“საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის” – ამირან გამყრელიძე

საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ბევრი, დაახლოებით 30-ზე მეტი ნიმუში იყო გამოკვლეული, სადაც რეინფიცირებაზე იყო ეჭვი. უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.  გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცი ჩინეთის მოქალაქეა. “შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მშენებელი კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება,” – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეტი...

“გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ზაზა გახელაძის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი” – კელი დეგნანი

აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დიპლომატის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უაღრესად სერიოზულ სიტუაციასთან დაკავშირებით. „აშშ გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის…

მეტი...

პარლამენტთან ბიზნეს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

ორი საათია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თეატრალიზებული ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას მთავრობის მისამართით პარლამენტის წინ. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ COVID-სგან დაცვის საბაბით, ისინი შიმშილისთვის გაწირა. მოძრაობა სახელწოდებით “სოცაფეთქება” შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობით იმუქრება. აქციაზე იმყოფებიან ფიტნეს ინსტრუქტორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ქორეოგრაფიული ასოციაციის წარმომადგენლები. ისინი მუშაობის დაწყებას ითხოვენ, თუმცა რეგულაციების დაცვით. როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, შემოსავლის წყარო დაკარგეს და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.   “წელიწადი სრულდება და უმუშევრად ვართ დარჩენილი. ადამიანებს გვშია და მოგვაქციონ ყურადღება. ჩვენც გვყავს შვილები, როგორც მათ ჰყავთ შვილები, ისე ჩვენ გვყავს,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. აქციაზე იმყოფება მოძრაობა…

მეტი...

კორონავირუსის გავრცელების გამო ოზურგეთის საჯარო სკოლების ნაწილში სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში გადადის

ოზურგეთის საჯარო სკოლების ნაწილში კორონავირუსის გავრცელების გამო, ორშაბათიდან სწავლება ისევ დისტანციურ რეჟიმში გადავა. სოფლების ქვემო და ზემო ნატანების, ლიხაურისა და ცხემლისხიდის სკოლებში, მოსწავლეებსა და პედაგოგებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. აღნიშნულ სკოლებში ორშაბათიდან სწავლა რამდენიმე კლასში ჰიბრიდულ რეჟიმში გადავა. ხოლო სოფელ ზემო ნატანებში მოსწავლეები მთლიანად ონლაინ რეჟიმს დაუბრუნდებიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიიღო. ზემო ნატანების სკოლასთან დაკავშირებით კი, სადაც ვირუსი მუსიკის პედაგოგს დაუდასტურდა, განათლების მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მთლიანად სკოლა ორი კვირით ონლაინ სწავლებაზე გადავა.

მეტი...

“ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა გახელაძის უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ძალიან სერიოზულად ვეკიდებით” – კარლ ჰარცელი

ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად; ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა კარლ ჰარცელმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ფაქტი დიდი შეშფოთების საგანია. „უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით.…

მეტი...

გიორგი გახარიამ, ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაში, ელჩებს მხარდაჭერა სთხოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დონეზე დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტის, სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენების მნიშვნელობაზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საკითხის უმაღლეს დონეზე დასმის აუცილებლობაზე, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე…

მეტი...

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპისთვის საიდუმლო სადაზვერვო ანგარიშებზე წვდომის უფლების შეჩერებას გეგმავს

ჯო ბაიდენი გეგმავს დონალდ ტრამპს ექსცენტრული საქციელის გამო საიდუმლო სადაზვერვო ანგარიშების მიღების უფლება შეუჩეროს. მედიასთან საუბრის დროს მოქმედ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ტრამპმა საიდუმლო სადაზვერვო ანგარიში, რომელსაც, ტრადიციულად, პატივისცემის ნიშნად, ყოფილი პრეზიდენტები იღებდნენ. ორშაბათიდან სენატში დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაიწყება. კონგრესის ქვედა – წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპისთვის ამბოხებისკენ წაქეზების მუხლით გამოცხადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი სენატს იანვარში გადასცა.

მეტი...

არსებული შეზღუდვების დარღვევისთვის 573 ჯარიმა გამოიწერა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 573 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 116 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 457 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და…

მეტი...

„კოვიდ 19“-თ 11 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 246 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 21, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

მეტი...

ვირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 335 ტესტი. შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 569 პირი, ​დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.28%-ია. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  261 620-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.74%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 569 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 252  815-მდე.

მეტი...

„საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის ქვეყნისთვის „მავნებელი“ და ვინ რა შეფასებას იმსახურებს“ – თენგიზ ცერცვაძე

“ქვეყანაში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს და პაციენტთა ნაკადები პრაქტიკულად იდეალურად იმართება“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს.   „რა ხდება საქართველოში? თუ პანდემიის პიკის პერიოდის 2-3 კვირას არ ჩავთვლით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს და პაციენტთა ნაკადები პრაქტიკულად იდეალურად იმართება. COVID საწოლების ფონდი საკმარისზე მეტია და მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდება. შეუფერხებლად და გამართულად ემსახურება მოსახლეობას სასწრაფო დახმარების სამსახური და ოჯახის ექიმების ქსელი. ძალიან ეფექტიანად მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით 65 „ონლაინ კლინიკა“ 2 ათასზე მეტი ოჯახის ექიმით“ –…

მეტი...

„მორგებთან 2-2 რეფრიჟერატორი მორიგეობს, რათა გადატვირთული მორგებიდან მიცვალებულების გამოტანა შეძლონ“ – თენგიზ ცერცვაძე

„სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული აქვთ მითითება, არ გადაიყვანონ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები, ვინაიდან არ ჰყოფნით საწოლები. აგრეთვე, ჟანგბადი მისცენ მხოლოდ იმ ავადმყოფებს, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალია“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნების მაგალითზე და ამბობს, რომ ჩვენთან სექტორი კარგად იმართება.       „ახლა მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა ხდება ევროპის და ამერიკის წამყვანი ქვეყნების კლინიკურ სექტორში და რა ძნელად უმკლავდებიან ისინი COVID-19-ით პაციენტთა ნაკადებს. ლოს ანჯელესში არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგებია და COVID ავადმყოფებს უხდებათ საშუალოდ 8 საათი…

მეტი...

„ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით  ოპონენტების კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ისინი მავნებლები არიან.   „ბ-ნი სერგო ჩიხლაძე, რომელიც უაპელაციოდ გვეძახის ყველას „მავნებლებს“?!, „ბედოვლათებს“?! (ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“) და ა.შ. დიდად ბედნიერია იმით, რომ სადღაც ამოიკითხა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოხსნილია. ამ დროს იგი თვალს ხუჭავს იმაზე, თუ რამდენად მკაცრია სხვა შეზღუდვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით. ასე მაგალითად, გერმანიაში ოჯახებს მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრად მიღების უფლება აქვთ და ამავე დროს არა აქვს სახლიდან 15 კილომეტრზე მეტით გადაადგილების…

მეტი...

„ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება?!“ – თენგის ცერცვაძის კრიტიკული განცხადება

„პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმი ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაციაა” – აცხადებს  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით,  ჩვენთან პანდემიის პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობის ან სასუნთქი აპარატის არქონის გამო. „ქვეყანამ არაფერი გააკეთა შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად?! ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება?! საქართველოში აკრძალვები და შეზღუდვები ძალიან მკაცრია, ადამიანებს შიმშილით კლავენ?! და სხვ. მათ კატეგორიულად არ აინტერესებთ სინამდვილე. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს…

მეტი...