„გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმას სხვების გადარჩენა შეუძლია“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის შეფასებით,  COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმას სხვა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. „ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID-19-ის მკურნალობის კლინიკურ ჯგუფთან ერთად, COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთან ერთად, წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს და მიდგომებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმა. ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს, რომლებიც COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანეიტრალებენ მათ. კონვალესცენტის პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე,(პირველი 10 დღე), როცა COVID-19-ით…

მეტი...

სუბსიდირება თუ არა, პურის ფასი შესაძლო 0.50-0.70 ლარითაც გაძვირდეს

პურის მწარმოებლები სახელმწიფოსგან სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაძვირებული ტარიფებიდან და ნედლეულიდან გამომდინარე, ფასების ზრდას არ გამორიცხავენ. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ  მალხაზ დოლიძემ ისაუბრა. პრობლემა კი იმან შექმნა, რომ პურის მწარმოებლებმა  ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღეს, მიზეზი დისკომუნიკაცია და არასათანადო ინფორმირება გახდა. „12 იანვარს სახელმწიფომ მიიღო დადგენილება, რათა ნაწილობრივ დასუბსიდირებულიყო ელექტროენერგიის საფასური მწარმოებლებისთვის. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა სპეციალური პორტალი, მაგრამ სამწუხაროდ, სათანადო კომუნიკაცია არ შედგა, ბევრმა ვერ გაიგო ამ პორტალის შესახებ.  ყოველდღიურად იმატებს ცხიმის ფასი, მარილის ფასი, საფუარის ფასი. ოფიციალურად წერილით მივმართე გარემოს დაცვისა და…

მეტი...

ევროსაბჭო ზაზა გახელაძის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. 2021 წლის 9 თებერვალს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხზე, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. თანამომხსენებლები დაუყოვნებლივ მოითხოვენ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ ცხინვალის რეგიონზე რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობას, როგორც ეს აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო…

მეტი...

„ბავშვი ბიჭის ოჯახს მოეწონა, რომ გაიზრდებიან, იქორწინებენ“ – 11 წლის ბავშვის ნიშნობაზე სს საქმე აღიძრა

ფონიჭალაში, 11 წლის ბავშვის ნიშნობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ სს სამართლის საქმე აღძრა და მოკვლევა დაიწყო. საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩაერთო, უფრო მეტიც, ნინო ლომჯარიას აზერბაიჯანის სახალხო დამცველმაც მიმართა და სწრაფი რეაგირება სთხოვა.   საუბარია ფაქტზე, რომელიც 8 თებერვალს მოხდა. კერძოდ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ბავშვის და ბიჭის ნიშნობის ცერემონიალი. მცირეწლოვანი ბავშვის ნიშნობის ფაქტზე უკვე აღიძრა საქმე. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს. ამავდროულად, აზერბაიჯანის ომბუდსმენმა საბინა ალიევამ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა და დახმარება სთხოვა.…

მეტი...

ცხინვალის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო

ოკუპანტების მიერ დატყვევებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, ცხინვალის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელმა პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მან მსუბუქი სასჯელი მიიღო. „ქართული მხარე გახელაძის საქმეს პროპაგანდისა და მიზანმიმართული სიცრუისთვის იყენებს… ეს მისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელია ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე“ – განაცხადა ჯიოევმა.   მან კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართითაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ მათ ცალმხრივი მიდგომები გააჩნიათ. „საერთაშორისო ორგანიზაციები „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“ გამუდმებით მოუწოდებენ, მეტი ჰუმანურობა გამოიჩინონ, თუმცა ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას თავად არ იჩენენ მაშინ, როცა საქმე „სამხრეთ ოსეთის“ ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც 2008 წლიდან არიან დაკარგულები“ – აცხადებს ჯიოევი. შეგახსენებთ,…

მეტი...

ადამიანებზე კორონავირუსის გადასვლის ერთ-ერთი გზა გაყინული პროდუქტებია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩინეთში, კერძოდ კი უხანში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, რადენიმე დღეა მუშაობენ.  ექსპერტებმა „კოვიდ 19“-ის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობა გამოავლინეს და განცხადებაც გააკეთეს. კერძოდ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ერთ-ერთი გზა შუამავალი მასპინძელი სახეობების საშუალებით გადაცემაა. მეორე ვარიანტი კი გაყინული პროდუქციით ვაჭრობა. ”ვირუსის ცხოველიდან ადამიანის პოპულაციაში პირდაპირი გადასვლის ჰიპოთეზა ასევე არის შესაძლო გზა და მომავალი კვლევების ჩატარებისთვის რეკომენდაციას იძლევა… შესაძლებელია ვირუსის ადამიანში გადასვლის კიდევ ერთი ვარიანტი – ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა, თუმცა ეს „უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა“ – აცხადებენ ჯგუფის წევრები. ჩინეთში ჩასულმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობის შედეგები დღეს შეაჯამა და…

მეტი...

ვაქცინაციის სურვილი მოსახლეობის მხოლოდ 40-47%-ს აქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კოვიდ ვაქცინაციაზე თანხმობას მოსახლეობის მხოლოდ 40%-47%-მდე გამოთქვამს. გაბუნიას შეფასებით, ვაქცინის მიმართ უნდობლობა ყველა ქვეყანაში არსებობს და საქართველო გამონაკლისი არაა.   „ვაქცინის მიმართ უნდობლობა არის ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც დღეს ყველა ქვეყანა აწყდება. დაახლოებით 40-47%-მდე მერყეობს მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელსაც იმედი აქვს იმის, რომ ვაქცინა იქნება გამოსავალი და მზად არის გაიკეთოს. 40% არ არის ის მაჩვენებელი, რაც სასურველია, თუმცა ჩვენ პირველ სეგმენტში ვმუშაობთ ჯერ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან. იქაც არ არის ეს მაჩვენებელი 100%-მდე, თუმცა ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და ამის პარალელურად საინფორმაციო კამპანია იქნება მეტად უფრო…

მეტი...

თუ ავტობუსებში გადატვირთულობა გაგრძელდება, მერია დამატებით ზომებს მიიღებს

პიკის საათებში ავტობუსების გადატვირთულობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ  თუ ასე გაგრძელდა, დამატებით ზომებზე იფიქრებენ. “რამდენიმე ლოკაციაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში იყო გადატვირთულობა, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების დროსაც, პანდემიამდეც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, “სადგურის მოედანი” მაქვს მხედველობაში, სადაც ორი მეტროს სადგური უერთდება ერთმანეთს, ხდება ადამიანების გადასვლა-გადმოსვლა. ეს წარმოადგენდა პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა. ასევე პიკის საათებში ავტობუსებშიც შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა… იყო საცობები, რაც თავისთავად აფერხებდა ავტობუსის გადაადგილებას და დროულად მისვლას გაჩერებაზე, რაც იწვევდა იმას, რომ გაჩერებებზე ხდებოდა ბევრი ადამიანის თავმოყრა. ვაკვირდებით თუ როგორ წავა…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი დავით ნოზაძე იქნება

პრემიერ მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დავით ნოზაძე დანიშნა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. „დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორების წარდგენისას.

მეტი...

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. მარგველაშვილი გუბერნატორად დღეს პრემიერ-მინისტრა დანიშნა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. „იგი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

შიდა ქართლის გუბერნატორად მამუკა საღარეიშვილი დაინიშა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა 4 ახალი გუბერნატორი დანიშნა. მათ შორისაა, შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული. აღნიშნული პოზიცია მამუკა საღარეიშვილმა დაიკავა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

მეტი...

პრემიერმა გურიაში ახალი გუბერნატორი დანიშნა

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვს კერძო სექტორში, ასევე არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გიორგი სახოკია პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილე. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულები 4 რეგიონში…

მეტი...

„ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები კერძო სექტორს ხელშეკრულებებს არ უფორმებენ“ – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანის პროცესში შესაძლოა კერძო სექტორი ჩაერთოს, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ვაქცინის მწარმოებლები ბიზნესს ხელშეკრულებას არ უფორმებენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, სახელმწიფო სექტორი ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართვას დადებითად უყურებს და პროცესში პრობლემას ვერ ხედავს. „ზოგადად, ქვეყანაში თითქმის ჩატარებული ვაქცინაციის 97-98%, მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. ყველა ვაქცინა, რაც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შემოდის, არის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს დაახლოებით 2-3 ვაქცინის შემოტანაში და ძირითადად ეს არის გრიპის ვაქცინა. წელს სახელმწიფომ იყიდა 235 000 გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა შემოიტანა 40 000-50 000 მდე. რაც შეეხება კოვიდს,…

მეტი...

ბავშვებისა და მოზარდებისთვის „კოვიდვაქცინა“ დაშვებული არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებისა და მოზარდების „კოვიდ ვირუსზე“ აცრა ამ ეტაპისთვის არ განიხილება. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველ ვაქცინა რეკომენდირებულია 18 წლის ზევით ადამიანებისთვის. „ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება მსოფლიოში, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ, ახლა, კლინიკური კვლევები მიმდინარეობს 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, – განმარტა მან.

მეტი...

მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება; დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება. პარალელურად, შენარჩუნდება ინტენსიური ტესტირება, რათა რაც შეიძლება…

მეტი...

თუ მეპურეები სუბსიდირებაში ვერ ჩაერთვნენ, გაზრდილი ტარიფები პურზეც აისახება  

„არასათანადო კომუნიკაციის გამო, პურის მსხვილი მწარმოებლები ელექტროენერგიის სუბსიდირების გარეშე დარჩნენ“ –  ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე  მალხაზ დოლიძემ გააკეთა და მეწარმეების სახელით სუბსიდირების პროგრამის გახსნა და ხელახლა რეგისტრაცია ითხოვა. „11 თეთრით მოიმატა ელექტროენერგიის საფასურმა. არადა, სახელმწიფო სუბსიდიით, პურის მწარმოებლებს დაახლოებით 0,5 თეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პორტალი, სადაც მეწარმეები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა, არასათანადო ინფორმირებულობის გამო, კომუნიკაცია არ შედგა, ამის შესახებ ბევრმა ვერ გაიგო, რომ განაცხადი იყო საჭირო სუბსიდიის მისაღებად. საკმაოდ ბევრი მსხვილი წარმოება ამაში ვერ მოხვდა. მივმართე სემეკს, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ამ საკითხში დაგვეხმარონ, რადგან…

მეტი...

საკარანტინე სივრცეები 22 683 ადამიანმა გაიარა

„კოვიდ 19“-თან დაკავშირებით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 213, ხოლო აჭარაში – 119. სულ 6 ოქტომბრიდან – 8 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 683 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 685 პირი, აჭარაში – 723, იმერეთში – 1 389”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

24 საათში ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსრდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 150, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 63, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 95, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809, საიდანაც: 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 996, აჭარაში –…

მეტი...

კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 9 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში…

მეტი...