„როცა მაჩანჩალა ქვეყანა ხარ, როცა შიგნით არ შეგიძლია დაალაგო, არაფერი არ გამოგივა“ – მეუფე

„იცით ჩემი და მისი ურთიერთობა, წარმატებული პრემიერი იყო“ – აცხადებს  ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ურჩევს, ქვეყანას მიხედოს. „პრემიერზე რომ მეკითხებით,  იცით ჩემი და იმისი ურთიერთობა, წარმატებული პრემიერი იყო. ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა. თუნდაც, მელიაზე გადაწყვეტილება რომ მიიღო, რომელიც მძიმე გადაწყვეტილებაა, რთულია და უნდა მიხედონ სახელმწიფოს. მთავარი ის კი არაა, ვინ იქნება პარლამენტში, სიღარიბეა და შიმშილი რომ არ დაიწყოს, ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ“ – განაცხადა მეუფემ საკვირაო წირვის შემდეგ. მისი თქმით, ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში დიდი პრობლემაა და იცოდა, რომ ასეც იქნებოდა. „ისრაელში, პოლიტიკური დაპირისპირება აქვთ, მაგრამ 85%…

მეტი...

„4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში… არჩევნები 2022 წელს“ – მეუფე

“4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში. არჩევნები სადღაც 2022-ში უნდა ჩატარდეს“ – აცხადებს მეუფე იაკობი მედიასთან და ორივე მხარეს მოუწოდებს ნუ “იფხორებიან”. „არავინ უნდა “გაიფხოროს”. მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს, თორემ არაფერი გამოვა. ჩემთვისაც მძიმეა, ადამიანს რომ იჭერენ, თან არ ვარ ცუდი შეხედულების არავისზე, შეიძლება საქმით ჩვენც ვაკეთებდეთ ბევრ ცუდს და მერე შევინანოთ. ცალკე მსოფლიო მოსთხოვს, დაელოდება გადაიხდის თუ არა და თუ არ გადაიხდის, უკვე რა გამოდის – მანამდე პარლამენტში არ შეხვედი, ძალიან ცუდად უყურებდნენ ამას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა მედიასთან. მისივე შეფასებით, ქვეყანაში სამარცხვინო რამეები ხდება…

მეტი...

„პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, იმ 88 კაცს არ უნდა მიეცა ხმა“ – მეუფე მელიას დაპატიმრებაზე

მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში ეკლესიის ჩართულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ შერიგება უნდათ, ეკლესიას ეს შეუძლია. სასულიერო პირი ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება არ უნდა მომხდარიყო. „ხომ არ ვეუბნებოდით, რომ ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა. მოსულიყვნენ ჩვენთან რომ შერიგებულიყვნენ, რომ ადამიანურად, როგორც ქართველი ქართველს დაელაპარაკონ. აი დაიჭირეს მელია. ჩემი აზრით თუ დაჭერა უნდოდათ, ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაეჭირათ. დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა, იმის მერეც. ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, ფიქრობდნენ, რომ მთავარია უცხოეთში დასაყრდენი იპოვონ, სინამდვილეში…

მეტი...

შარლ მიშელის ვიზიტისას ვაქცინის თანაბარ გადანაწილებაზეც იმსჯელებენ

მსოფლიოში “კოვიდვაქცინების” სამართლიანი განაწილება ერთ-ერთი თემა ინება, რაზეც საქართველოში ევროპის  საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტისას განიხილავენ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხში ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.      “ბუნებრივია საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი ბუნებრივია ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი”-განაცხადა მინისტრმა. შარლ მიშელი საქართველოს პირველად ესტუმრება. პრეზიდენტი დღეს ჩამოდის და ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

მეტი...

ევროსაბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზსაც დაათვალიერებს

საქართველოში ევროპის  საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიმართულება ის საფრთხეები და გამოწვევები იქნება, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აცხადებს,  ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში. „აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზე ბორელის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ასევე იქნა განხილული რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი” – აღნიშნა ზალკალიანმა .  მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია;…

მეტი...

თვითიზოლაციაში 7 065 ადამიანი იმყოფება

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 108-ია. აქედან: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 30, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 452 პირი, აჭარაში – 382, იმერეთში – 664.

მეტი...

კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების 248 შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 885  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  248   ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 525 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 758-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 525 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 265 114-მდე.

მეტი...

„ეს არის სიცრუე“ – ნიკა მელიას სატელეფონო ზარის უფლება აქვს

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიას სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება აქვს.  აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება ინფორმაციას ავრცელებს. „27 თებერვალს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ ნიკანორ მელიას საუბრისას ითქვა, რომ მას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში ბრალდებულს სატელეფონო ზარზე შეზღუდვა არ აქვს. მას ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, სანამ დაუმზადდებოდა საბანკო ბარათი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ტელეფონებიდან არის დარეკვა შესაძლებელი. ბრალდებულს ბარათი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გადაეცა, რის შემდეგ უკვე შეუძლია სატელეფონო ზარის განხორციელება, თუმცა ამ დრომდე მას პენიტენციური…

მეტი...