პარლამენტთან მისული აქციის მონაწილეები ნიკა მელიას ადვოკატებისთვის საშვების დაშვებასა და პარლამენტში შესვლას ითხოვენ

საკანონდებლო ორგანოსთან აქცია კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები პარლამენტში ნიკა მელიას ადვოკატებისთვის საშვების დაშვებასა და მათ პარლამენტში შესვლას ითხოვენ. 

ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, თინათინ ბოკუჩავა და გიორგი კაპანაძე მივიდნენ. 

“პოლიციელებმა გაწევ-გამოწევა და ცირკი სულ ტყუილად მოაწყვეს. ეს ხდება იმიტომ, რომ კანონის აღსრულების ეშინიათ. ეს ადამიანები ნაცვლად იმისა, რომ კანონს იცავდნენ, უკანონობას იცავენ. მარიონეტებად და პაიკებად არიან პოლიციელები, მოსამართლეები, პროკურორები და პარლამენტარები ქცეულები,” – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

მსგავსი თემები