ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს

  •  

ქუთაისში, რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ ახალაზრდა მამაკაცი დაჭრეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

მსგავსი თემები