„შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა?“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მან გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ წინასწარ იცოდა.    „განცხადებამდე, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე  პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიცოდი? კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს. როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელთანაც მეგობრობ, ახლოს ხარ და ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს – ელემენტარული პატივისცემაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მასსა და ყოფილ პრემიერს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და მეგობრული ურთიერთობა დღემდე გრძელდება. „ბევრჯერ იყო კითხვები, რომ ჩვენ შორის რაღაც დაპირისპირებაა. არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არც ახლა არის, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას. პირიქით, ჯანსაღია ეს და სწორია. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კითხვები და სხვადასხვა აზრი გუნდში“ – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

მეტი...

„ნიკა მელიას საქმეს როდის აღვასრულებთ, შეზღუდული არ არის“ – მინისტრობის კანდიდატი  

„ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

„სად არის ბადრი ესებუა ხურჯინით“ – ელისაშვილი გომელაურს

შინაგან

„ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა?“ – ამ კითხვით ალეკო ელისაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს მიმართა. შეგახსენებთ, რომ, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ.    ,,ბატონო ვახტანგ, ერთი ასეთი კითხვა მაქვს, სად არის ბადრი ესებუა, საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?“ – მიმართა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა მინისტრობის კანდიდატს. როგორც გომელაურმა ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა,…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური უფლებები, ისტორიაში პირველად, 100 წლის წინ მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, პარლამენტში, საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.   საზეიმო სხდომის შემდეგ მან 1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცებული ქვეყნის პირველი ძირითადი კანონის – თავის დროზე  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და სრულყოფილი კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მნიშვნელობაზე, ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციაზე გააკეთა შეფასება. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, „საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმითაც არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი, რომ მასში პირველად ისტორიაში დადასტურებულია აფხაზეთის ავტონომიური უფლებები. „კონსტიტუციის 107-ე მუხლში ნათქვამია: „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ…

მეტი...

უკომპრომისო ბრძოლა „ქურდულ სამყაროს“

შს მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. ამის შესახებ, მან საკანონმდებლო ორგანოში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. „სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, უწყება კვლავ განაგრძობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას. „მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

საფრანგეთთან, საბერძნეთთან და ისრაელთან შრომით მიგრაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამ ქვეყანასთან –   საფრანგეთთან, საბერძნეთთან და ისრაელთან საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი. გარკვეული მოლაპარაკება კვიპროსთანაც მიმდინარეობს. გერმანიისთვისაც ეს არის ერთ-ერთი პილოტური პროექტი, რადგან 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც მათ მსგავსი პროგრამების განხორციელება შეწყვიტეს განვითარებადი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც გერმანიამ ხელშეკრულება დადო“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, შრომითი მიგრაციის კუთხით, გერმანიასთან შეზღუდვები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ასაკობრივი ბარიერი და ენის საბაზისო დონეზე ცოდნა მაინც.

მეტი...

ყაჩაღობა-ძარცვა შემცირდა, კიბერდანაშაული გაიზარდა

შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის მხრივ კლება შეინიშნება და ეს ციფრი 12%-ია. აღნიშული განცხადება ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მისივე თქმით, შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, ბინების გაქურდვის ფაქტებიც. „გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტრესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე, მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით. რეგისტრირებულ დანაშაულზე ჩვენ საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით ინფორმაციას. რა თქმა უნდა, გვრჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში დაგეგმილია და მიმდინარეობს არაერთი რეფორმა“, – განაცხადა ვახტანგ…

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეკონომიკური გახსნა მოხერხდება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატია, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იქით მიდის, რომ მალე ეკონომიკური გახსნა მოხერხდება.  აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში გააკეთა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს დაჩქარებული წესით უსმენენ.   „ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაწეულია. აქედან გამომდინარე, გვაქვს გარკვეული მოლოდინი, ეკონომიკური გახსნა მოხერხდება“ – განაცხადა ტიკარაძემ მედიასთან. მისივე შეფასებით,  არსებული ვითარების გასაანალიზებლად, მთავრობას 10 დღიანი პერიოდი სჭირდება. “მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ფაზის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ორი კვირის ინტერვალით მოხდეს გაანალიზება იმ არსებული შედეგების, რომელიც გამოწვეულია თითოეული ქმედებით. ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს ეტაპობრივი გახსნა და თითოეულ გახსნას უნდა დავაკვირდეთ ორი…

მეტი...

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 8 აქტივისტი დააკავეს – შსს-ს განცხადება

პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 8 აქტივისტი დააკავეს. მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე 8 პირი დააკავეს. არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად. მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარავი გაშლილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, რაშიც პოლიციას მათთვის ხელი არ…

მეტი...

„ოპოზიციის მოძულე და კონფტრონტაციული ადამიანის წარდგენა პრემიერ-მინისტრად“ – ელისაშვილი ღარიბაშვილზე  

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კობინეტის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. როგორც პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, მთავრობის მეთაურობის კანდიდატს მისი მხარდაჭერა არ ექნება, რადგანაც ის ყველაზე მოძულე ადამიანია. “ძალიან ფეთქებადსაშიში ვითარებაა ქვეყანაში. ქვეყანა გაგლეჯილია ორად, ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გადალაგებული და პირდაპირ საფრთხეა სამოქალაქო დაპირისპირების. ამ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური, ოპოზიციის მოძულე და კონფტრონტაციული ადამიანის წარდგენა პრემიერ-მინისტრად ვითარებას ძალიან დაამძიმებს და გაართულებს. ჩვენ გვჭირდება პრემიერ – მინისტრად ადამიანი, ვინც ოპოზიციასთან დაჯდება, დაილაპარაკებს და კომპრომისს მივაღწევთ. ღარიბაშვილის რიტორიკიდან გამომდინარე რთულად წარმომიდგენია, რომ შეძლებს ოპოზიციასთან დალაპარაკებას და მოლაპარაკების გზით ვითარების განმუხტვას”, – აცხადებს ალეკო…

მეტი...

თბილისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას 2 ადამიანი დაშავდა

ხუდადოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ამ წუთებში ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ინიციატორის გადმოცემით, კვამლი ამოდიოდა შენობის სახურავიდან. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ხუდადოვის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებითი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ხანძარი გაჩენილი იყო ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა. ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. დაშავებულებს სასწრაფო…

მეტი...

ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

„პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლანეტო ორდენს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს წევრებს ირაკლი კობახიძის დაჯილდოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს აქვს დღის წესრიგი, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს. „მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჯილდოსთვის, მადლობას გადავუხდი პარლამენტის ბიუროს წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პარლამენტის თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ…

მეტი...

„ეს კონსტიტუცია ატარებს ძლიერ გზავნილს საქართველოს შესახებ“ – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის კონსტიტუცია, რომელიც ძლიერი გზავნილების მატარებელია. „მინდა, აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი პატივია ჩემთვის, ამ დღესასწაულში მონაწილეობა, თქვენი პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე, რადგან ეს იყო კონსტიტუცია, რომელსაც მე, როგორც ევროპელი, პატივს ვცემ. ამ კონსტიტუციის კითხვისას ნათელია, რომ საფუძველი, რომელიც ამ კონსტიტუციას უდევს, ატარებს ძლიერ გზავნილს საქართველოს შესახებ, რომ ის არის ევროპული ოჯახის, ფასეულობების ნაწილი. ამ კონსტიტუციის პროგრესული თვისების შემყურე, რომელიც თანასწორ შესაძლებლობებს აძლევს ქალსა და კაცს, მხარს უჭერს…

მეტი...

პარლამენტთან ისევ დაპირისპირებაა, 3 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 3 „პროტესტანტი“.   დაპირისპირება, ამჯერადაც კარვების გაშლის მცდელობამ გამოიწვია. მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებს პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვების გაშლის შესაძლებლობა არ მისცა. აქციის მონაწილეები ისეც ცდილობენ კარვების გაშლას და შეძახილით: „მონები“… მონები“ აქტიურობენ.   შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობაში  “საქართველოსთვის” კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელსაც მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი, პრეზიდენტი, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები ესწრება.

მეტი...

„ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა“ – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ძირითადი ფუნდამენტები – შემწყნარებლობა, არჩევანის თავისუფლება, მოყვასის სიყვარული და სხვა, სწორედ ქრისტიანობიდან იღებს სათავეს. „1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის დიდად მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტკიცებიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს კონსტიტუციამ მაინც შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელი იდეის ფუნქცია, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლა ეკლესიის წიაღშიც მწიფდებოდა; ამიტომაც იგი იმპერიული ძალებისათვის განსაკუთრებული დევნისა და შევიწროების სამიზნეს წარმოადგენდა, თუმცა ამ პროცესში…

მეტი...

„უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად“ – აშშ საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. „მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ზუსტად ისე, როგორც 1921 წელს, არსებობენ ისინი, ვისაც სურთ საქართველო ამ ძალისხმევის წინაშე დამარცხებული იხილონ, ვინც საქართველოს დემოკრატიის წარმატებას საფრთხედ აღიქვამს. ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი შრომა გასწია ქვეყანაში პირველი დემოკრატიის დასამყარებლად, ბევრი იბრძოლა მის დასაბრუნებლად 30 წლის წინ და უამრავი სისხლი, ოფლი და ცრემლი დაღვარა მის აღსადგენად. დემოკრატიისთვის შრომა რთულია და ის…

მეტი...

„განურჩევლად სექსისა“ – პრეზიდენტის მორიგი შეცდომა პარლამენტის ტრიბუნიდან

საქართველოს პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ღონისძიებას სტუმრად საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება. პარლამენტის თავმჯდომარემ  პირველი სიტყვა სწორედ მას გადასცა. პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტს კითხულობდა, ისევ შეეშალა და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „პირველი კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ, აღიარებდა თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კონონის წინაშე ყველა თანასწორია. საქართველოს პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროს ჯერ კიდევ თეორიაში არსებული ისეთი დემოკრატიული ღირებულებები, როგორიცაა, საპარლამენტო მოწყობა, საყოველთაო თანასწორი, ფარული და პირდაპირი არჩევნები,…

მეტი...

ერთ დღე-ღამეში 10 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 435 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 16, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი -16, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც: 1 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  735, აჭარაში – 192, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 344 პირი, მათ შორის, თბილისში – 117, აჭარაში – 39, იმერეთში – 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 96 პირი, მათგან…

მეტი...

„კოვიდ 19“-ის 258 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემტხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 653 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 956 PCR ტესტით. გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  268 355-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  261 637-მდე.

მეტი...

„არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები“ – აშშ საელჩო

„არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები  არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩო ქვეყანას კონსტიტუციის დღეს ულოცავს და პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მოუწოდებს. „საქართველოს პირველი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საუკუნოვანი მტკიცე ძალისხმევისა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ. თქვენ, მართლაც, უნდა იამაყოთ ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა. იგი აღიარებდა სახელმწიფოს თავისუფლებასა და განუყოფლობას, იცავდა ძირითად სამოქალაქო და ადამიანის უფლებებს და ადგენდა…

მეტი...

„ყველა შეზღუდვა, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში მოიხსნება“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში პანდემიური სიტუაცია ისე იმართება, 2-3- კვირაში არსებული შეზღუდვები საჭირო არ იქნება. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართული არ არის, თუმცა, შეზღუდვების მოხსნა განიხილება. „ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება. განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი – ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება. არ ვიცი, ზუსტად როდის მოხდება შემდეგი შემსუბუქებები. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, რამდენად დააჩქარებს თუ პირიქით, უფრო ფრთხილად მოიქცევა. მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ. რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საქართველომ, იმის შემდეგ ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში…

მეტი...

პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის წევრების დღესაც მოუსმენს

საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა კაბინეტის კანდიდატების მოსმენას დღესაც აგრძელებს. პარლამენტმა მთავრობა დაჩქარებული წესით, მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს. დღეს მინისტრობის კანდიდატებს რამდენიმე კომიტეტში მოუსმენენ. ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა. სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავენ. დღესვე, ასევე ჩანიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა. პარლამენტმა მთავრობა ორშაბათის სესიაზე უნდა დაამტკიცოს.

მეტი...