ორკვირიანი ვადა ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

პოლიტიკური დევნის შეჩერება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავიდან დაკომპლექტება – ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას უყენებს და ორკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი გამზირი კარვებით გადაიკეტება. ლ„ნიკა მელიას დაკავებით ხელისუფლებამ ყოველგვარი წითელი ხაზები გადაკვეთა. გაასამართლა ანტისაოკუპაციო მოძრაობა, რომლებმაც გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტეს. მოძრაობა „საქართველოსთვის“ აპროტესტებს საქართველოს „რუსეთიზაციას“ და აცხადებს, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი. არასდროს შევეგუებით ასი წლის წინ დაბრუნებას. ჩვენი მოძრაობის წევრებმა დღეს სიმბოლურად გავიტანეთ კარავი რუსთაველის გამზირზე. იმ სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებას ვაძლევთ ორკვირიან ვადას“ –  აცხადებენ მოძრაობის წევრები.

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭოს წევრებმა ჰუმანიტარული დახმარება ფოთში განსახლებულ დევნილებს ჩაუტანეს

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვახტანგ ყოლბაიამ, თემურ მჟავიამ, რაისა ქარაიამ და აპარატის თანამშრომლებმა სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის N- 30-ში – კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ 80 დევნილ ოჯახს გადასცეს. უმაღლესის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, ქალაქ ფოთში დევნილებთან შეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანიამ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე იქ არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საგულისხმოა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დევნილთა მოწყვლად ჯგუფებში შექმნილი…

მეტი...

“განსაკუთრებული მადლობა გიორგი გახარიას” – ბერდია სიჭინავა თანამდებობას ტოვებს 

ბერდია სიჭიმავა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მადლობას უხდის და თანამდებობას ტოვებს. “მედიაცენტრი მთავარი” უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებით რთული გამოწვევების პირობებში, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა! გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა ყოველდღიურმა შრომამ შესაძლებელი გახადა ამ გამოწვევებთან გამკლავება. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდით ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა და ერთობლივად ვცდილობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. დარწმუნებული ვარ, ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც…

მეტი...

“განვაგრძობთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში აგრესიისთვის” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მე-7 წლისთავს ეხმაურება და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „შვიდი წლის წინ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ნორმები, რომელთა მიხედვით თანამედროვე ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, ასევე მეზობელ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც ყირიმში შეიჭრა“, – ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენის თქმით, დღეს აშშ განაგრძობს უკრაინისა და მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ისევე, როგორც კონფლიქტის დასაწყისიდან. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უბრალო ჭეშმარიტებას: ყირიმი – უკრაინაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ არ ცნობს და არასოდეს აღიარებს ნახევარკუნძულის ანექსიას. „ჩვენ, უკრაინასთან ერთად…

მეტი...

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე…

მეტი...

ზუგდიდში შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ზუგდიდში შსს-ს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება 2021 წლის 26 თებერვალს, ქ. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები – ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი…

მეტი...

პატიმრის მიერ თვითდაზიანებების მიყენების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაიში მომხდარ ინციდენტზე განცხაებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა. სინამდვილეში ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.   ზ.ჩ. იმყოფება N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 2020 წლის 19 აგვისტოდან.დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ბრალდებულმა წარმოადგინა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანდა, რომ ჩატარებული აქვს ქვედა კიდურების ვენების ტრიპლექ სკანირება. ექიმ-ანგიოლოგის მიერ დასმული დიაგნოზია: მარცხენა ქვედა კიდურის, პოსტრომბოფლებიტური დაავადება, ქრ. ვენური უკმარისობა.  ყოველივე ამის გათვალისწინებით დაიგეგმა და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და დოპლეროგრაფია დაესვა…

მეტი...

“ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა” – პროკურორი

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, სულიკო საყევარაშვილმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა ხელი. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული სამივე პირის – სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილისა და ვაჟა გიგაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი არსებობს. პროკურორის თქმითვე, ბრალდებულებს არაერთხელ გადაუკვეთავთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ასევე, პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, რომ ბრალდებულებსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი მხოლოდ იმის გამო წარმოიშვა, რომ დაზარალებული ვახტანგ სანაია იყო და წარმოადგენდა “ფორმულას” ჟურნალისტს. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმითვე, სანაიას აყენებდნენ…

მეტი...

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა

ოჯახის ინფორმაციით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. პატიმარ ზაზა ჩაფიძესის მეუღლის, ნინო მეფარიშვილის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად ბრალდებულის ადვოკატია, დაზიანება მას მუცლის არესა და ხელებზე აქვს. ნინო მეფარიშვილის ინფორმაციითვე, პატიმარმა დაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მას ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და ციხის ადმინისტრაციას ის საავადმყოფოში არ გადაჰყავს. მეფარიშვილის თქმით, ამ დროისთვის ბრალდებულის მდგომარეობა რთულია, რადგან მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი საავადმყოფოში პროკურატურის დაკვეთით არ გადაჰყავთ, რადგან სურთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას. პატიმრის მეუღლე დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. ზაზა ჩაფიძე სასჯელს 2020 წელს…

მეტი...

პარლამენტთან კარვები გაიშალა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან შვიდზე კარავია. როგორც აქტივისტები აცხადებენ, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დაამატონ. კარვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას და სამოქალაქო აქტივისტებს ეკუთვნით. რამდენიმე წუთის წინ ინციდენტიც მოხდა, სამართალდამცავები კარავს გზის სავალ ნაწილთან ახლოს არ ადგმევინებდნენ აქტივისტებს. მათივე განმარტებით, პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებას აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

მეტი...

„დღეს ჩემი კარავი ისევ გაიშალა“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

ამ დროისთვის რუსთაველზე 7 კარავია გაშლილი. საპროტესტო კარვებთან ისევ დაიდგმება მალხაზ მაჩალიკაშვუილის კარავიც. „ეს კარავი დღეს ისევ გაიშლება, რის გამოც იდგა, თემირლანის მკვლელების დასჯამდე. ვუერთდები პროტესტს და ვარ სოლიდარული აქციის მონაწილეების,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მეტი...

ზუგდიდში პოლიციამ ძებნილი პირი გარდაცვლილი იპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე. შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი – 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენის…

მეტი...

შსს ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და 236-ე მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ რაც…

მეტი...

“ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს” – გია ვოლსკი

ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სურს სხვებმა “ხელი გაანძიონ” და ამის შემდეგ ჩამოვიდეს. “ცოტა რთულია იმ ქონების და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც თვითონ ამბობს: “ხელი გაანძირეთ და ჩამოვალო” – ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც სთავაზობს. მე არ მინდა სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში,”- განაცხადა ვოლსკიმ. „მე…

მეტი...

“ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვება” – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს. წერილი აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააცნო. „მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს! მიხარია, რომ აქ ხართ, ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვება და განვითარებული საქართველოს გამარჯვებაა,სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება წამოგეწევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე , ყოველი ახალი წინაღობა, ახალი გამოწვევა, მეტ ძალას,…

მეტი...

“სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია – სერგი კაპანაძე” – სერგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ” განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა -არჩამოსვლაზე საუბარი ახლა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, არ არის რელევანტური და სწორი, რადგან ეს მესამეხარისხოვანი საკითხია.  სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი რომ სააკაშვილი ჩამოვა. “მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა ეს მისი გადაწყვეტილებაა, ლიდერად ირჩევს ხალხი და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი. არ ვიცი ჩამოვა თუ არა. აქამდე რასაც ამბობდა, არ აკეთებდა და არ ჩამოდიოდა. დღევანდელ მდგომარეობაში კი, არ მგონია რელევანტური და სწორი ამაზე საუბარი, რადგან მესამე და მეოთხეხარისხოვანი საკითხია. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და ამ გეგმებს მივყვებით. ამ საპროტესტო მუხტის…

მეტი...

“ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ, ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა” – სოზარ სუბარი

ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განცხადა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს. „პირიქით ხელს შევუწყობთ, რომ მათი უსაფრთხოება მანდ იყოს დაცული თუკი კანონის ჩარჩოებში ჩაჯდებიან და არ მოხდება ის, რაც მოხდა 20 ივნისს. სპეცდანიშნულების რაზმები უნდა იყვნენ ასეთ დროს. თქვენ კარგად გახსოვთ, რა მოხდა შეერთებულ შტატებში, შტურმის შემდეგ. მთელი თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო პერიმეტრი თეთრი სახლის მიმდებარედ. უსაფრთხოების დაცვა არის ყველგან…

მეტი...

ცნობილია პარტიების ერთობლივი განცხადება

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ წაიკითხა. „მინდა ,გაგაცნოთ ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება. დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოდგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა. „ივანიშვილის მოძალადეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა. ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად, აუცილებელი პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა…

მეტი...

“ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს” – პრემიერი

ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. „ერთი წელი გავიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან. ეს ერთი წელია, მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ, რთულ რეჟიმში ცხოვრობს. უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს.…

მეტი...

პროკურატურამ ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო…

მეტი...

“საქართველოს არ სჭირდება პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა” – გიგი უგულავა პოლიციას

ერთი კაცის დასაჭერად მოსული 3 600 ადამიანი ეს პოლიცია არ არის, ეს არის უკვე ბანდა და საქართველოს არ სჭირდება პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან პოლიციელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი მათგანი ღირსების ნაცვლად, უღირსების მორევში აღმოჩნდა. მინდა, მოგმართოთ თქვენ პოლიციელებო, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ხართ მილიცია, აღარაფერი თქვენში არ არის ეროვნული პოლიციის. თქვენ გქონდათ შანსი, ხუთ თქვენგანს ხმა რომ აემაღლებინა და არ დაეჯერებინა ამ კაცისთვის, რომელიც არის ჩვეულებრივი „ქართული ოცნების“ ზონდერი, ხმა რომ ამოგეღოთ, ქვეყანა ამ დღეში არ…

მეტი...

“სპეცრაზმი ჩვენზე ნუ გამოსცდის თავის სიმაგრეს, მათ უნდა დაყარონ თავიანთი ეკიპირება და შეუერთდნენ ხალხს” – შალვა ნათელაშვილი

სპეცრაზმი ჩვენზე ნუ გამოსცდის თავის სიმაგრეს, მათ უნდა დაყარონ თავიანთი ეკიპირება და შეუერთდნენ ხალხს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სპეცრაზმის გაწვრთნაში ფული იმიტომ იხარჯება, რომ მტრებს შეეწინააღმდეგოს და არა იმიტომ, რომ ოპოზიცია დაარბიოს. „სპეცრაზმი ასეთი მაგარი თუ არის და იმედია რომ არის, ჩვენზე ნუ გამოსცდის თავიანთ სიმაგრეს, ტატუნაშვილის გამტაცებლები ჩამოიყვანონ, ოთხოზორიას მკვლელები გადმოიყვანონ გალიდან, ყოველ შაბათს რომ გალში ქეიფობენ ნათლობებსა და ქორწილებზე, ისინი გადმოიყვანონ და ამით დაგვიმტკიცონ. ჩვენ მათ იმიტომ კი არ ვწვრთნით, ვიხარჯებით და გადასახადს ვიხდით მათ მომზადებაში, რომ მერე ჩვენ დაგვარბიონ. ამ ხელისუფლებას ყველაფერთან ერთად, ცოტა გაუკუღმართებული წარმოდგენა…

მეტი...

ოპოზიცია შენობების პიკეტირებას გეგმავს

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 2 მარტს გეგმავს – ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადეს და ერთობლივი განცხადება წაიკითხეს. ოპოზიციის თქმით, 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება მოხდება. ხოლო 9 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება. მათი თქმით, 11 მარტს აქცია სასამართლოსთან გაიმართება, “რომელიც გადაიქცა მურუსიძის ჩინჩალაძის და ყველაზე მნიშვნელოვანი – უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ”. “13 მარტს აქციების ბოლოში ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრნი, და, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის,” – ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები.

მეტი...

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო

დედაქალაქის ცენტრში მსვლელობის შემდეგ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია და მხარდამჭერები ორი საათს წინ დაიძრნენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ნიკა მელია. დღევანდელი შეკრება სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მხარდასაჭერად იმართება. უკვე უნდა დაიწყოს სიტყვით გამოსვლებიც, ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ. შახახნებთ აქციას შეურეთდნენ აქტივისტები რეგიონებიდან, რომლებიც რუსთაველზე საპროტესტო კარავს დადგამენ.

მეტი...

გამოცდებისათვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების უწყების ვებგვერდზე – online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას. „რეგისტრაციის გავლამდე გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ყურადღებით უნდა გაეცნონ შემდეგ ინფორმაციას: აბიტურიენტები – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“; მასწავლებლის ტესტირებაში მონაწილეები – დამხმარე კრებულები; მაგისტრანტობის მსურველები – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები – 2020…

მეტი...

“იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, „სირცხვილის კორიდორები“ – სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით” – გიგი უგულავა

დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობისა და პარლამენტის სხდომების პარალელურად, იქნება „სირცხვილის კორიდორები“ და პიკეტირება. „ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულისკენ მიაქანებს; ვისაც მიაჩნია, რომ ერთადერთი და ლოგიკური სამართლიანი გამოსავალი რიგგარეშე არჩევანია; ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ; ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ყველა ზღვარს მიღმაა; ვინც გრძნობს და განიცდის, რომ ქვეყნის რეპუტაცია არის შელახული და ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილთან ერთად ქვეყანას განვითარება არ უწერია, დღეს შეიკრიბება და ხელისუფლებას თავის…

მეტი...

„კოვიდპასპორტის“ ნაცვლად ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები ამოქმედება

გერმანია „კოვიდპასპორტების“ ციფრული სერთიფიკატით ჩანაცვლების მომხრეა. როგორც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები საუკეთესო გამოსავალია, რომელიც ზაფხულამდე უნდა ამოქმედდეს. მისი თქმით, ციფრული სერთიფიკატები ევროკავშირს სჭირდება და ახლა, მხოლოდ ტექტიკური საკითხების შეთანხმებაა დარჩენილი. სერთიფიკატების შექმნა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ და სხვებს – არა.

მეტი...

“თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე. მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე: • ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა • მიტროფანე ლაღიძის ქუჩა • ბესიკის ქუჩა • ლესია უკრაინკას ქუჩა • ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა • 9 აპრილის ქუჩა • ანტონ ფურცელაძის ქუჩა • არჩილ ჯორჯაძის ქუჩა • გია…

მეტი...

„მარში თავისუფლებისთვის“ – საპროტესტო მსვლელობა ფილარმონიიდან რამდენიმე წუთში დაიწყება

ფილარმონიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. მსვლელობა სულ ცოტა ხანში დაიწყება და პოლიტიკოსები სამომავლო სამოქმედო გეგმას უკვე „რუსთაველზე“ სიტყვაში გამოსვლის დროს გააცნობენ შეკრებილებს. აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც, როგორც დაანონსდა “რუსთავეზლე” რამდენიმე საპროტესტო კარავი კიდევ დაიდგმება: შეგახსენებთ, რომ აქცია ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაანონსდა, ოპოზიცია მოთხოვნებში უცვლელია: „ნიკა მელიას გათავისუფლება“ და „ვადამდელი არჩევნები“

მეტი...

თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს მომავალ კვირაში ესტუმრება. დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, მაღალი რინგის სტუმარი მოლდოვასა და უკრაინაშიც ჩავა. შარლ მიშელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. სტუმარი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ასევე, მოინახულებს საქართველოს საზღვრისპირა სოფლებს.

მეტი...

“არასდროს მიმიცია პირობა, რომ საქართველოში კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი” – მიზეილ სააკაშვილი

არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „მართალია, რომ საქართველოში აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს“. „გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს 60-დან 70 პროცენტამდე მოქალაქეებს სურთ, რომ დავბრუნდე. მე არასდროს არ მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, მზად ვიყავი დახმარებისთვის. ამავდროულად, არ მინდოდა, ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც…

მეტი...