიანობის პრაქტიკა, განავითარონ ახალი უნარები სხვადასხვა სფეროში, გაიუმჯებესონ უცხო ენების ცოდნის დონე, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას და შეიძინონ ახალი მეგობრები. დაინტერესებულმა პირებმა 17 თებერვლიდან 20 მარტამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე: https://forms.gle/6KKb5PRdzMzoJqZKA. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!

მეტი...

“გავაკეთებ ყველაფერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მელია ვერ დაიჭიროს” – დავით ჭიჭინაძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ნიკანორ მელია ციხეში არ მოხვდეს.   „სახელმწიფო გადატრიალებაზე როდესაც საუბრობენ,  „ოცნების“ ე.წ. მამებს მართლა გონიათ, რომ ვინმეს დაავიწყდა თუნდაც  კობახიძის მამა, (და არა მარტო!)  რომელიც გამსახურდიას დამხობაში პირადად  მონაწილეობდა და მის დასამარცხებლად მოსკოვში დარბოდა?! ან როგორ შეიძლება  20 ივნისის ღირსების აქციაში მონაწილე ათასობით ადამიანს მოღალატეები, ქვეყნის გადატრიალებაში მონაწილეები ეძახო და თან ვინ?! ის, რომ მელია დამნაშავე არ არის, ეს  ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რაც დამტკიცდა კიდეც არჩევნებზე. და თუ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას  მიიღებს პარლამენტი და შემდეგ…

მეტი...

პროკურორმა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

​ნიკანორ მელიასთვის საპატიმრო სასჯელის გადაწყვეტილება უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს. პროკურორი უკვე მივიდა სასამართლოში და აღნიშნული მოთხოვნაც წარადგინა. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, გამორიცხული არ არის, მოსამართლემ სხდომა დღესვე ჩანიშნოს.    როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურა მელიასთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. “მიგვაჩნია, რომ ჩვენი  შუამდგომლობა დასაბუთებულია. უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს, გარდა პატიმრობის გამოყენებისა.  აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა, ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს. დაველოდებით სასამართლოს სხდომას და უკვე სხდომაზე გახდება ცნობილი შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოს აქვს 24 საათიანი ვადა, ეს…

მეტი...

„ერთ მხარეს თავისუფლება, მეორე მხარეს მონობა, დამცირება და გავრილოვის განაჩენი, ბრძოლა ბოლომდე“ – ნიკანორ მელია

საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, ნიკანორ მელიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მონობას, უსამართლობასა და ჩაგვრას არ შეეგუება და ბოლომდე იბრძოლებს. „გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ, განაჩენი გამოუტანა ყველას. ვფიქრობ, არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ პარლამენტმა განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ქუჩაში გამოვიდა, თქვენც, თქვენს მშობლებსაც. ვინც ხმა აიმაღლა, გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა. გამოუტანეს ყველას, ვინც იყო იმ კონკრეტულ დღეს…

მეტი...

ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ დავით ნარმანიამ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა მომხმარებელთა  შესაძლებლობებზე ელექტროენერგიის ახალი ბაზრის პირობებში. ყურადღება გაამახვილა თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის აუცილებლობაზე. „ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მომხმარებლის როლი და ინტერესი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ბაზრის სტრუქტურა, სადაც ბაზრის მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით.  მნიშვნელოვანია, ბაზარზე გამჭვირვალედ ჩამოყალიბდეს კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს მისცემს არჩევანის გაკეთების საშუალებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.      სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ახალი საბითუმო და საცალო ბაზრების პირობებში მომხმარებლების შესაძლებლობის…

მეტი...

„ნიკა მელია დაუკრეფავში გადავიდა“ – ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ნიკანორ მელიას განცხადებას აფასებს და აცხადებს, როკ ის „დაუკრეფავში“ გადავიდა. „ყველაფრის მიუხედავად, მე მისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი არ დავიჭირე. მესმის, რომ მძიმე ემოციური ფონი აქვს ნიკა მელია. ასევე, მას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, ვურჩევ, დაუკრეფავში ნუ გადავა და ვისთანაც ასე ლაპარაკს არის მიჩვეული, იმათში ნუ ავერევი. კარგად მიცნობს და იცის, რასაც ვეუბნები. თუ ადამიანისკენ ადამიანურ ნაბიჯს ვდგამ მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია აღმაშფოთებელია და სწორედ მისი პარტიის მმართველობის შედეგად არის მიღებული მართლმასჯულების ეს სისტემა, ზოგ- ზოგიერთი ყოფილი მთავარი პროკურორი რომ…

მეტი...

ევროკავშირის დელეგაციამ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივების საკითხზე ეუთო-ში საგანგებო განცხადება გააკეთა

ევროკავშირის დელეგაცია განცხადებით გამოვიდა 2021 წლის 11 თებერვალს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, სადაც გაიმართა მსჯელობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე. ევროკავშირის განცხადებაში კვლავ გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერა და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატების გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დე ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე…

მეტი...

ვინ იყო მომხრე და წინააღმდეგი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი “ქართული ოცნების” 88 დეპუტატმა დაუჭირა.  პარტია “მოქალაქეების” ორმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს. “ევროპელი სოციალისტების” 4 -მა წევრმა კი, საკითხის გადაწყვეტაში თავი შეიკავეს.

მეტი...

“ყველას მოგეკითხებათ ამის გამო, მოვლენ საჩხუბრად, ვისაც ძალა ერჩის უნდა იჩხუბოს” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტი შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამის გამო ყველას მოეკითხება.  გიგი უგულავამ იმ დეპუტატებს მიმართა, ვინც დღეს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა:  “სახელმწიფო ინსტიტუტები თუ როგორ არის გამოხრული ივანიშვილის მიერ კარგად გამოჩნდება. ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი მანქურთებით დაკომპლექტებული. ძალიან ცდება იქ ვინმე, თუ ფიქრობს, რომ ის არაფერ შუაშია, არა მეგობრებო, არავის ესმის თქვენი. ის ორპირობა, ორგულობა და საზიზღრობა, რასაც თქვენ ჩადიხართ ისე არ იქნება, ყველას მოგეკითხებათ ამის გამო. მოვლენ საჩხუბრად, ვისაც ძალა ერჩის უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებენ. მოვიდნენ ერთი, სახეაფარებული პოლიციელები…

მეტი...

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის საპარლამენტო მანდატის შეჩერებას პლენარული სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. პროცედურის თანახმად, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე სასამართლოს მიმართავს, სადაც გირაოს გადაუხდელობის გამო ენმ-ს თავმჯდომარის დაკავების მოთხოვნას დააყენებს.    ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერება​ სესიამდე საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. 2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მორედ დადგა დაპატიმრების საფრთხის წინაშე. შეგახსენებთ, ნიკა მელიას პოზიცია კვლავ უცვლელია და ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. 

მეტი...

დე ფაქტო ცხინვალის არაღიარებულმა მთავრობამ სან-მარინოს “ოფიციალურ წარმომადგენლად” ფრანჩესკო კიარელი დანიშნა​

დე ფაქტო ცხინვალის არაღიარებულმა მთავრობამ სან-მარინოს რესპუბლიკაში თავისი “ოფიციალური წარმომადგენელი” დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობას სან-მარინოს მოქალაქე ფრანჩესკო კიარელი დაიკავებს. არაღიარებული ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობებში შედის სანმარინოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთს შორის კონტაქტების დამყარება. ერთობლივი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროგრამების მომზადება და მათი განხორციელება.

მეტი...

“როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში” – შალვა ნათელაშვილი

ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე როგორც კი ხელი გაგექცევათ, ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მივმართავ პარლამენტში მილიონების საშოვნად დასკუპებულ მილიონრებს, ოდიშარიადან დაწყებული ხახუბიათი დაგვირგვინებული როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, მოკლე ხანში ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში და ეს გაფრთხილება კარგად გაიაზრეთ“, – წერს შალვა ნათელაშვილი. 

მეტი...

“ფაქტია რომ რაღაც დავაკელით, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა” – დიმიტრი ხუნდაძე ქობულეთის ტრაგედიაზე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის სხდომაზე ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას და 14 წლის მოზარდის ამბავს ეხმაურება.  დიმიტრი ხუნდაძის თქმიტ,  ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუმცა უფრო დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე მოდის.  “უმთავრესად, მინდა გამოვეხმაურო ქობულეთში, გარდაცვლილი ბავშვის ტრაგიკულ დასასრულს. სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებაში, საკუთარ ოჯახში ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება. რა თქმა უნდა, აქ არის ყველას პასუხისმგებლობა, უპირატესია რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგელობა და როცა ასეთი ფაქტი ხდება, ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და არ გავაკეთეთ ისე, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, სკოლამაც, საზოგადოებამაც, ოჯახმაც, მაგრამ,…

მეტი...

“გირაოს არგადახდა არ არის დანაშაული, ეს არის ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა” – ლევან იოსელიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია “მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გირაოს არგადახდა დანაშაული არ არის და პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ  ნიკა მელია საპატიმროში მოხვდეს.  “გირაოს არგადახდა, ეს არ არის დანაშაული. ამის გამო, პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ ადამიანი საპატიმროში მოხვდეს. იმუნიტეტის არსი ის არის, რომ დაცული იყოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება. ჩათვალეთ, რომ ამ შემთხვევაში, ეს არის ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა. და თუკი, პროტესტის ფორმა იმუნიტეტით დაცულია, მაშინ რატომ ვუხსნით მას იმუნიტეტს. რატომ ვაძლევთ მწვანე შუქს იმას, რომ ეს ადამიანი საპატიმროში მოხვდეს. პარლამენტი ხომ არ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა და ეუთო-ს თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ძირითადი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, განაგრძოს შვედეთის სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად შვედურმა მხარემ ეუთო-ს რეგიონში კონფლიქტების გადაჭრა დაისახა. პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების…

მეტი...

“ახალგაზრდების, განსაკუთრებით ჟურნალისტების დიდი წრე, მონაწილეობს დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში” – გია ვოლსკი

ახალგაზრდების ძალიან დიდი წრე, განსაკუთრებით ჟურნალისტების, მონაწილეობას იღებს რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში, რისი მომსწრეებიც ვართ ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ის ბნელი მხარე პოლიტიკური დაპირისპირებებისა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს ყოველდღიურობაში ახასიათებს. „მოცემულია რეალობა, რომელიც რაიმე დამატებითი შეკითხვის წინაპირობას არ ქმნის. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იმართებოდეს სახელმწიფო კანონებით, არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და არ…

მეტი...

“ჩემთვის ნიკანორ მელია, გავრილოვი და „ნაცმოძრაობა“ არის ერთი მედლის ორი მხარე” – ანრი ოხანაშვილი

ჩემთვის ნიკანორ მელია, გავრილოვი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი მედლის ორი მხარე, – ამის შესახებ განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი განმარტებით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ევლინება მაშველ რგოლად და ამიტომ მიიჩნევა ერთი მედლის ორ მხარედ. „ყოველთვის, მაშველ რგოლად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. ერთ დღეს გავრილოვი გავისტუმრეთ საქართველოდან იმ ქმედებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო და შესაბამისად, მაშველ რგოლად ევლინება ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ არის ჩემთვის ერთი მედლის ორი მხარე გავრილოვი, „ნაცმოძრაობა“ და მელია, შესაბამისად, ასევე, ის ტელეარხები, რომლებმაც მოიპოვეთ ინფორმაცია და კონტაქტი გაქვთ გავრილოვთან. როგორც ჩანს,…

მეტი...

“ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების ამოფარებას აპირებს” – სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების ამოფარებას აპირებს, რის შესახებაც ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან აქვთ. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სუბარის თქმით, პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან. „ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არ გადახდის და მართლმსაჯულების სისტემის საბოტაჟთან დაკავშირებით უამრავი არაადეკვატური და დესტრუქციული განცხადება მოვისმინეთ. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მესამე პირის მეშვეობით ნიკა მელიას გირაოს თანხის შეტანისა და ამის „ქართულ ოცნებაზე“ გადაბრალების გეგმა ჩაუვარდა, მათ ახალი პროვოკაცია დაგეგმეს. ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, პროკურატურა…

მეტი...

პარლამენტთან მისული აქციის მონაწილეები ნიკა მელიას ადვოკატებისთვის საშვების დაშვებასა და პარლამენტში შესვლას ითხოვენ

საკანონდებლო ორგანოსთან აქცია კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები პარლამენტში ნიკა მელიას ადვოკატებისთვის საშვების დაშვებასა და მათ პარლამენტში შესვლას ითხოვენ.  ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, თინათინ ბოკუჩავა და გიორგი კაპანაძე მივიდნენ.  “პოლიციელებმა გაწევ-გამოწევა და ცირკი სულ ტყუილად მოაწყვეს. ეს ხდება იმიტომ, რომ კანონის აღსრულების ეშინიათ. ეს ადამიანები ნაცვლად იმისა, რომ კანონს იცავდნენ, უკანონობას იცავენ. მარიონეტებად და პაიკებად არიან პოლიციელები, მოსამართლეები, პროკურორები და პარლამენტარები ქცეულები,” – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.  პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

მეტი...

“პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო” – თეა წულუკიანი

პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს სადაც ნიკა მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ დისტანციურად ეხმაურება. კორონავირუსის გამო იზოლაციაში მყოფი დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და “მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს!” “სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის. დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”,”- წერს თეა წულუკიანი ფეიბუკზე.  შეგახსენებთ, 2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მორედ დგას დაპატიმრების საფრთხის წინაშე. დღეს პარლამენტმა,…

მეტი...

“ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა” – პროკურორი ნიკა მელიას საქმეზე

ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ. სხდომაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ არის ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება. “2020 წლის პირველ ნოემბერს, ნიკა მელიას საჯარო გამოსვლისას, დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები. ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ…

მეტი...

“ალეკო ელისაშვილო, რა შენი ხელფასიდან გირაოს გადამიხდი, აგიღებ და ჩემი ხელით გამოგიყვან მაგ პარლამენტიდან” – ნიკა მელია

ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო პარლამენტში, აგიღებ და გამოგიტან გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. ალეკო ელისაშილმა დღეს აღნიშნა, რომ მზად არის, საკუთარი ხელფასით ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადოს. „ალეკო ელისაშვილს ახლა ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, ვინც მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, სუს-ის აგენტი და გავრილოვის მხარდამჭერი იქნება.

მეტი...

“გამორიცხულია!” – ნიკა მელია სასამართლოში არ მივა

გამორიცხულია! – ასე პასუხობს ნიკა მელია, დასმულ კითხვას, აპირებს, თუ არა ის სასამართლოში მისვლას, თუ პარლამენტი მას დეპუტატის იმუნიტეტს შეუჩერებს და ამის საჭიროება დადგება.  “სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს ამ საქმეს,” – ამბობს ნიკა მელია.  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დილიდან პარტიის ოფისში იმყოფება. მან ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააპატიმრებენ. 2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მორედ დგას დაპატიმრების საფრთხის წინაშე. დღეს პარლამენტმა, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭი უნდა უყაროს.

მეტი...

“ნიკა მელიას ადვოკატებს აქვთ კარგი პლატფორმა, სადაც გაცილებით კომფორტულად იგრძნობენ თავს, ვიდრე საპარლამენტო ტრიბუნაა” – პროკურორი

ნიკა მელიას ადვოკატების ამ სხდომაზე დასწრება არ იყო რეალური მცდელობა, ეს იყო განცხადება განცხადებისთვის. კარგი იურისტები არიან და იციან, პარლამენტის რეგლამენტი ასეთ პროცედურას რომ არ ითვალისწინებს, – ასე გამოეხმაურა პროკურორი ამირან გულუაშვილი პარლამენტში საპროცედურო და წესების კომიტეტისა და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება, ნიკა მელიას ადვოკატების პარლამენტში არ შეშვების საკითხის. მისივე თქმით, ნიკა მელიას ადვოკატებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა სასამართლოში მიეცემათ. „სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ყველაზე მთავარი პლატფორმა არის სასამართლო. ნიკანორ მელიას ადვოკატებმა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოთქვეს ამ სხდომაში მონაწილეობის სურვილი, ისინი ძალიან კვალიფიციური იურისტები არიან, კარგად იციან,…

მეტი...

ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რატომ არ დაუშვეს ნიკა მელიას ადვოკატები კომიტეტის სხდომაზე

დღეს არ ვწყვეტთ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხს, ვწყვეტთ საკითხს, მიეცეს თუ არა პროკურატურას პატიმრობის შუამდგომლობის უფლება, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე. ოხანაშვილმა უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეკითხვას, რატომ არ შეუშვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში. ოხანაშვილის თქმით, სასამართლოში უნდა განიხილონ პატიმრობის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი და იქ იპაექრონ. „ჩვენ დღეს არ ვწყვეტთ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხს. ჩვენ დღეს ვწყვეტთ საკითხს, მიეცეს თუ არა უფლება პროკურატურას, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს მინდოდა, რომ მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ ამეხსნა და გამემახვილებინა…

მეტი...

კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს საგანგებო განცხადებით მიმართავს

 მსურს, გამოვეხმაურო ე.წ. გავრილოვის დღეებთან დაკავშირებით როგორც ორი წლის წინ განვითარებულ, ისე დღეს მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ლიდერებს და არა ნიკა მელიას.  დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების  ავტორებს. დარწმუნებული ვარ, ე.წ. გავრილოვის დღეების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უახლოეს მომავალში, ხელისუფლების ცვლილებისთანავე მოხდება. მათ შორის, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს, ვინ მიიღო მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტის შენობაში ამ ფორმით ჩატარებისა და ბატონი გავრილოვის საქართველოში მოწვევის გადაწყვეტილება და რაც მთავარია – რა მიზნით. პირადად…

მეტი...

შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის 873 ფაქტი გამოავლინა

შს სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 873 ფაქტი გამოავლინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი სამართალდამცველებმა 140 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 733 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მეტი...

“აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს” – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. “საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს,…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4%-ს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,6%, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,9%. საქართველოში დღეს კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 14 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 377-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი. გუშინ საქართველოში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 496 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 549 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 802, „პისიარ“ ტესტით – 5 747. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,6%, ბოლო 14 დღის – 2,9%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 266 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 259 228 გამოჯანმრთელდა, 3 377 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 848 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...

ნიკა მელიას ადვოკატები საშვის დაშვებას და პარლამენტში შესვლას ითხოვენ

პარლამენტის შესასვლელთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ, აქცია იმართება. აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მართავენ. მათ პარლამენტთან სიმბოლურად მავთულხლართები აქვთ მიტანილი. ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელიას ადვოკატები, დიმიტრი საძაგლიშვილი, ბექა ბასილაია და გიორგი კონდახაშვილი. ისინი შენობაში შესვლას ითხოვენ. ამასთან, მათ მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუშვან საშვი, რათა მათ პარლამენტში შესვლისა და პროკურორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ. აქციის მონაწილეები ცდილობენ, პარლამენტის შენობაში მანქანების შესვლა შეაფერხონ, თუმცა ადგილზე შეკრებილი სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

მეტი...