აზერბაიჯანში “კორონავირუსის” 92 ახალი შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 92 ადამიანს გამოუვლინდა, ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა, 81 კი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39 280 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 576 ადამიანი. ვირუსისგან 36 836 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი თემები