“ფაქტია რომ რაღაც დავაკელით, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა” – დიმიტრი ხუნდაძე ქობულეთის ტრაგედიაზე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის სხდომაზე ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას და 14 წლის მოზარდის ამბავს ეხმაურება. 

დიმიტრი ხუნდაძის თქმიტ,  ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუმცა უფრო დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე მოდის. 

“უმთავრესად, მინდა გამოვეხმაურო ქობულეთში, გარდაცვლილი ბავშვის ტრაგიკულ დასასრულს. სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებაში, საკუთარ ოჯახში ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება. რა თქმა უნდა, აქ არის ყველას პასუხისმგებლობა, უპირატესია რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგელობა და როცა ასეთი ფაქტი ხდება, ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და არ გავაკეთეთ ისე, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, სკოლამაც, საზოგადოებამაც, ოჯახმაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა,“ – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე. 

მსგავსი თემები