პროფესიული გადამზადების პროგრამაზე – „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება.

დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება.

პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  • ასაკი მინიმუმ 18  წელი;
  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • საბაზო განათლება;

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს – www.dasakmdi.ge.

საკონტაქტო პირი: 593 61 66 70

მსგავსი თემები