„ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო“ – პროკურორი მელიას დაპატიმრებაზე

​ნიკანორ მელიას საქმის პროკურორის, მიხეილ სანდრაძის თქმით, ნიკა მელიას დაკავება გონივრულ ვადაში მოხდება და ამ დავალებას შესაბამისი ორგანო შეასრულებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკანორ მელიას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს.   როდის მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავება, ამ დროისთვის უცნობია. პროკურორი ვერ აკონკრეტებს, როდის მივლენ მის წასაყვანად შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები.   ამ წუთებში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მობილიზებულია ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები. ოფისის პერიმეტრზე ანთია კოცონი, ისმის მუსიკის ხმა და მთელი ღამის გათენებას იქ აპირებენ. 

მეტი...

მოსამართლე ნიკანორ მელიას დაპატიმრებას დათანხმდა

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკანორ მელიას პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანა. მან სრულად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მელიას პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.   “აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით – პატიმრობით. ბრალდებულ ნიკანორ პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან”, – განაცხადა მოსამართლემ.

მეტი...

ნიკა მელიას საქმის მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ამ წუთებში, სასამართლო დარბაზში, სადაც ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი იხილება, შესვენება გამოცხადდა. საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი საბოლოო გადაწყვეტლების გამოსატანად გავიდა. საქმის  ძირითადი მოსმენა დასრულებულია. მოსამართლემ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მოუსმინა და რამდენიმე წუთში საკუთარი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. სასამართლო პროცესი 16:00 საათზე დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.

მეტი...

“ჩვენს საზოგადოებასაც დიდი ხანია, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს” – ირაკლი ოქრუაშვილი

ნიკა მელიას არ გავატანთ, შესაბამისი აღჭურვილობით დავხვდებით, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს საქმე მარტივად არ დამთავრდება. „ბოლო მოვლენებს თვალს თუ მივადევნებთ, აშკარად ნერვებმა უმტყუნათ, აშკარად ვეღარ მალავენ იმ გადაწყვეტილებას, რის მიღებასაც აპირებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ასე ადვილად არ დამთავრდება. ჩვენს საზოგადოებასაც დიდი ხანია, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს, ამას უბრალოდ დრო და გაფორმება სჭირდება. ნიკა მელიას არ გავატანთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. შესაბამისი აღჭურვილობით დავხვდებით, შესაბამისად დავხვდებით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მეტი...

“თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო? აიცილეთ ეს საქმე” – ნიკა მელიას ადვოკატი

პატივცემულო მოსამართლე, ეს მაშველი რგოლია პერსონალურად, აიცილეთ ეს საქმე, – ამ სიტყვებით მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს. მოსამართლემ ადვოკატს სასამართლოს უპატივცემულობის გამო შენიშვნა მისცა. “დღეს რომ იქ სისხლი დაიღვაროს სპეცრაზმის მიერ, ამ ფაქტებზე ხომ თქვენი შვილები დაგელაპარაკებიან? თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო? ახლა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია, გადაწყვეტილებას რომ ვერ შეცვლით, ეს ვიცით და აიცილეთ ეს საქმე”, – განაცხადა ბასილაიამ. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით კი, ნიკა მელიას დაკავების აღსრულება ბრუტალური ფორმით დაწყებული აქვთ. “მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუტანია და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეცრაზმია მობილიზებული, იმდენ პატივსაც…

მეტი...

“ნიკა მელია გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს, დღეს კი ოთახში ჩაიკეტა, სირცხვილია” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი ოთახში თვითონ ჩაიკეტა. ამის შესახებ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მისი აზრით, „ლიდერის მხრიდან ეს არის არათანმიმდევრული მოქმედება, ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების მოტყუება“. „პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტი მიიღებდა. არაერთი მაგალითია უახლესი ისტორიიდან, სადაც კი ადგილი ჰქონდა კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას და ყველგან, პარლამენტმა და მართლმსაჯულებამ მიიღეს იგივე გადაწყვეტილებები, რაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ეს არ ყოფილა ერთი ინციდენტი მხოლოდ, გარდა იმისა, რომ ნიკა…

მეტი...

“ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ” – ირაკლი ოქრუაშვილი

„შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ფეხით, ჩვენი ნებით ციხეში თავისუფლად მივედით ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ“, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განუცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას პოლიციას ფიზიკურად არ გაატანენ. “ვემზადებით უგუნური გადაწყვეტილებისთვის, იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ეს ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ შევხვდებით ადეკვატურად. შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ფეხით, ჩვენი ნებით ციხეში თავისუფლად მივედით ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად არ გავატანთ. კანონი თქვენთვისაც და ჩემთვისაც კანონი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც გებრძვიან ნაჯახით და…

მეტი...

“პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ძალის გამოყენება ზუსტად ისე უნდა ისჯებოდეს საქართველოში, როგორც სხვაგან” – სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, კარლ ჰარცელის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც ელჩი ამბობს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებულმა პროცესებმა შესაძლოა მოლაპარაკება შეუძლებელი გახადოს, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები აქამდეც გაჩერებული იყო და ეს, სწორედ ოპოზიციის დამსახურებაა.  სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ძალის გამოყენება ზუსტად ისე უნდა ისჯებოდეს საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში.  ამის შესახებ სოზარ სუბარმა ისაუბრა.  “მოლაპარაკებები მაინც გაჩერებული იყო და ეს ხდებოდა სწორედ ოპოზიციის გამო. სანამ ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, ვერც ვერანაირი მოლაპარაკება ვერ გაგრძელდებოდა, ეს ძალიან კარგად იციან ელჩებმა და ისიც კარგად იციან ვინ არის ამ…

მეტი...

,,არ შეიძლება,“ ,,არ შეესაბამება,“ ,,დაამახინჯებს,“ – რას ამბობენ ექსპერტები მცხეთის გენ.გეგმის დოკუმენტზე?!

მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი, რომელიც წლებია კომპანია „აქოლისმა“ სისრულეში ვერ მოიყვანა, უკვე მერამდენედ ხდება ხმაურისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის თემა. აქცია-აქციაზე იმართება, საბიუჯეტო თანხები იხარჯება, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. კომპანია „აქოლისის“ მიერ ბოლოს წარმოდგენილი დოკუმენტი ხმაურიანი განხილვის თემა საკანონმდებლო ორგანოშიც არაერთხელ გახდა. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, მცხეთის ქალაქ გეგმარებით დოკუმენტზე მომუშავე ამხანაგობა ,,აქოლისმა“ მცხეთელები აიძულა ქუჩაში გამოსულიყვნენ. „ეს ის ,,აქოლისია“, რომელიც სხვადასხვა შემადგენლობით, ერთი და იგივე ლობიზმით და ინტერესებით რამდენიმე წელია ცდილობს ქალაქზე და მის ტურისტულ მარშუტებზე დაამყაროს კონტროლი. ის, რომ ეს კონცეფცია მცხეთის ტურისტული მარშრუტების და…

მეტი...

“ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს” – დიმიტრი ხუნდაძე მაია ცქიტიშვილს

“ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს – მოგვეცით პირობა, რომ ეს გვერდი, თავისი რუკით დოკუმენტში არ იარსებებს”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსმენისას გააკეთა. ხუნდაძემ მცხეთის გენერალური გეგმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 6-წლის თავზე დასამტკიცებლად დევს დოკუმენტი, სადაც ყველას ინტერესია გათვალისწინებული, გარდა მოსახლეობისა. „მოსახლეობის ინტერესი წარდგენილ დოკუმენტში არ იძებნება. თუკი ვინმე დამეხმარება, რომ ეს ინტერესი მაპოვნინოს, მე დიდად კმაყოფილი ვიქნები. რაც შეეხება ადმინისტრაციული შემადგენლის მცხეთიდან გატანას და ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს. მახსოვს,…

მეტი...

“მოვუწიდებთ პროკურატურას, გაიაზროს ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კონტექსტი და უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე” – მესამე სექტორი ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე

ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.  “დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის – ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე მსჯელობს. ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირები და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს. ნიკა მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ამ საქმის ფარგლებში, 2019 წლის 26 ივნისს, პარლამენტმა, მელიას სადეპუტატო მანდატი შაბლონური…

მეტი...

თბილისის საალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა

თბილისის საალაქო სასამართლოში ფეხბურთელი გიორგი შაარაშვილის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა. საუბარია გამომძიებელსა და ტაქსის მძღოლზე, რომელმაც დაზარალებული ამირხანაშვილი წაიყვანა. პროკურორის განმარტებით, ტაქსის მძღოლმა ბრალდების პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა. გამომძიებელმა კი საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა დაადასტურა. საუბარია საალაქო სასამართლოში 5 პირის პროცესზე, რომლებსაც ბრალად ედებად ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

მეტი...

პრემიერის დავალებით, კონსტანტინე ანანიაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში, უხვი ნალექის გამო. აღინიშნა, რომ გზებზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. ინტენსიური თოვის გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდა საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილება. ხაზი გაესვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ. ამ ეტაპზე, რჩება გარკვეული შეზღუდვა ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის შემდეგ მონაკვეთებზე –…

მეტი...

“თუ ბრალდებულს აქვს დასწრების სურვილი, გამოცხადდეს შესვენება და ნიკა მელია დაესწროს პროცესს” – ნიკა მელიას სასამართლო პრეცესი გრძელდება

თუ ბრალდებულს აქვს სურვილი დასწრების, გამოცხადდეს შესვენება და ბრალდებული ნიკა მელია დაესწროს პროცესს, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. ადვოკატების განცხადებით კი, სხდომათა დარბაზიდან გაძევებული ბრალდებული პროცესზე დასწრების შუამდგომლობით მიმართავს თუ არა სასამართლოს, ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა. „მეხუთედ მოგვიწოდებთ ნიკა მელიას სასამართლოში დასწრების მოთხოვნა ვიშუამდგომლოთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ის პროცესიდან გაძევებულია, დააყენეთ თუ არა შუამდგომლობა მისი დარბაზში დაბრუნებასთან დაკავშირებით?”- მიმართა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროკურორს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს წინა პროცესზე, განემარტა სასამართლოს მხრიდან, რომ ნიკა მელია გაძევებულია და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მას სხდომაზე დასწრება არ სურს. ადვოკატების განმარტებით…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქტივისტები ირკიბებიან

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქტივისტებმა კასრები და შეშა მიიტანეს. გარდა ამისა, ადგილზე განალაგეს ხმის გამაძლიერებელი აპარატურაც. კასრების და ხმის გამაძლიერებლების მიტანის საჭიროებასთან და კონკრეტულ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, პარტიაში ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აქტივისტები პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვისთვის ემზადებიან. პარტიაში შეკრებილი ლიდერები, როგორც “ნაციონალური მოძრაობიდან” ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ შედეგი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მელიას დაკავების სანქცია გაიცა, დაანონსებულია, რომ იქნება წინააღმდეგობა.

მეტი...

“მოსამართლეს გამოატანინე ნიკა მელიას არდაჭერის გადაწყვეტილება, უკვე აღარ შეგრჩება, ასე, რომ ჭკუით იყავი!” – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს

ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა – ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ის „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ტყუილად ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებზე ვინმე თვალს დახუჭავს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს არა მხოლოდ სანქციები არ ასცდება, არამედ თვითონ გახდება სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი. „მინდა მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე: დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე.…

მეტი...

“რად გვინდა ალიევის საოჯახო, მაფიოზური „სოკარის“ გაზით თანადგომა, რაზე ვუხდით მადლობას” – შალვა ნათელაშვილი

რად გვინდა ალიევის საოჯახო მაფიოზური „სოკარის“ გაზით თანადგომა, რაზე ვუხდით მადლობას, – წერს „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და აზიარებს საპატრიარქოს ტელევიზიის სიუჟეტს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრის შესახებ. „ახლა არ ვთქვა არ შემიძლია. რად გვინდა ალიევის საოჯახო—-მაფიოზურ კომპანია სოკარის გაზით ან თუნდაც მილიარდებით თანადგომა თუ ამაში დავით გარეჯს წაგვართმევენ? არ ვიცი, არ ვიცი უნდათ ამათ ქვეყანა საერთოდ თუ არა ხშირად ეჭვი მეპარება. რაზე ვუხდით მადლობას გარეჯი რომ საკუთარი კულტურის ძეგლად გამოაცხადეს, ჯარები შემოიყვანეს და ბერ–მონაზვნები გამოაძევეს ამაში?“ – წერს შალვა ნათელაშვილი.

მეტი...

“ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება” – ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, რა შედეგიც არ უნდა დადგეს სასამართლოში, ორივე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.  “ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და დღეს ბატონმა ჰარცელმა დაადასტურა კიდევ ერთხელ. მან თქვა, რომ სასამართლოს ხარისხი არი მძიმე, რადგან მას ხალხი არ ენდობა. თუ შევხედავთ მოსამართლეს, რომელმაც ეს საქმე უნდა განიხილოს, მე არ მაქვს მასზე კარგი წარმოდგენა, ეს არის ადამიანი, რომელმაც რურუას მიუსაჯა პატიმრობა, მაკო გომურს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.  “ქართულ ოცნებას,” რომელიც არის გავრილოვის დავალებების შემსრულებელი, ეშინია. ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება,…

მეტი...

„პროკურატურის მოთხოვნა დასაბუთებულია“ – ნინა მელიას საქმის პროკურორი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას  საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ პროკურატურის ბრალდება მელიას მიმართ სრულად დასაბუთებულია და სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მოსამართლის გადასაწყვეტია. „სასამართლო მხარეების პოზიციებს მოისმენს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი, შესაბამისად, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და ჩვენ სამართლებრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს“ – განაცხადა პროკურორმა მედიასთან. მისივე შეფასებით, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სხვა ალტერნატივა არც არსებობს. „ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს არ გადახდა, ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება…

მეტი...

„მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ფართო გავლენა ექნება“,– ევროკავშირის ელჩი მელიას საქმეზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ჟურნალისტებთან აცხადებს რომ, მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ფართო გავლენა ექნება, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენა გამოინახოს.    „ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. პირველ რიგში, კომენტარს არ გავაკეთებ უშუალოდ სასამართლო საქმეზე, რადგან ეს მიმდინარე საქმეა და მას ყველამ პატივი უნდა სცეს. ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკურ ლანდშაფტში ვნახეთ ტემპერატურის მკვეთრი მატება.  ვხედავ რისკს, რომ დღევანდელი მოვლენებისა და ტრაექტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, მივდივართ პრობლემის გაღრმავებისკენ. ვშიშობ, რომ ამ საქმეს ასევე ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო საფუძვლის, საერთო გადაწყვეტის მოძებნა“, – განაცხადა ელჩმა მედიასთან.

მეტი...

„გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინის პირველ გზავნილს მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებს. მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს. ​„ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და წევრ ქვეყნებთან ერთად ძალიან დიდ დახმარებას გასცემს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს. დღეს იყო სამედიცინო აღჭურვილობის მორიგი მიწოდება კლინიკისთვის – რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადავეცით ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო მოხმარების საგნები. ბედნიერი ვარ, რომ დახმარებას ვუწევთ სწორედ ასეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებენ რისკის ქვეშ, დახმარებას უწევენ პაციენტებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე ვაქცინაციის საკითხებზეც. ევროკავშირი არის „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების…

მეტი...

ევროკავშირის ელჩი ფიქრობს, რომ კრიზისი მოლაპარაკების პროცესს გაართულებს

ევროკავშირის წარმომადგენლის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მოლაპარაკების მეხუთე ეტაპი რთულდება. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავება მმრთველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს გაართულებს.    „ეს, დიალოგთან დაბრუნებისა და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უფრო გაართულებს. არ მაქვს ბროლის ბურთი, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შიში და მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ წინასწარმეტყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები. რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სინათლის სიჩქარით მეხუთე რაუნდისკენ ვერ მივდივართ. ამ უკანასკნელი კრიზისიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს“,…

მეტი...

„სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი“ – ევროკავშირის ელჩი მელიას საქმეზე  

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნიკანორ მელიას იმუნიტეტის მოხსნასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მედიასთან შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ უნდობლობისთვის ორი ფაქტორი არსებობს. „მოვუწოდებ მხარეებს, გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება….რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო –  ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან.

მეტი...

„ყოველდღიურად, 20 000 ტურისტს ვკარგავთ“ – შალვა ალავერდაშვილი

“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ქვეყანა ყოველდღიურად 20 000 ტურისტს კარგავს. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ თითქოს წინასწარ იცოდა, რომ ზამთრის კურორტები არ უნდა გახსნილიყო.   „მთის კურორტების დაუყოვნებლივ გახსნა უკვე აუცილებლობაა, რომ რაღაც მინიმალური შემოსავალი მაინც მიიღონ მთის კურორტებმა. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ჩვენ ზაფხულს არ გავიმეორებთო. თურმე ეს ყოფილა წინასწარ დაგეგმილი, წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს არ გაიხსნებოდა მთის კურორტები. ამის ცოდნა მთლიანად კერძო სექტორს სჭირდებოდა იმისთვის, რომ მინიმუმ ადამიანებს ზედმეტი სესხები არ აეღოთ ბანკში ობიექტების რეგულაციების დაცვისთვის მოსამზადებლად. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც კერძო…

მეტი...

10 ბიზნეს ასოციაციის 7 პუნქტიანი მიმართვა პრემიერ-მინისტრს

ბიზნეს ასოციაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავენ და მასთან შეხვედრას ითხოვენ. 10 ასოციაციის წარმომადგენელმა, დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა და მთავრობის მეთაურს 7 პუნქტიანი მოთხოვნა გააცნო. „ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკურ ყველა სექტორში. პანდემიის პირობებში, დღეს კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ანტი-კრიზისული ეკონომიკური პაკეტის გაფართოება და ეკონომიკის კოლაფსის თავიდან არიდების მიზნით, ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა კერძო სექტორთან. ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესში, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეპიდემილოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და…

მეტი...

მოპარული სკამები, დამტვრეული ატრაქციონები – ვანდალიზმის 168 შემთხვევა თბილისში

„2020 წელს ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები 168 მისამართზე აღირიცხა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა ამ მიმართულებით საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან პროცესში მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობა და აქტიურობა მნიშნელოვანია. „მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური მწვანე საფარი და ლითონის ღობე, ხერხით გადაჭრილი სკამი, დამწვარი საბავშვო ატრაქციონები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები და სხვა. ეს არის ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომლებიც ფიქსირდება დედაქალაქში და განსაკურებით ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებსა და სკვერებში, რომლებიც ახლადრეაბილიტირებულია, მოწესრიგებულია და ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამ მიმართულებით, მინდა ვთხოვო დახმარება და მხარდაჭერა…

მეტი...

„არ ვიკადრებ იმას, საზოგადოებას წარვუდგინო, რა დახმარებები აქვთ მიღებული“ – კალაძე სოციალურ დახმარებებზე

„დიდი ტყუილია, რომ მუნიციპალიტეტი და გამგეობები შეჭირვებულ ოჯახებს არ ეხმარებიან, რადგან ჩვენი პრიორიტეტი სწორედ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებში ცრუ ბრალდებებზე იყო საუბარი და რეალურად, ეს ადამიანები ყოველთვიურად იღებენ დახმარებას იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები იჯარით აიღონ. „ჩვენ ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, მოქალაქეებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და გაუჭირდათ პანდემიის პირობებში. გვაქვს ბევრი მუნიციპალური პროგრამა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც 2020 წელს, ასევე, 2021 წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი…

მეტი...

მცხეთის და დუშეთის სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ინტენსიურმა თოვამ, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის  გარეშეა დარჩენილი მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი. დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს, ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს, ჩარგალს, თვალივს, ანანურს, ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურს ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას და გრემისხევს. ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა კობში და გუდაურშიც, ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა 110 მეტრიანი გადამცემი  ხაზი. რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის საგურამო, შანკევანი, ბურიანი, გალავანი და ჯიღაურა, ნიჩბისი, აღდგომიაანთკარი, წილკანი, ერედა, ფრეზეთი, ქსოვრისი ძალისი ელექწტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები აღმოფხვრილია ყაზბეგის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები…

მეტი...

1 ლარად საცხოვრებელი ფართი 49-მა ოჯახმა მიიღო

საცხოვრებელი ფართები გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს დაუკანონდება.  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მესაკუთრეებს ქონება სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემათ.  „თბილისის სხვადასხვა რაიონში,  გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდებათ, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო ფართების დაკანონება. აღნიშნული დაკანონების საკითხი გადაიგზავნება საკრებულოში, სადაც მოხდება მისი მხარდაჭერა და დამტკიცება“, – განაცხადა კახა კალაძემ.  თბილისის მერმა  კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით  ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად  შესაბამისი…

მეტი...

თბილისის მოსახლეობას დამატებით 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება

„22 თებერვლიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი. მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს – არაკომფორტულია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია. 300 ერთეული შესყიდულია. ამ 300 ერთეულიდან 120 უკვე ხაზზე იყო გაშვებული, მუშაობდა, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი. ორშაბათიდან კი უკვე დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2.8. საქართველოში დღეს კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 499 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 13 ადამიანი.

მეტი...

სასამართლო ნიკანორ მელიას საქმეს 16:00 საათზე განიხილავს

თბილისის საქალაქო  სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიასთვის საპატიმრო სანქციის შეფარდებასთან დაკავშირებით დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს. როგორც ნიკანორ მელია, ისე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, წევრები და აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებიან, სასამართლო სხდომას სწორედ იქიდან ადევნებენ თვალს და აცხადებენ, რომ მელიას ფიზიკურად დაიცავენ.   შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ, ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა. პროკურატურამ, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს გუშინვე მიმართა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 499 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 499 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 192 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი 612 628, „პისიარ“ ტესტი – 6 5 64. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 45. სულ 6 ოქტომბრიდან – 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 878 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 325 პირი, აჭარაში –…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 390-ს შეადგენს. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 390 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

დავით ზალკალიანმა მინისტერიალზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების შესახებ ისაუბრა

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებების შესახებ ისაუბრა ვიდეო-კონფერენციის საშუალებით გამართულ მინისტერიალზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წლით გახანგრძლივებაზე. ზაზა გახელაძისთან ერთად დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ყველა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას. მაღალი დონის მინისტერიალი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში თვითნებური დაკავების წინააღმდეგ შემუშავებული დეკლარაციის მიღებას მიეძღვნა.

მეტი...

სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებულია, უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს გარდა პატიმრობის გამოყენებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა,ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს“,- განაცხადა სადრაძემ. შეგახსენებთ,…

მეტი...