მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მთავრობას დაემშვიდობა

კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ მან სოციალურ გვერდზე დაწერა. როგორც ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი წერს, საქართველოს სჭირდება კონსოლიდაცია. „დადგა დრო როდესაც ზუსტად 10-წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. სულ ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა, როდესაც ეს დღე დადგებოდა. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ჭკვიან, საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებულ პროფესიონალებს, ქალბატონებს და ბატონებს, ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და ოფიცრებს, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, მისი შიდა და გარე მტრების განეიტრალებისა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის სულისკვეთებით.…

მეტი...

„მას მოუწევს პასუხის გაცემა“ – მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის  განაცხადებით, სახალხო დამცველს მოუწევს გასცეს პასუხი კითხვას – როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას სხვა შემთხვევაში. მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას მალე მოუწევს პარლამენტის წინაშე გამოსვლა. „ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს, როდესაც პირს გირაო აქვს შეფარდებული და ის ამბობს, რომ ამ გირაოს პირობებს არ შეასრულებს? ხელისუფლების მიერ რა პრეცედენტი უნდა დაიდოს? აქ ხელისუფლებამ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება? პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ უნდა მიიღოს, რატომ მოგვიწოდებს ყველა, რომ პოლიტიკისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები უნდა იყოს და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილ იქნას. ეს და სხვა კითხვები იქნება მთავარი კითხვები, რაზეც მას…

მეტი...

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას…“ – მორიგი გაფრთხილება

„ერთადერთი გზა, რათა საქართველომ გადაჭრას ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისი ისე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება საფრთხის წინაშე არ დადგეს, არის, რომ ყველა მხარემ უკან დაიხიოს“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  ავრცელებენ. საქართველოს მეგობრები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ნებისმიერ პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დადგეს. „მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციურ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ გადადგან საჭირო ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალიზაციისთვის, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის…

მეტი...

„ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კოვიდვაქცინაცია“ დიდი ალბათობით მარტში დაიწყება და მისის ბოლომდე, 200 000 ადამიანი უნდა აიცრას. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ვაქცინაციის მთავარი ჩამტარებელი, ის  იმუნიზაციის პროგრამას უწევს კოორდიანციას. „ფაიზერთან“ დაკავშირებით სერიოზულად მოვემზადეთ, ცენტრი ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოჯისტიკაზე. ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ, საუბარია ორჯერად აცრაზე და შემდეგ, ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია“ – განაცხადა გამყრელიძემ. ეპიდემიოლოგი ადასტურებს, რომ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. „პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც „კოვაქსიდან“ უნდა მომარაგებულიყო. ჩვენც შევდიოდით ამ…

მეტი...

ევროსაბჭოს თანამომხსენებლების მორიგი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავებასა და განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მიმართავენ და დიალოგისთვის საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ. ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი)  პოლიტიკურ სუბიექტებს დიალოგის ფორმატში დაბრუნებისკენ მიანიშნებენ. „მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინაზე პოლიციის თავდასხმამ და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას  დაპატიმრებამ ზედმეტად გაამძაფრა ვითარება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება“, – აცხადებენ  თანამომხსენებლები.

მეტი...

საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის 3 კლასტერი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 კლასტერი დადასტურდა. „ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათთან დაკავშირებული კლასტერები, 3 დიდი კლასტერია და მათთან დაკავშირებული 31 ადამიანი. ეს 31 ადამიანი არის მათთან პირდაპირ კავშირში. მიმდინარეობს  ეპიდემიოპოგიური და ლაბორატორიული მონაცემების გაღრმავებული კვლევა. ეს 31 ადამიანი დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამები“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.    

მეტი...

“ახალი შტამის სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, მათთან დაკავშირებულია 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით, არის მუტირებული შტამები” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე დადასტურებულია სამი შემთხვევა და მათთან დაკავშირებული 31 ადამიანი, რომელიც სამ კლასტერს აერთიანებს.  გამყრელიძე ამბობს, რომ გაღრმავებული კვლევა ტარდება. „სამი დადასტურებულია სეკვენირებით და 31 ადამიანია მათთან დაკავშირიებული, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამები, საუბარია ძირითადად ბრიტანულზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“შესაძლოა, “ასტრაზენეკამ” “ფაიზერს” დაასწროს” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს მხარეს “ფაიზერმა” გამოუგზავნა დამატებითი მოთხოვნების წერილი, სადაც დაზუსტებულია “ცივი ჯაჭვის” პირობები. გაბუნიას თქმით, მიმდინარე კვირაში დეტალები დაზუსტდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შესაძლებელია “ასტრაზენეკა” უფრო მალე შემოვიდეს ქვეყანაში. თამარ გაბუნიას განმარტებით, “ფაიზერმა” გამოგზავნა დამატებითი მოთხოვნების წერილი, სადაც დაზუსტებულია “ცივი ჯაჭვის” პირობები – დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის ტრანსპორტირება აეროპორტიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრამდე. თამარ გაბუნიას თქმით, “ასტრაზენეკას” შემთხვევაში UNICEF-ის მექანიზმს გამოიყენებენ.  “ჩვენი რეგიონის 4 ქვეყანა იყო ამ პირველი მოწოდების რიგში. ეს არის ერთიანი, უნივერსალური მექანიზმი, რომელიც ერთნაირად მოქმედებს ყველა ქვეყნისთვის, ამდენად ეს მთლიანად გადავადდა გარკვეული პერიოდით. ვფიქრობთ, რომ ამ…

მეტი...

დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს. როგოც თბილისის მერიაში აცხადებენ, რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. „პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება  გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება,…

მეტი...

„ძირითადად მდიდარი ქვეყნები იცრებიან, რაც უსამართლობაა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ვაქცინა დღეს იქცა ძალიან ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნების ხელში. „ძალიან დიდი უსამართლობაა, თუ თქვენ თვალს ადევნებდით ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ყველაზე დიდ თავყრილობებს, როგორიც იყო დიდი 7-იანის შეხვედრა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, იანვარში დავოსის ეკონომიკური ფორუმი და ა.შ. ყველგან ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა, მისი განაწილების შესახებ. დღეს, ვაქცინებით, რომელიც ამ ეტაპზე, 15 პროცენტია მთლიანი მოსახლეობის დარეზერვებული, ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როდესაც საშუალო და დაბალ განვითარებული ქვეყნებისთვის , სამწუხაროდ, ამ…

მეტი...

„თუ ვაქცინაცია ამ ტემპით გაგრძელდა, 75%-ის მოცვას 5 წელი დასჭირდება“ –  ამირან გამყრელიძე

„ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, ყველაზე დიდ თავყრილობებზე, ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა  განაწილების შესახებ. დაახლოებით 130 ქვეყანაა, სადაც ჯერ არ დაწყებულა ვაქცინაცია“ –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 209 მლნ ადამიანი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში და ამ ტემპით, როგორი ტემპითაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია მსოფლიოში, გათვლილია, რომ დასჭირდება 5 წელი, რათა მოცვა 75%-ზე ავიდეს და შეიქმნას ე.წ. კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რაც ძალიან ბევრია. „ძალიან…

მეტი...

კვირის ბოლოს დაზუსტდება, საქართველო ვაქცინის დოზას როდის მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,  თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებით კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართება, სადაც დაზუსტდება ვაქცინასთან დაკავშირებული დეტალები. „ამ კვირაში, ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გაირკვევა, როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 ვაქცინის დოზას, რაც „კოვაქს პლატფორმიდან“ საქართველომ უნდა მიიღოს. ამ დოზებს თებერვლის ბოლომდე ველოდებოდით, მაგრამ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, მთლიანად ყველა იმ ქვეყანაში, ვისაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება გამოვიდა. ვფიქრობ, მომავალ კვირას გვექნება უფრო მეტი დეტალი, რომ ვიცოდეთ: საიდან ჩამოდის, როდის…

მეტი...

„კომენდანტის საათის“ შენარჩუნება ჯერჯერობით მნიშვნელოვანია“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საკმაოდ ეფექტური გამოდგა  მობილობის კონტროლისთვის. რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, მან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. „ე.წ. კომენდანტის საათი ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. როდესაც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპობრიობა, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანი მივყვებოდით. შემდეგი ანალიზის საფუძველზე უნდა მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება იმაზე თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ ის შეზღუდვები, რომელიც დარჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად შედეგი დაგვანახა და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.   როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ამ…

მეტი...

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები ჩაიშალა

კვორუმის უქონლობის გამო, რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. არჩევნებს წინ უძღოდა დაპირისპირება რაგბისტებსა და პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს სოსო ტყემალაძეს შორის. რაგბისტები ტყემალაძეს ურჩევდნენ, თავის საქმიანობას ბიზნესს და მშენებლობას მიხედოს და რაგბს თავი დაანებოს, რადგან, ის დილეტანტია და ამ საქმის არაფერი გაეგება. ავჭალის სტადიონთან, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა, ერთხელ უკვე არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის მომხრეები შეიკრიბნენ და უსამართლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, კავშირს უკვე ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძის სახით და ის, რაც ხდება, ყველაფერი ფარსია. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველებიც.  

მეტი...

მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან სავაჭრო ცენტრები სრული დატვირთვით იმუშავებს. ასევე, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ტურისტები პსრ ტესტით შემოვლენ. „არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან; საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს. ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები…

მეტი...

საბავშვო ბაღი 1 მარტს გაიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან. 2 კვირაში ერთხელ, თანამშრომლების 20 %  ვალდებულია ტესტირება ჩაიტაროს – ასეთია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით.  

მეტი...

თეატრი, მუზეუმი, სპორტდარბაზი, აუდიტორია იხსნება

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უმაღლესი სასწალებლები აუდიტორიულ სწავლებას უბრუნდებიან. სპორტული დარბაზებიც მუშაობას განაახლებენ.    უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან; სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან; მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.

მეტი...

ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება, თუმცა, სასტუმროები, მთის კურორტები და რესტორნები იხსნება.   სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან; რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან; ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა; რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან…

მეტი...

25 თებერვლიდან რეგულაციების ნაწილი იხსნება – როგორია შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს. „როგორც პარლამენტში გამოსვლისას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მოგახსენეთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები, რომელიც მინდა გავაცნო საზოგადოებას. წარმოგიდგენთ ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმას. სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ რეგულაციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო

საკოორდინაციო საბჭო, ახალი პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, არსებული რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სასტუმროები სამთო კურორტებზე იხსნება ხვალიდან; საბაგიროები იხსნება 8 მარტიდან; საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იხსნება ხვალიდან; რესტორნების შიდა სივრცეები 1 მარტიდან ბათუმში,  დანარჩენ საქართველოში 9 მარტიდან. კომენდანტის საათი კი ძალაში რჩება.   დეტალურ ინფორმაციას, რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით, სრულად შემოგთავაზებთ.  

მეტი...

რაგბის კავშირში ისევ დაპირპირებაა, მოედანზე ბიზნესმენი მშენებელი შემოვიდა

ამ წუთებში, ავჭალის სტადიონის ბაზაზე ისევ დაპირისპირებაა. მიზეზი კი რაგბის კავშირში, დღეს 15:00 საათზე დაგეგმილი ყრილობაა, რომელმაც პრეზიდენტის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უმდა მიიღოს. არადა, კავშირს არჩეული პრეზიდენტი უკვე ჰყავს, თუმცა, ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ყრილობის ჩატარება დღესაც დაპირისპირებისა და პოლიციის ჩართულობით ხდება. ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო ეკიპაჟები, ისე გამარჯვებული პრეზიდენტის მომხრეები. ადგილზე იმყოფება პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი, მშენებელი და ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე, რომელიც აცხადებს, რომ ყრილობა წესების დაცვით დაიგეგმა და ჩატარდება კიდეც. ​ტყემალაძესა და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტან ირაკლი მაჩხანელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც კი მოხდა. მაჩხანელმა ტყემალაძეს…

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, სკოლაში კორონავირუსით ხუთი მოსწავლე და ცხრა მასწავლებელია ინფიცირებული. ნაწილს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ამის გამო, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, სასწავლო პროცესი კლასებში 12 დღეში ან ორ კვირაში განახლდება.

მეტი...

ავტომობილების ძველ სანომრე ნიშნებს ვადა ეწურება – შსს მოქალაქეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საზოგადოებას შეახსენებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით უნარჩუნდება და მოუწოდებს, რომ დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს სანომრე ნიშნის შესაცვლელად: “ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტო მოუწოდებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება…

მეტი...

“უნდა ველოდოთ ყველაფერს: პიკეტს, მანიფესტაციებს – სადაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს” – გიგი უგულავა

პროტესტი იქნება უმწვავესი – უნდა ველოდოთ ყველაფერს – სადაც „ქართული ოცნების” დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა. უგულავას თქმით, მათთვის ცნობილია იმ სამართალდამცავების სახელები, რომლებიც  ნიკა მელიას დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ და უნდა იცოდნენ, რომ მათ ექნებათ „მგლის ბილეთი“ და არასდროს სახელმწიფო სამსახურში აღარ იქნებიან. „ჩვენ ვხედავთ არნახულ საერთაშორისო მხარდაჭერას ნიკა მელიას მიმართ და უდიდეს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და ხდება ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ჩვენ…

მეტი...

“მონდომების შემთხვევაში, მოინახება იურიდიული მექანიზმები, რომლითაც ნიკა მელიას გათავისუფლება შესაძლებელი იქნება” – ლევან იოსელიანი

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის მოსაზრებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი დიალოგშია, პოლიტიკური მხარეები უნდა დასხდნენ და ერთმანეთთან ისაუბრონ. როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულა და ჩიხში შეიყვანა, თუმცა საბოლოო ჯამში, დიალოგის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. „ნიკა მელია რომ უნდა გათავისუფლდეს და მოლაპარაკებების მაგიდის ერთ მხარეს უნდა იყოს, ეს პოზიცია სწორია. მონდომების შემთხვევაში, იურიდიული მექანიზმები მოინახება, რომელიც შესაძლებელს გახდის მის განთავისუფლებას. ის საქმე, რომელზეც ნიკა მელიას ბრალი აქვს წარდგენილი, არის პოლიტიზებული. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ხელისუფლება სასამართლოში თავიდანვე ერეოდა, როცა ამ საქმეზე ბრალი წაეყენა არა…

მეტი...

“პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას იმ საკითხების მოძებნა სჭირდება რაზეც ერთიანი პოზიცია გვექნება” – “ქართული ოცნება”

“ქართული ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამს. უმრავლესობის წევრები შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს სწორედ შეთანხმებასა და ერთიანი პოზიციების გამოძებნაში ხედავენ. როგორც მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და პოზიციები შეაჯერონ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების სურვილია ხელისუფლება და ოპოზიცია არა კინკლაობით, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტით იყოს დაკავებული.  “ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ეს საუბარი უნდა შედგეს პარლამენტში და თუ ოპოზიცია ისურვებს, რომ მათ მიიღონ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატები, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი სახით ვისაუბროთ მათთან ერთად. პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას სჭირდება…

მეტი...

“მთავრობამ ვერ უზრუნველყო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა” – საია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით, ასევე მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მრავალმხრივი მოწოდებები, საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება. ასოციაციის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს…

მეტი...

“მადლობა ელჩებს, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან” – სერგო ჩიხლაძე

მადლობა ელჩებს, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ოპოზიციის წარმომადგენლების ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შესახებ. ჩიხლაძის თქმით, ელჩების ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა იგეგმება დიპლომატების „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. „ელჩებთან შეხვედრაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უბრალოდ, ბოლო დღეების ვითარება კიდევ ერთხელ ავუხსენით ელჩებს. ისინი ძალიან შეშფოთებული არიან და მადლობა მინდა, ვუთხრა, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ჩვენ დავუდასტურეთ, „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კვლავ მზად ვართ მოლაპარაკეკებისთვის. დიდი მოწონებით შეხვდნენ ჩვენს მზაობას და ამიტომ ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ ისევ. შეხვედრები…

მეტი...

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც მშენებლობის ნებართვის საფუძველზეა ნაწარმოები და მშენებლობა 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული. „გასულ წელს ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა საკმაოდ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მას პარლამენტში დიდი მხარდაჭერა ექნება. კანონპროექტი შეეხება სამშენებლო ამნისტიას და გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. ჩვენ საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ და პარლამენტში წარვადგინეთ. მიმდინარეობს მუშაობა.…

მეტი...

თბილისში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გაგრძელდება

თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს და შემდგომში პროექტის რეალიზაციას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა. კალაძის თქმით, თბილისში 30 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა, თუმცა პროგრამის განხორციელებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. „ელექტროდამტენების პროგრამა, დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანისა და მოხმარების წახალისებას ემსახურებოდა. მოვამზადეთ პროექტი, შევთავაზეთ ბიზნეს სექტორს, ქალაქის მასშტაბით 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟებულიყო. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 30 დამტენი დამონტაჟდა, თუმცა, არსებული პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, ამ კომპანიასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 463-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 461 პაციენტი.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.36 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.36 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.33 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2.36. საქართველოში დღეს კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  461 პაციენტი, გარდაიცვალა 6 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 461 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 461 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  6 კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 269 438 შემთხვევა, მათ შორის 263 257 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი ?-ია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 051 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 825, პისიარტესტი – 7 226. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,33  პროცენტია, ბოლო 14 დღის – 236 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,36 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 600, კლინიკურ სასტუმროში რჩება 193 პირი.

მეტი...

“თუ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განაგრძობს, მჭიდრო თანამშრომლობის გადაფასება მოგვიწევს” – ადამ კინზინგერი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. “თუ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განაგრძობს, მჭიდრო თანამშრომლობის გადაფასება მოგვიწევს,” – ამის შესახებ ადამ კინზინგერმა განაცხადა. ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა დადგება თუ არა საქართველოს დემოკრატია საფრთხის წინაშე. ადამ კინზინგერი ამ ეტაპზე სანქციებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლა ხელს შეუშლის საქართველოს მხარდამჭერი აქტის წინ წაწევას.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირაში რეგულაციების შემსუბუქება დაანონდა. „შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მეტი...

“გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა 20%-ით შემცირდა” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოწველი გართულებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 20% -ით შემცირდა. „ფატალური შემთხვევების რაოდენობა სამი კვირის განმავლობაში კლებას განაგრძობდა. გასულ კვირას გარდაცვალების 66 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20% -ით ნაკლებია,”- აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე ინფორმაციით, კლებას განაგრძობს ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელიც და გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის შემთხვევების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. „მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა მეექვსე კვირაა კლებულობს, გასულ კვირას 2.4 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 11% -ით ნაკლებია,“- აღნიშნულია ჯანმო-ს განცხადებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან…

მეტი...