მცხეთის მერია დიმიტრი ხუნდაძეს მხარდაჭერას უცხადებს და გენგეგმის დოკუმენტს შემოგარენის განვითარების ბიზნეს-გეგმას უწოდებს

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებულ სამართლიან განცხადებას, რომ რეალურად ამხანაგობა “აქოლისის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია წარმოადგენს არა ქალაქის, არამედ მისი შემოგარენის განვითარების ბიზნეს-გეგმას” – აცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და იმ დოკუმენტს, მცხეთის განაშენიანების გენერალურ გეგმას აკრიტიკებს, რომელიც „აქოლისმა“ წარმოადგინა.   “მე-6 წელია, რაც მცხეთის გენერალური გეგმის დოკუმენტის შეუმუშავებლობიდან გამომდინარე, გრძელდება მკაცრი საგანგებო ზომა – მორატორიუმი ქალაქ მცხეთაში, რაც პირდაპირ აისახება როგორც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებაზე. შესაბამისად, მე როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ არჩეული თანამდებობის პირი და ამავე დროს მკვიდრი მცხეთელი,…

მეტი...

ის სამედიცინო პერსონალი, ვინც ვირუსი გადაიტანა, 3 თვე არ აიცრება

დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 75 000 სამედიცინო პერსონალიდან უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, ვინც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს.      „ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ვერ მოხვდება. პირველ ეტაპზე აიცრება სამედიცინო პერსონალი, ვინც რისკის ჯგუფშია.  უკვე შედგენილია სამედიცინო პერსონალის პერსონალური მონაცემები და მათი გაფილტვრაც მოხდა. სულ 75 00 ადამიანიდან, პირველ პრიორიტეტად დავიდა 14 000-მდე. პროცესი ნებაყოფლობითია და შესაძლოა ზოგიერთმა უარიც თქვა აცრებზე. ამ ეტაპზე, ისინი ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს, ვერ მოხვდება ვაქცინაციაში. მათი აცრა მოხდება ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ“ – განაცხადა ამირან…

მეტი...

მელაშვილის განმარტებით, მას არასდროს უთქვამს, რომ დავით გარეჯი ჩვენი არ არის

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისიუფლებული ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ მისი განცხადებები დაჩეხა და არასწორი კონტექსტით წარმოაჩინა. საუბარია საქმის პროკურორზე, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეს ახალი მტკიცებულებები დაემატება, სადაც მელაშვილი თავად აცხადებს, რომ დავით გარეჯი ჩვენი არ არის.     “პროკურატურა ცდილობს ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. ძალიან ცუდად იყო გაგებული ჩემი სიტყვები, ამოჭრილია. არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად, ყველანაირად ასეა. მე მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, რომ ხმამაღალი განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და…

მეტი...

„არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია“ – ივერი მელაშვილი

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი დასრულდა. როგორც მელაშვილმა განაცხადა, მას არასდროს უთქვამს, რომ დავით გარეჯი საქართველო არა რის და პროკურატურა მის განცხადებებს თვის სასარგებლოდ იყენებს. „არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისტორიულად, კულტურულად ეთნოგრაფიულად, ყველანაირად. მაგაზე არ არის საუბარი. მე საუბარი მქონდა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხმამაღალი განცხადებები, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არა მარტო. ამაზე მქონდა ყურადღება გამახვილებული. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმული, თითქოს სხვანაირად მიმაჩნია. არა ბატონო, მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა…

მეტი...

„ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია… არ გადავიხდი“ – ნიკანორ მელია

„მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ… ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკანორ მელია და სხვებსაც უკრძალავს, ვის ნაცვლად გირაოს თანხა დაფაროს. „20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე. გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას, შენობის შიგნით კი მყოფი კობახიძე-გავრილოვი შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. პარლამენტს გარეთ მყოფი ხალხის სიმართლე აღიარა თავად ხელისუფლებამ და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს და მივიღეთ პროპორციული არჩევნების დაპირება. მიუხედავად ამისა, მაშინ “ოცნებამ” გადაგვაგდო, უკან წაიღეს პროპორციული სისტემის დაპირება და ჩემი და სხვა ადამიანების წინააღდეგ…

მეტი...

რუსეთი საქართველოსთან ფრენის აღდგენას უსაფრთხოების გარანტიის შემდეგ ფიქრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს განცხადებით, რუსეთ საქართველოსთან ავიამიმოსვლას იმ შემთხვევაში გახსნის, თუ უსაფრთხოება დაცული და გარანტირებული იქნება.     ”კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ცნობილი შეზღუდვების გარდა, ისევ მოქმედებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება „კრიმინალური და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ცალკეული ზომების შესახებ“, წარმოდგენილი 2019 წლის ზაფხულში ქართველი რადიკალების მიერ მოწყობილ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ამ განკარგულების გაუქმების პირობები რუსეთის ოფიციალური პირების მიერ არაერთხელ გაჟღერებულა“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენა 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების, ე.წ. გავრილოვის…

მეტი...

„კოვიდვაქცინისთვის“ საჭირო შპრიცები უკვე საქართველოშია

საქართველომ COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან – Hindustan Syringes & Medical Devices Ltd. მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია როგორც ინდოეთის, ასევე რეგიონალურ და გლობალურ ბაზარზე“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

მეტი...

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

უკრაინა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უკრაინის საგარეო უწყება საჯარო პირებს  აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან. „საქართველოში უკრაინის ელჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ბრალმდებლის ემოციების გარდა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. უკრაინული დიპლომატია მათ ყურადღებას არ მიაქცევს და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ვკითხულობთ. მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის ელჩის განცხადებას პასუხობს და  ფეისბუკის“  „ღრმად კორუმპირებულსა“ და „საბჭოთა ფუნქციონერს“ უწოდებს.

მეტი...

სპორტის სასახლესთან ბარაკებს ანგრევენ

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ტყვარჩელის N5-ში,  სკვერის მოწყობის მიზნით, ბარაკული ტიპის შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. დემონტაჟის დასრულების შემდეგ,  აქ საბურთალოს გამგეობა რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს. „სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ აუცილებელია რეკრეაციული სივრცეები. არავისთვის არ არის ახალი, თუ როგორ განაშენიანდა ეს ტერიტორია. იმ სივრცის ირგვლივ, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ტერიტორიის მონაცვლეობა. ახლა ვიწყებთ აქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს და რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.   სკვერის მოწყობა 1300 კვ. მ ფართობზე იგეგმება. ტერიტორიაზე, კეთილმოწყობის და გამწვანების შემდეგ, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება.…

მეტი...

„მეც და ნატალია ილიჩოვაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ“ – ივერი მელაშვილი

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული  ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი თითქმის  საათია გრძელდება. როგორც ივერი მელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მათ ამ საქმეში ბრალი არ მიუძღვით და ეს საქმე მათი გამარჯვებით დასრულდება. მელაშვილმა კომენტარი მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაზეც გააკეთა. „შეგნებულად არ მინდა დეტალებში შევიდე, ყველა აზრის წარმოთქმას თავისი აზრი აქვს და, რა თქმა უნდა, იცის საზოგადოებამ, რომ იყო რაღაც შეთავაზებები, მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე და იყო განხილული საკითხები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თავისი აზრი აქვს და თავისებური განმარტება აქვს. არ შემიძლია ახლა მაგაზე კომენტარები…

მეტი...

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მცხეთის N1 საჯარო სკოლას ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი მოთხრობა და სხვადასხვა თემატური მასალა გადასცა. მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებს დაეხმარება ენერგეტიკის საკითხების გაცნობაში. წიგნების გადაცემა პროექტში ჩართული სხვა საპილოტე სკოლებისთვისაც იგეგმება. სემეკმა დაიწყო პროექტი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მიზანიცაა  ენერგეტიკასთან, ენერგოეფექტურობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებთან და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის, ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება და ენერგიის დაზოგვისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.  აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ევროკავშირის მიერ 1.200 000…

მეტი...

ხვალიდან დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება

​ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში ხვალიდან ისევ ამოქმედდება და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად მოუწევთ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის პარალელურად, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება იმ ადგილებში, სადაც აღნიშნული პარკირების სისტემა პანდემიამდეც ფუნქციონირებდა. „თქვენ იცით, რომ ჩვენ დროებით შეჩერებული გვქონდა გადასახადი და ადამიანებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი. თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ…

მეტი...

„ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება“ – კახა კალაძე

„ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი თბილისის მერიას კერძო კომპანიისგან საპრივატიზაციოდ, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გადაეცა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა,პრივატიზაციის პირობა 18 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსების განხორციელებაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე კი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ იგეგმება.  „ნინოშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი კომპანია „ცენტრ პოინტს“ ეკუთვნოდა, რომელსაც ოდესღაც, პირდაპირი წესით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ეს ქონება ერთ ლარად გადაეცა, იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ. როგორც მოგეხსენებათ, „ცენტრ პოინტი“ არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ყველაზე…

მეტი...

ვაკის პარკში, რეაბილიტაციის პერიოდში, შინაური ცხოველებისთვის სასეირნო ტერიტორია გამოიყოფა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პერიოდში, ვაკის პარკში გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი. როგორც მან თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი სრულად დაიკეტა. „ვაკის პარკი, არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სრულად დაიკეტა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი მოთხოვნა იყო, გამოგვეყო გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. ამ კომუნიკაციის შედეგად, დღეიდან გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების საშუალება მიეცემათ ადამიანებს, რეაბილიტაციის პერიოდში.  ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამ სივრცის და მისი…

მეტი...

თბილისში ბარაკები დაინგრევა და სკვერი მოეწყობა – კახა კალაძის განცხადება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტყვარჩელის ქ. #5 ში განთავსებულ ბარაკებს დემონტაჟი ჩაუტარდება და მათ ადგილზე სკვერი მოეწყობა. კალაძის თქმით, სპორტის სასახლესთან არსებული განაშენიანება „ურბანული გენოციდია“. „სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის მაგალითი იმისა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ არავის არ მოგვწონს ის განაშენიანება, რაც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ნებართვის გამცემი, ისე ნებართვის მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე.…

მეტი...

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს კი პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ერთ შემთხვევაში საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახეს. „524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ეცადა ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან აღკვეთილი იქნა. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. მათ ძირითადად ცხვირზე არ ჰქონდათ პირბადე აფარებული. საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა ერთხელ. იყო დაპირისპირება პირბადის არგაკეთების გამო. ერთხელ კი არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი ამ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა. მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს.…

მეტი...

თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკი მოეწყობა

თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში დაჭაობებული და ნაგავსაყრელად იყო ქცეული. „პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა. ამასთან, პარკში მოეწყობა ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ტყვეების გაცვლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

დაპირისპირებულ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტყვეების გაცვლა მოხდა. აღნიშნული აქტი, საომარი პროცესების დასრულების შემდეგ, მეორედ განხორციელდა. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ერთი ტყვე 5-ში გაიცვალა. „რუსი სამშვიდობოების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად, რუსეთის თვითმფრინავმა ბაქოში ჩაიყვანა ტყვეობაში მყოფი ერთი ადამიანი, 5 ტყვე კი ერევანში დაბრუნდა,“-  აცხადებს  ყარაბაღში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაური  რუსტამ მურადოვი. მხარეები ტყვეების გაცვის პროცესს კიდევ გეგმავენ.

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 311 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 43, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

მეტი...

კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა

„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, –  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 10 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 601-ს.…

მეტი...

რეგულაციების დარღვევისთვის 24 საათში 687 ჯარიმა გამოიწერა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 687 ფაქტი გამოვლინდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 124 ფიზიკური პირი დააჯარიმა.დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 563 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის…

მეტი...

გერმანია განვითარებად ქვეყნებს ვაქცინისთვის დაფინანსებას სთავაზობს

გერმანიის ფედერალური მთავრობა  განვითარებადი ქვეყნებისთვის, „კოვიდ ვაქცინების“ შესაძენად 620 მილიონ ევროს გამოყოფას გეგმავს. თანხა იმ ვაქცინების შესაძენად დაიხარჯება, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის განვითარებად ქვეყნებს გადაეცემა. ასევე, ქვეყნის ბიუჯეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარდა,  კორონავირუსის დიაგნოსტიკისა და ჯანდაცვის სფეროს განმტკიცებასთან დაკავშირებული კვლევებსაც დააფინანსებს.

მეტი...

ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციისას იტალიაში 55 ქართველი დააკავეს

იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 55 ქართველი დააკავეს. კრიმინალურ ჯგუფზე ძიება 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  დაკავებულები ძარცვას „ქართული მეთოდებით“ ახორციელებდნენ და იყენებდნენ სპეციალურ ხელსაწყოებს. ყველა დანაშაული ერთი ხელწერითაა ჩადენილი ისე, რომ კვალს არ ტოვებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ჯგუფი ყაჩაღობდა, მეორე კი მოპარული ნივთების რეალიზაციით იყო დაკავებული. კერძოდ, ძვირფასეულობა უკრაინაში იგზავნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შსს-მაც გაავრცელა. „გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ“ – აცხადებენ…

მეტი...

იტალიასა და საფრანგეთში „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში ქართველი კრიმინალები დააკავეს

იტალიაში – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში -1, ბელგიაში – 1, სლოვენიაში – 1, ეს იმ ქართველი კრიმინალების ჩამონათვალია, რომლებიც ევროპის მასშტაბით 9 თებერვალს დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, საუბარია ე.წ. კანონიერ ქურდობაზე.   „იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 2021 წლის 9 თებერვალს, იტალიაში „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში – 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში – საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები…

მეტი...

„აიღოს მტკიცებულებები, ჩადოს ჩანთაში და შემოვიდეს პარლამენტში“ – არჩილ თალაკვაძე 

„ოპოზიციამ უნდა აიღოს, თუ რამე მტკიცებულება გააჩნია, კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები გაყალბებებთან დაკავშირებით თუ ასეთი აქვთ, ჩადოს ჩანთაში და შემოვიდეს პარლამენტის შენობაში, ჩაერთოს კომისიაში“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას როგორ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, იმ პირობებში, როდესაც იგი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.  „თუ ოპოზიციას მართლა სჯერა თავისი განცხადების, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა, უნდა ჩაერთოს კომისიის მუშაობაში და ფაქტები წარმოადგინოს. ადამიანი როდესაც გეუბნება, რომ არჩევნები გაყალბდა და შემდეგ უარს ამბობს ამის გადამოწმებაზე, რა შეფასებას იმსახურებს? ეს რას ნიშნავს?“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მეტი...

“თუ ოპოზიცია უარს იტყვის, ბრალდება არჩევნების გაყალბებაზე არ არსებობს“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე იტყვის უარს, ჩაითვლება, რომ მისი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს „თუ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე იტყვიან უარს, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტსა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართვაზე საუბრისას განაცხადა.

მეტი...