ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი ომის „ახალ ფაზას“ ხსნის და სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთისკენ გადადის. „ეს ომი მოითხოვს დიდ სიმამაცეს, მიზანმიმართულობას და მონდომებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მეტი...დღე: სექტემბერი 18, 2024
“გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა”- ზელენსკი
„გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების საწყობებზე განხორციელებული დარტყმა ძალიან ეფექტური იყო. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მებრძოლებს. გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა, სწორედ ასეთი რამეები ასუსტებს მტერს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია ამაში. ასეთი სიზუსტე შთამაგონებელია“- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებებზე, კერძოდ, კურსკის ოლქში სიტუაციის ცვლილებებზე.
მეტი...ჭრილობა ყელის არეში და მკვლელობამდე გადაღებული ფოტო მეგობარ მამაკაცთან-ახალი დეტალები აბრამიძესთან დაკავშირებით
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დორისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ეძებენ. არსებული ცნობებით, აბრამიძე რამდენიმე საათის წინ მასთან იმყოფებოდა და მეგობარ მამაკაცთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. მედიაში აქტიურად წერენ, რომ მკვლელობის მიზეზი შეიძლება სწორედ ეს ფოტო იყოს.
მეტი...გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლე დატოვეს- მოლაპარაკებები განახლდება
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ საუბარი კონსტრუქციულად მიმდინარეობს და ერთ საათში ისევ დაბრუნდებიან. 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში
მეტი...“მადლობა მეზობელს, რომელმაც გადამარჩინა”- კესარია აბრამიძე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე წერდა
ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, რომელიც მოკლეს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე წერდა. მან ფეისბუქ პოსტი აპრილში გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ სიკვდილს მეზობელმა გადაარჩინა. ,,მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას , აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისურვებ საჯაროდ ამ თემაზე. არა ძალადობას ! აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა როცა ბოლოს სახლში მომვარდა თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ…
მეტი...მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილთან მარცხის შესახებ ამერიკელმა შონ ო’მალიმ პირველად „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა. „ბრძოლის კვირამ შესანიშნავად ჩაიარა. წონის კლების პროცესიც იდეალურად მიმდინარეობდა, თავს კარგად ვგრძნობდი. გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს, მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. მეუბნებოდნენ, რომ საკუთარ თავს არ ვგავდი, რაღაც მაწუხებდა, თუმცა ეს ასე არ იყო, უბრალოდ, დავმარცხდი“- განაცხადა ო’მალიმ. მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ქამარი ილია თოფურიამ მოიგო, მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
მეტი...მოკლული ტრანსგენდერი ქალის სახლის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს
კესარია აბრამიძის სახლის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე, გამოძიება108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. კესარია აბრამიძის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. კესარია ამბრამიძე მოკლეს
მეტი...კესარია ამბრამიძე მოკლეს
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ფაქტს შსს ადასტურებს.
მეტი...ოსლოში სკოლასთან სროლა იყო
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ოსლოში, ლინდერუდის სკოლასთან სროლა იყო. დაკავებულია სამი შეიარაღებული თავდამსხმელი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ადგილზე პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მედიის ცნობით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მეტი...„რუსეთის კონტრშეტევა კურსკის რეგიონში შეჩერებულია, მისი ტერიტორიის ნაწილი რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ“- ალექსეი დმიტრაშკოვსკი
„რუსეთის კონტრშეტევა კურსკის რეგიონში შეჩერებულია, მისი ტერიტორიის ნაწილი რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ“- განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენელმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა “მცირე წარმატებას” მიაწიეს. “რუსები ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში შევიდნენ. მათ მეორე დასახლებული პუნქტისთვის დაიწყეს ბრძოლა, მაგრამ ამით ყველაფერი დამთავრდა” – განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ.
მეტი...მოსკოვში სროლა იყო-დაღუპულია ორი ადამიანი
მოსკოვში Wildberries-ის ოფისში სროლა იყო. შემთხვევის შედეგად დაღუპულია დაცვის ორი თანამშრომელი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანის სიკვდილი კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა ბაკალჩუკმა დაადასტურა. ”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ , Wildberries-ზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ჩვენი ოფისის უსაფრთხოების ოფიცერის დაღუპვის გამო” – წერს ის. დაცვის მეორე თანამშრომლის გარდაცვალება Forbes-მა, Interfax-მა და RIA Novosti-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს.
მეტი...ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლებს რაციები აუფეთქდათ
ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლებს რაციები აუფეთქდათ. ინფორმაციას გამოცემები Reuters და The Times of Israel ავრცელებენ. გამოცემების ცნობით, ლიბანში მეორე დღეა აფეთქებები ისმის, ამჯერად ტერორისტული დაჯგუფება “ჰეზბოლას” მებრძოლებს პორტატიული რადიომიმღებები და რაციები აუფეთქდათ. Reuters-ის ცნობით, მათ პორტატიული რადიომიმღებები აუფეთქდათ, რომლებიც “ჰეზბოლამ” ხუთი თვის წინ შეიძინა, დაახლოებით იმ პერიოდში რაც პეიჯერები, რომლებიც გუშინ აუფეთქდათ. The Times of Israel წერს, რომ ამ მომენტისთვის ცნობილია სამი დაღუპულისა და ასობით დაჭრილის შესახებ.
მეტი...მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში მივიდნენ
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს დღეს პირისპირ შეხვედრაც ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში პირველად 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში ხაზარაძესა და გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
მეტი...“სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის დასაგეგმად, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ”- სარჯველაძე
„სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის დასაგეგმად, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ეფექტიანობას აზრი ეკარგება. შეცდომების თავიდან აცილება სწორედ ამ მომენტში უნდა მოხდეს – იქნება ეს ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციით, თუ კონკრეტული პროცედურების ზუსტად გაწერით. მთავარია, რომ დიაგნოსტირების პროცესში, არ დავუშვათ ისეთი შეცდომებით, რომელთა არიდებაც შეიძლებოდა. ჩვენთვის, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 სექტემბერს, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, მის არსებობას საქართველოც აცნობიერებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა…
მეტი...ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების თაობაზე. ამის შესახებ პროკურატურაში აცხადებენ. “საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხება შპს ,,მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე შექმნილ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც 2019-2021 წლებში თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს, რის შემდეგაც აღნიშნული თანხების ლეგალიზება განახორციელეს, მათ შორის „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე“- აღნიშნულია განცხადებაში.…
მეტი...„ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და დღეს აპირებენ გაერთიანებას“ – კობახიძე ხაზარაძე-გახარიაზე
„რაც შეეხება ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები, ისინი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, ძალიან მძიმე ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს და დღეს ისინი აპირებენ გაერთიანებას“ – აცხადებს პრემიერი. მისი თქმით, ასეთ უპრინციპო ადამიანების ერთობას ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა. „რაც შეეხება ამ ორი ადამიანის, ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორ რამეს – ერთი, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები. მანამდე იყო ხაზარაძის და ელისაშვილის გაერთიანება, აქაც გახსოვთ, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიმე ადამიანი…
მეტი...„ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა“ – პრემიერი პრეზიდენტზე
„როდესაც პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე. სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაშიარჩევნების შედეგებზე. „კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ამას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუცია. როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრეზიდენტი ერთვება უშუალოდ საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებული აქვს ოფიციალურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა პრემიერმა
მეტი...„დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის“ – ირაკლი კობახიძე სანქციებზე
„დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-ინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ვის შეიძლება, აწყობდეს სანქციების დაწესება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. „აღარ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტი...„კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი“ – ირაკლი კობახიძე
„ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს, საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. პრემიერის თქმით, როდესაც ამის საპირისპიროდ საუბარია, რომ ევროკავშირი თითქოს არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს მიუღებელია. „ჯერ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთ ერთი ფუნდამენტური ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, რომ კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად. ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა“ – აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა. „როდესაც ამის საპირისპიროდ შენ გეუბნებიან, რომ ევროკავშირი დღეს თითქოს არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვჯერა, რომ რაც აერთიანებს ევროპას, ეს არის პირველ რიგში სწორედ ქრისტიანული ფასეულობები და სწორედ ამას ეძღვნება ის კანონი, რომელიც არის მიღებული – ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების დაცვას, ოჯახის, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როდესაც ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტი...,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ორი გზა არსებობს, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის შერიგება” – პრემიერი
,,ორი გზა არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის შერიგება, ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად კახეთში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შერიგება შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთპატიების საფუძველზე. „მოღალატეობრივი იყო ის დანაშაული, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს 2008 წლის აგვისტოში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მათ გააკეთეს და მათ სურთ საკუთარი ღალატის გადაფარვა ასეთი ცრუ განცხადებებით, თუმცა არ გამოუვათ. საზოგადოებამ იცის ყველაფერი ამ ომთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო, რა მოხდა მანამდე, როგორ თანმიმდევრულად მიდიოდა ამ…
მეტი...,,საუბარი არ დამთავრებულა, კონსულტაციები გრძელდება” – გახარია-ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, დღეს გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ ორმა პოლიტიკოსმა განაცხადა, შესაძლო გაერთიანების თაობაზე შეთანხმება მიღწეული არაა და კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება. ,,პრეზიდენტს დაველაპარაკები, სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ. მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება. ვნახოთ, დაველოდებით”, – ამბობს გიორგი გახარია. ,,მათთან შეთანხმების გარეშე მე დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ…
მეტი...ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინას ნატოში ბაიდენის წასვლამდე მიიწვევენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიწვევას წლის ბოლომდე მიიღებს, იქამდე, ვიდრე ჯო ბაიდენი თეთრ სახლს დატოვებს. გამოცემა Le Monde წერს, რომ ზელენსკი ომის დასრულებას ჩქარობს, მას მომზადებული აქვს ორი გეგმა, სამშვიდობო და უკრაინის გამარჯვების. ალიანსში გაწევრიანება კი სწორედ გამარჯვების გეგმის საკვანძო ნაწილია. ზელენსკი ამ გეგმებს ჯო ბაიდენს, ამერიკის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს, ასევე ამერიკის კონგრესს წარუდგენს. Le Monde უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. გამოცემა წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ბაიდენს ვერ დაითანხმებს, რადგან ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომის…
მეტი...უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიას გაფართოების პროცესთან დაკავშირების ფარისევლობაში ადანაშაულებს
,,ევროკომისია ფარისევლობს, როცა საჯაროდ ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს, თუმცა საამისოდ არავითარ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. „ბრიუსელის ფარისევლობა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გამაოგნებელია და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამაში მონაწილეობას იღებს“, – ციტირებს სიიარტოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და კავშირების სახელმწიფო მინისტრი ზოლტან კოვაჩი. მისი თქმით, სიიარტომ აგრეთვე განაცხადა, რომ 14 წელზე მეტია ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების რიგში დგანან. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მრავალი ქვეყანა საჯაროდ მათ გაწევრიანებას მხარ უჭერს, დახურულ კარს მიღმა ისინი საპირისპირო აზრს გამოხატავენ. „ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილება…
მეტი...„ყოველდღე მირეკავს და მადლობას მეუბნება“ – გოგონა, რომელიც ვახტანგ ახობაძეს აეროპორტში დახვდა
ცნობილი მკლავჭიდელის, მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებლის, ვახტანგ მუსელიანის ქალიშვილი პარასპორტსმენ ვახტანგ ახობაძეს აეროპორტში დახვდა და მას მამის ერთ-ერთი თასი გადასცა საჩუქრად. ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ქეთევანის მიმართ საზოგადოება თბილ სიტყვებს არ იშურებდა. „ერთი კვირის ჩამოფრენილი ვიყავი საქართველოში, როცა ვნახე ვიდეო, სადაც ვახტანგ ახობაძის გამარჯვება იყო ასახული. ჩემზე ამ ვიდეომ ძალიან იმოქმედა. გადავწყვიტე, დედასთან ერთად დავხვედროდი აეროპორტში, ვიფიქრე, რა იქნებოდა მისადმი პატივისცემის გამოხატვა და მამაჩემის თასი გადავეცი. ოჯახში მისი თასებისა და მედლების დიდი კოლექცია გვაქვს. გამიკვირდა, როცა მითხრა, რომ მას არასდროს არავინ დახვედრია. დარწმუნებული ვიყავი, აეროპორტში ჩვენ გარდა, ბევრი ხალხი იქნებოდა.…
მეტი...აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილი იყო ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურა, რომელმაც უმაღლესი საბჭოს წევრებს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად კენჭი უყარა ახალ შემადგენლობას და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. განახლებულ კაბინეტში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი იქნება. იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის თანამდებობას დავით ფაცაცია, განათლებისა და კულტურის მინისტრის დავით მორგოშია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლაშა ქარდავა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაია, ხოლო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი ძიგუა დაიკავებს.…
მეტი...,,საგანგაშოა იმის დანახვა, ოჯახური ფასეულობების დაცვის სახელით, როგორ ლახავს საქართველო ზოგიერთი უმცირესობის უფლებებს” – ცაჰკნა
,,საგანგაშოა იმის დანახვა, ოჯახური ფასეულობების დაცვის სახელით, როგორ ლახავს საქართველო ზოგიერთი უმცირესობის უფლებებს”, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადება გააზიარა, სადაც ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს აკრიტიკებს.
მეტი...სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს
სომეხმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო ოთხზე ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადამიანთა ჯგუფმა რუსეთის ქალაქ როსტოვში სამთვიანი მომზადება გაიარა, რა დროსაც მათ მძიმე შეიარაღებასთან მოპყრობა ისწავლეს. შემდეგ ისინი სომხეთში დაბრუნდნენ და სხვა ადამიანების გადაბირებით დაკავდნენ. ისინი ძირითადად მოქმედი სამხედროების გადაბირებით იყვნენ დაკავებულები. დაჯგუფების წევრები როგორც სომხეთის მოქალაქეები, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები იყვნენ.
მეტი...შტორმი „ბორისი“, რომელმაც ცენტრალური ევროპის ქვეყნები დააზარალა, იტალიას მიუახლოვდა
შტორმი, რომელმაც ცენტრალური ევროპა დააზარალა იტალიას უახლოვდება. ქვეყანაში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. წყალდიდობა უკვე დაიწყო პესკარაში. მეტეოროლოგების ვარაუდით ამინდის გაუარესებისთვის იტალიის სამხრეთი ნაწილიც უნდა მოემზადოს. სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა პოლონეთს, ჩეხეთს, რუმინეთს და ავსტრიას. ამ დროის მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 21-ს მიაღწია. წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება მიიღო სლოვაკეთმა, უნგრეთმა და ხორვატიამაც.
მეტი...,,სომხეთი ხელიდან არ გაუშვებს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს” – ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ, თუ ქვეყანა დაინახავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს, ის მას ხელიდან არ გაუშვებს. „თუ ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მეტ-ნაკლებად რეალურ შესაძლებლობას დავინახავთ, მათ შორის გავუმკლავდებით იმ შესაძლო საფრთხეებს, რაც ამ გზაზე დაგვხვდება, ჩვენ ამ მომენტს ხელიდან არ გავუშვებთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთთან. ფაშინიანის აზრით, სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან გამჭვირვალე უნდა იყოს.
მეტი...თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური შეფერხება იყო
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური შეფერხება იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ,,მეტროსადგური ,,დელისიდან” ხარვეზიანი ვაგონი ხაზიდან გამოვიდა” და ის სათადარიგოთი ჩაანაცვლეს. ამ დროისთვის, სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია.
მეტი...საპატრიარქოს მიწის სამი ნაკვეთი გადაეცემა
მთავრობა საპატრიარქოს სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს. 13 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებების მიხედვით, ორ ნაკვეთს საპატრიარქო პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღებს, ერთს კი უსასყიდლოდ, 99-წლიანი სარგებლობის უფლებით. განკარგულებებს ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს. საპატრიარქოს გადაეცემა: გორის სოფელ ყელქცეულში – 215 389 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთი; თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა #41ა-ში მდებარე 1004 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები ( სამი ნაგეგბობა) 1 ლარად. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში 5670 კვ/მ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 ლარად.
მეტი...,,საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, დეზინფორმაცია და ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გააკეთა პრემიერმა, არ ეხმარება ქართველ ხალხს” – დანიგანი
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი პრემიერ კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და დეზინფორმაცია არ ეხმარება ქართველ ხალხს. ,,საქართველოს მთავრობის ქმედებები, მისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, დეზინფორმაცია აშშ-ის შესახებ და ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გააკეთა პრემიერმინისტრმა არ ეხმარება ქართველ ხალხს. ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო ახდენს საქართველოს იზოლირებას დასავლეთისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. ქართველი ხალხის უმრავლესობამ ბევრჯერ განაცხადა, რომ სურს ევროპული განვითარება და მინდა გავიმეორო, რომ არ არსებობს უფრო დიდი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა, ვიდრე არის აშშ”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ გდდ-ის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, ასევე ალტ-ინფოელების დასანქცირების…
მეტი...საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო. რუსულ სააგენტო „ტასს“ საერთაშორისო სავალუტო ფონდში რუსეთის დირექტორმა, ალექსეი მოჟინმა განუცხადა, კონსულტაციები გაურკვეველი ვადით ტექნიკური მიზეზებით გადაიდო. „ფონდის მენეჯმენტმა აცნობა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა გაურკვეველი ვადით გადაიდება. გადადების მიზეზად ნახსენები იყო მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა კონსულტაციების ჩასატარებლად“, – განაცხადა მოჟინმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რუსეთთან კონსულტაციის განახლების გეგმას ევროკავშირის ცხრა ქვეყანა და უკრაინა აპროტესტებდნენ. კონსულტაციებთან ერთად იგეგმებოდა ფონდის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქნებოდა პირველი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ…
მეტი...პორტუგალიაში ხანძრის 50-ზე მეტ კერას ებრძვიან – დაღუპულია 7 ადამიანი
პორტუგალია ცხელი ამინდების შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვის, რომელსაც, სულ მცირე, 7 ადამიანი, მათ შორის, 3 მეხანძრე ემსხვერპლა. ამჟამინდელი მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ამინდი ქვეყნის 9 რაიონში მდებარე 50-ზე მეტ მუნიციპალიტეტს ხანძრის მაქსიმალური რისკის ქვეშ აყენებს, რაც ცეცხლის შეკავების მცდელობებს ართულებს. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალია ამ ეტაპზე 50-ზე მეტ აქტიურ ხანძრის კერას ებრძვის, სამაშველო სამუშაოებში 5 300-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. პარალელურად კი, ქვეყანა ევროკავშირისგან დახმარებას ელოდება. სტიქიამ ყველაზე მეტად პორტუგალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონები დააზარალა. ყველაზე მეტი მეხანძრე ავეიროს რაიონშია მობილიზებული. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახურულია საავტომობილო გზები, მათ შორის, მთავარი მაგისტრალის…
მეტი...Instagram-ი მოზარდებისთვის შეზღუდვებს და მშობლების კონტროლის ფუნქციის დამატებას აანონსებს
სოციალურმა ქსელმა Instagram 13-17 წლის მოზარდებისთვის სპეციალური ანგარიშების გახსნა დააანონსა, რომლებსაც მშობლების კონტროლის ფუნქცია ექნება. როგორც Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ გადაცემა Good Morning America-ს პირდაპირ ეთერში განმარტა, ასეთ ანგარიშებზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. მაგალითად, ისინი შეტყობინებებს მიიღებენ მხოლოდ იმ მომხმარებლებისგან, რომელთა გამომწერებიც არიან ან რომლებთანაც მანამდე ჰქონდათ ინტერაქცია. ასევე, მოზარდების მონიშვნას მხოლოდ მათი გამომწერები შეძლებენ. საღამოს 10 საათიდან დილის 7-მდე მოზარდების ანგარიშები „ძილის რეჟიმში“ გადავლენ. ისინი არ მიიღებენ ნოტიფიკაციებს. სოცქსელში გატარებული ყოველი საათის შემდეგ კი მოზარდები მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დროა Instagram-ი დახურონ. მოზარდის მშობლები შვილის ანგარიშზე წვდომას…
მეტი...ნისლი, წვიმა, ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. „თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.…
მეტი...