“ჩემთვის ნიკანორ მელია, გავრილოვი და „ნაცმოძრაობა“ არის ერთი მედლის ორი მხარე” – ანრი ოხანაშვილი

ჩემთვის ნიკანორ მელია, გავრილოვი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი მედლის ორი მხარე, – ამის შესახებ განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ევლინება მაშველ რგოლად და ამიტომ მიიჩნევა ერთი მედლის ორ მხარედ.

„ყოველთვის, მაშველ რგოლად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. ერთ დღეს გავრილოვი გავისტუმრეთ საქართველოდან იმ ქმედებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო და შესაბამისად, მაშველ რგოლად ევლინება ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ არის ჩემთვის ერთი მედლის ორი მხარე გავრილოვი, „ნაცმოძრაობა“ და მელია, შესაბამისად, ასევე, ის ტელეარხები, რომლებმაც მოიპოვეთ ინფორმაცია და კონტაქტი გაქვთ გავრილოვთან. როგორც ჩანს, უფრო ახლოს ხართ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან და შეგიძლიათ დამატებით მასთან გააგრძელოთ კომუნიკაცია,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები