შსს მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ამოღებული ტექნიკა დააბრუნოს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრებისას, პარტიის ოფისიდან ამოღებულ ტექნიკური მოწყობილობების დაბრუნებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტექნიკას უკან აბრუნებენ. „2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური…

მეტი...

“მიმდინარე კვირაში საქართველოში Covid-19 მასწავლებლების 0.1%-ს და მოსწავლეთა 0.03%-ს დაუდასტურა” – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა. მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი ასევე უწყვეტად მიმდინარეობს. შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საჯარო…

მეტი...

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან ნიკა მელიას დაპატიმრება აქციით გააპროტესტეს

შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველებმა ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან აქცია გამართეს და ნიკა მელიას დაპატიმრება გააპროტესტეს. ადგილზე შეკრებილებმა შეაგროვეს ხელმოწერებიც. წერილით რომელსაც ხელს 388 ადამიანი აწერს, ემიგრანტები სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.

მეტი...

“საქართველოში ძალიან მყიფე პოლიტიკური სიტუაციაა” – კარლ ბილდტი

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და Twitter-ზე  განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ “საქართველოს დემოკრატია საფრთხის ქვეშაა”  კარლ ბილდტის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების გამო საქართველოში ძალიან მყიფე პოლიტიკური სიტუაციაა და ახლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია.​

მეტი...

საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები ხუთი მაგისტრალური მიმართულებით განაახლა

საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები ხუთი მაგისტრალური მიმართულებით განაახლა. კერძოდ, მოძრაობა აღდგა შემდეგ რეისებზე: თბილისი-ბათუმი-თბილისი;თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;თბილისი-ფოთი-თბილისი;თბილისი-ქუთაისი-თბილისი; საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებენ. მისი თქმით, სარკინიგზო მიმოსვლა სამთვიანი პაუზის შემდეგ აღდგა. „დღეიდან საქართველოს რკინიგზამ განაახლა მგზავრთა გადაყვანა. დღეს უკვე თბილისიდან მატარებლები გაემართნენ დასავლეთის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ სამი თვე გაჩერებული ვიყავით, მგზავრების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია. მატარებლები საკმარისად დაიტვირთა. გარდა ამისა, აუცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები მგზავრობის განმავლობაში. ყველა მგზავრს ვთხოვთ, ეკეთოს პირბადე. მატარებელში შესვლისას ვუზომავთ ტემპერატურას. ასევე მგზავრებმა უნდა ისარგებლონ დეზობარიერით, შემდეგ…

მეტი...

“თელავის მუნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად დახარჯა” – აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა და ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები გამოავლინა. ამასთან, როგორც ანგარიშშია საუბარი, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არასამართლიანად იქნა დისკვალიფიცირებული. „შედეგად, შესყიდვის ღირებულება 37.8 ათასი ლარით გაიზარდა, რაც არაეკონომიურად განკარგული საბიუჯეტო რესურსია“, – წერია დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ მუნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში არაეფექტიანად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს. „მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგ შემთხვევაში ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამოდ, სასმელად…

მეტი...

„ოღონდ თქვენ” შიში გადალახეთ და სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო“ – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი ოქრუაშვილი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მოსაზრებას ეხმაურება: „ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას. ოღონდ თქვენ “თქვენ” შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და,  აღარც აქციებზე ვივლი, აღარც ტელევიზორში დაგენახვებით, აღარც ციხეში წავალ. აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ, ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი, ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ, არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ, სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ, მეტი…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე აქცია-კონცერტი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია-კონცერტი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტები კარვებში იმყოფებოდნენ. გზის სავალ ნაწილზე აქტივისტებმა კარავი დღისით დადგეს. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოუწოდეს აქტივისტებს, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. ამ საკითხზე მცირე შელაპარაკებაც მოხდა. აქტივისტები პარლამენტთან ამ დრომდე რჩებიან. ისინი სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ.

მეტი...

ხვალ საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვევა

ხვალ საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა. შარლ მიშელი დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან. მთავარი თემა კი, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და მხარეებს შორის დიალოგის პერსპექტივა იქნება. მის ვიზიტს წინ უძღვოდა ევროპარლამენტარების წერილი, რომელშიც მათ შარლ მიშელს მოუწოდეს თბილისში დაგეგმილი შეხვედრების დროს, მხარეებთან შეთანხმების გზების გამონახვის შესაძლებლობებზე ისაუბროს. “ბიძინა ივანიშვილის სხვა ენა არ ესმის, ერთადერთი ესმის საერთაშორისო ზეწოლა. მასზე პირადი სანქციების მიღება არის ერთადერთი გზა, რის მერეც ის იძულებული გახდება მიიღოს ქართველი ხალხის წინადადება,” – აცხადებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია.  ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ევროპელი სტუმარი…

მეტი...

მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს

მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, როგორც თბილისში ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.  საზოგადოებრივ ტრანსპორტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უტარდება. ტრანსპორტში კვლავ მოქმედებს შეზღუდვები მგზავრებისათვის, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა როგორც ავტობუსებში ასევე თბილისის მეტროსადგურებში. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ავტობუსებში კვლავ აკრძალულია გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. ტრანსპორტის შაბათ-კვირას აღდგენის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მეტი...

„კოვიდ 19“-ით ინფიცირების 2 396 აქტიური შემთხვევა

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  714, აჭარაში – 160, იმერეთში – 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 254 პირი, მათ შორის, თბილისში – 87, აჭარაში – 31, იმერეთში – 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში- 5, იმერეთში – 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 102, ხოლო აჭარაში – 87. სულ  6 ოქტომბრიდან – 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 209 პირი.…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით 14 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 499 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 47, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 41, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

მეტი...

კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 933 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 542 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 510-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.07 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.76%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 542 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 264 589-მდე.

მეტი...