საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და 1 534-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი თემები