“დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, არაფრის მეშინია” – მიხეილ რამიშვილი

რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურის შენობა დატოვა, თუმცა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

მისივე თქმით, ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვნიან, მაგრამ თუ მოუნდებათ, პროკურატურაში, არაოფიციალურად ყველფერს შექმნიან.

“დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, იმიტომ რომ ძალიან არ უნდათ მე ამ საქმეში ვიყო, რადგან დღითი დღე, უფრო და უფრო ვაწვდი იმ ინფორმაციებს, რომ ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს, ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ჩემს ტელეფონში ოფიციალურად, ვერაფერს იპოვნიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან და ყველაფერს გააკეთებენ, მე მაგის არ მეშინია,” – მიხეილ რამიშვილი.

მსგავსი თემები