პროკურორმა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

​ნიკანორ მელიასთვის საპატიმრო სასჯელის გადაწყვეტილება უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს. პროკურორი უკვე მივიდა სასამართლოში და აღნიშნული მოთხოვნაც წარადგინა. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, გამორიცხული არ არის, მოსამართლემ სხდომა დღესვე ჩანიშნოს.   

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურა მელიასთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

“მიგვაჩნია, რომ ჩვენი  შუამდგომლობა დასაბუთებულია. უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს, გარდა პატიმრობის გამოყენებისა.  აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა, ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს. დაველოდებით სასამართლოს სხდომას და უკვე სხდომაზე გახდება ცნობილი შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოს აქვს 24 საათიანი ვადა, ეს შეიძლება იყოს დღეს, ან ხვალ“ –  განაცხადა სადრაძემ.

მსგავსი თემები