“კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული”- პროკურორი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული. ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა. ნიშნიანიძის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული კესარია აბრამიძეს უკრძალავდა სხვებთან კონტაქტს, არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის საშუალებას და არც იმის უფლებას, რომ მათი ურთიერთობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გავრცელებულიყო.   კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვეს

მეტი...

ინდოეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ინდოეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ ინფორმაცია უარყო.  ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია „სპეკულაციად“ და „შეცდომაში შემყვანის მცდელობად“ შეაფასა. უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ინდოეთი უნაკლოდ იცავს საერთაშორისო ვალდებულებებ იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და აქვს ექსპორტის საკუთარი მკაცრად გაწერილი წესები.

მეტი...

საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 66-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც 21-ე საუკუნეთში ჩვენი ეროვნული გუნდის მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. ნაკრებმა 2024 წელი 77-ე ადგილზე დაიწყო, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისა და თამაშის შემდეგ 70-ე პოზიციაზე აღმოჩნდა, ახლა კი პოზიცია კიდევ 4 საფეხურით და 16.81 ქულით გაიმჯობესა და 66-ე ადგილზეა. “ჯვაროსნებმა” სექტემბერში ორი თამაში ჩაატარეს და ორივე მოიგეს – ჩეხეთთან (4:1) და ალბანეთთან (1:0). ფიფა-ს რეიტინგში კი გადაასწრო ალბანეთს (67), განას (70), ისლანდიას (71), ასწრებს ბოსნიას (75), ისრაელს (79), ბულგარეთს (81)…

მეტი...

“არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ”- ევროპარლამენტარების მიმართვა

“არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს” – ამის შესახებ 30 ევროპარლამენტარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. აღნიშნულ წერილს ერთ-ერთი ხელმომწერი, ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულების კრიტიკულად მნიშვნელოვან ტესტს წარმოადგენს. ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა სახიფათო პრეცედენტს შექმნის, როგორც საქართველოს მომავლისთვის, ისევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის. საქართველოს რუსეთთან უფრო ახლოს დაკავშირების შედეგების გადაჭარბება შეუძლებელია, მაშინ როდესაც ავტორიტარიზმი გლობალურად იზრდება. ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედოს, რათა საქართველოში დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი ევროკავშირს აფრთხილებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროკავშირს აფრთხილებს, არ დაუშვან ნატო-ს თავდაცვის ძალისხმევის დუბლირება და კონკურენცია არ გაუწიონ სამხედრო ალიანსს. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ამბიციები, შექმნას ცალკეული სამეთაურო სტრუქტურები და სწრაფი რეაგირების ძალები, სამხედრო ალიანსიდან რესურსების გადატანის რისკს ქმნის. „მივესალმები ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას ვიდრე ისინი განხორციელდება ისე, რომ თავიდან აიცილოს დუბლირება და კონკურენცია. ევროკავშირმა არ უნდა შექმნას ალტერნატიული თავდაცვის სტრუქტურები, მაგალითად ინტერვენციის ძალები“ – ამბობს ალიანსის გენერა

მეტი...

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვეს

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. სახელმწიფო ბრალდება ჯაიანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც დაცვის მხარემ სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილებას მოსამართლეს მიანდობენ, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა. წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.   კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს-მკვლელობის რა ვერსია აქვს პროკურატურას?!

მეტი...

„სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური დიალოგის შემცირება რუსეთის ფედერაციასთან-ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს”- ზახაროვა

„სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური დიალოგის შემცირება რუსეთის ფედერაციასთან”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვა ამბობს, რომ ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს. „ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დეტალურად „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ და რუსეთის ძალისხმევაზე, გავაზიარეთ ჩვენი შეფასებები სომხეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ერევნიდან პერიოდულად გაჟღერებული პრეტენზიები აბსურდულია და არ შეესაბამება ფაქტებს. ისინი მუდმივად საუბრობენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობის გაყინვაზე, მაგრამ ამის საპირისპიროდ, სწრაფად დაიწყეს დასავლეთთან დაახლოება. ამაში არის გარკვეული მანიპულირება. ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ რამეს აჩვენებს: არის ხალხის, კომპანიების და…

მეტი...

ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად ლიბანში მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად ლიბანში მსხვერპლის რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთის საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად 66 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ცხრა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ოპერაციის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფის, „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური, იბრაჰიმ აქილი, რომელიც დაჯგუფების სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.    

მეტი...

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს-მკვლელობის რა ვერსია აქვს პროკურატურას?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში 37 წლის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება ბექა ჯაიანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. სხდომას ესწრება ბრალდებულიც.ის დუმილის უფლებით სარგებლობს. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბექა ჯანაშიამ 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა. ბრალდებული…

მეტი...

კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მის სახლში შეპარვას ვინმე თუ ეცდება, ტყვიას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხდა, რომ ვინმე მის სახლში შეპარვას თუ ეცდება, ტყვიას მიიღებს. ამ სიტყვების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა ეთქვა. „ალბათ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ჩემი გუნდი ამას მოგვიანებით მიხედავს“, – აღნიშნა ჰარისმა. ჰარისმა  საპრეზიდენტო დებატების დროს ხაზი გაუსვა, რომ იარაღის მფლობელი იყო.

მეტი...

პრეზიდენტმა გიორგი შანიძე შეიწყალა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტრმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მან საპატიმრო უკვე დატოვა. ინფორმაციას შანიძის ოჯახი ადასტურებს. მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ერთი მოქალქე შეიწყალა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული თუ ვინ. „საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან“ – ეწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა 16 სექტემბერს მიუსაჯა.

მეტი...

შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. ამავე ცნობით, სანქციების პაკეტზე, უკვე მუშაობენ. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

თავდასხმა ოდესაზე-არიან დაშავებულები

რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესაზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს – დაშავებულია 4 ადამიანი. ინფორმაციას ოდესის გუბერნატორი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. შეტევის შედეგად ქალაქის ინფრასტრუქტურა, პორტი და ატიგუას დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა.

მეტი...

„საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს“ – გერმანელი დიპლომატი

გერმანელი დიპლომატი მაიკლ როთი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურულია. როგორც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  გერმანულ გამოცემა Bild-თან აცხადებს, ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც მან ისწავლა. „ანტი-LGBT კანონი, სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის  დათესილი სიძულვილი, მრავალფეროვნებისა და გახსნილობის საქართველოს ამაყი ისტორიისგან წყვეტას წარმოადგენს. ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც ვისწავლე. მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს. ის ძალიან შორს წავიდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის თავისი ბალანსირების პოლიტიკაში. ამ საფუძველზე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეუძლებელია“ – განმარტავს როთი.

მეტი...

„გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი” – ხაზარაძე

,,გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი. მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია”, – ამის ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პარტია „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას საპასუხოდ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეიძლება გახარიამ ჩათვალა, რომ ეს ნიშნავდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ხაზარაძის თქმით, სიმართლე არ არის. „გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი. გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ მან შეიძლება ჩათვალა რომ…

მეტი...

“მან შემოგვთავაზა სპეცოპერაცია” – ხაზარაძე აცხადებს, რომ მან ყველაფერი გააკეთა

გიორგი გახარიას შემდეგ განცხადება მამუკა ხაზარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მან ყველაფერი გააკეთა ამ გაერთიანებისთვის. მისივე თქმით, გახარიას ჰქონდა ისეთი ფორმულირება, რაც სპეცოპერაციას ჰგავს. „გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, 30 დღის განმავლობაში, შეუძლებელია რაიმე კამპანიის, რაიმე ნომრის, რაიმე სიის და რაიმე ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება და ა.შ. მე აღარ წავალ და არ ვუპასუხებ ამ ქვეტექსტებს, რომელიც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ სტილია, რომ მიაწებონ ადამიანს რაღაცა უხეში ეპითეტები. არ ვუპასუხებ, დღეს ამის დრო არ არის, არც მიპასუხია არასდროს,“…

მეტი...

პრეზიდენტმა ერთი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეწყალებულის ვინაობა უცნობია.

მეტი...

,,უკვე მოვახერხეთ 40 ათასი რუსი სამხედროს გადაყვანა კურსკის მიმართულებით” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეამცირეს რუსეთის ჯარების პოტენციალი. როგორც მან აღნიშნა, მათ მოახერხეს 40 ათასი რუსი სამხედროს კურსკის მიმართულებით გადაყვანა. „ჩვენ უკვე მოვახერხეთ 40 ათასი რუსი სამხედროს გადაყვანა კურსკის მიმართულებით. ჩვენი აქტიური ქმედებები გრძელდება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი რამაა, რაც გავლენას ახდენს ომის საერთო მდგომარეობაზე. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს დონეცკის რეგიონში ოკუპანტის თავდასხმის პოტენციალის შემცირება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე, ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კურახოვესა და პოკროვსკოეს მიმართულებით.

მეტი...

ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახის პროტოკოლით გათვალისწინებულ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდა. უელსის პრინცესამ, ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. ამჯერად, ქეითი ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. აუდიენცია კენსინგტონის სასახლეში იყო დანიშნული. უცხოური მედიის ცნობით, ქეითის უახლოესი საჯარო გამოსვლა ნოემბერში დაინიშნა და უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქეითი დეკემბერში, სამეფო ოჯახის მიერ დაგეგმილ ყველა საშობაო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

მეტი...

,,ჭორის დონეზე ექიმებმა თქვეს, სიმსივნური წარმონაქმნია და ახლავე უნდა მივხედოთო” – მამა პეტრე

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრე კოლხი სიმსივნეს ებრძვის, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც პეტრე კოლხი ამბობს, მას საკუთარი დიაგნოზის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია, ჯერჯერობით არ აქვს. ,,20 დღის წინ მუცლის არეში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, გული წამივიდა. ბოლომდე გამოკვლეული არ ვარ, თუმცა ორჯერ გამატარეს კომპიუტერში. მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ისეთი საშიში არაფერია და მე ამ დროს ქომიოთერაპიისთვის ვემზადები და გადავიპარსე თავი. საბოლოოს არ ვიცი რა ხდება, ახლა ვაპირებ უცხოეთში წასვლას”, – ამბობს პეტრე კოლხი.

მეტი...

„კაცური საქციელი არ არის“ – კადიროვის თქმით, ილონ მასკმა „ნაჩუქარი“ ტესლას მანქანა დისტანციურად გაუთიშა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა „ნაჩუქარი“ ტესლას მანქანა დისტანციურად გაუთიშა. „თქვენ ალბათ გახსოვთ მისი ნაჩუქარი Cybertruck-ი, რომელსაც ტყვიამფრქვევი დავუმაგრეთ და სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გავგზავნეთ. მანქანა საბრძოლო დავალებებს შესანიშნავად ასრულებდა. ჰოდა, ცოტა ხნის წინ, მასკმა მანქანა დისტანციურად გათიშა. არაკაცური საქციელია. მოგვიწია რკინის ცხენის ბუქსირით გამოტანა. აბა ასე როგორ შეიძლება, ილონ?“, – წერს კადიროვი ტელეგრამზე. ასევე, რამზან კადიროვი აღნიშნავს, რომ Cybertruck-მა საბრძოლო მოქმედებებს კარგად გაართვა თავი. „Cybertruck-მა კარგად გაართვა თავი საბრძოლო მისიებს და აჩვენა მანევრირება“, – ამბობს კადიროვი. თავად ილონ მასკი, კადიროვის განცხადებას არ გამოხმაურებია. მანამდე კი, მასკმა…

მეტი...

გერმანიის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მოცარტის აქამდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს

გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში ავსტრიელი კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის აქამდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს. ინფორმაცია ქალაქის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ნოტები ბიბლიოთეკის მუსიკისადმი მიძღვნილ ნაწილში იპოვეს. ექსპერტების განმარტებით, ეს 1789 წელს გაკეთებული ასლია და არა მოცარტის მიერ დაწერილი ორიგინალი. ნაწარმოები ბიბლიოთეკის კატალოგში აღნიშნულია როგორც „ძალიან პატარა ღამის კომპოზიცია“, ის 1760-იანი წლებით ბოლოთი არის დათარიღებული, როდესაც მოცარტი 14 წლის იყო და 3 სიმიანი ინსტრუმენტისთვის დაწერილი შვიდი მინიატიურისგან შედგება. მათი ხანგრძლივობა დაახლოებით 12 წუთია. 19 სექტემბერს ნაწარმოები მოცარტის მშობლიურ ზალცბურგში შეასრულეს, 21 სექტემბერს კი მინიატიურებს ლაიფციგის ოპერაში დაუკრავენ.

მეტი...

,,უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ დამოკიდებულია მოკავშირეების სწრაფ გადაწყვეტილებებზე” – ზელენსკი

,,უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ მოკავშირეების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აღნიშნულ გეგმას მომავალ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრისას განიხილავს. ,,გამარჯვების გეგმის“ შესახებ გადაწყვეტილებები კონკრეტულად ბაიდენზეა დამოკიდებული. სხვა მოკავშირეებზეც, მაგრამ არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც აშშ-ის კეთილ ნებასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მთელი გეგმა დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა მიიღონ ოქტომბრიდან დეკემბრამდე. ეს პროცესები არ უნდა გადაიდოს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს…

მეტი...

სტომატოლოგების აქცია კანცელარიასთან – მედიკოსები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ

სტომატოლოგების აქცია გაიმართა კანცელარიასთან. ისინი მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან ყველა სტომატოლოგი ვალდებული ხდება დამატებითი კურსები და ტრენინგები გაიარონ. ერთი კურსის გავლა სტომატოლოგს 750 ლარი დაუჯდება და სრული კურსი, როგორც ისინი ამბობენ, ათასობით ლართან არის დაკავშირებული. ,,ვაპროტესტებთ დადგენილებას, რომელიც მოითხოვს 1 იანვრამდე სტომატოლოგებისთვის 20 უპგ ქულის შეგროვებას, ძალიან მოკლე ვადაა და თითოეულ ქულაზე არაადეკვატური ფასია გადასახდელი, იმიტომ, რომ მასტერკლასი ან ლექცია-მასტერკლასი ერთად, სავარაუდოდ, ჯდება 2 000 ლარი. ამ ქულებს ვერ დავაგროვებთ სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მოკლე დროა. დროც რომ გვქონდეს ფასის დარეგულირება მაინც უნდა მოხდეს”, – ყვება აქციის ერთ-ერთი…

მეტი...

„ვაცხადებთ მზაობას ჩვენი პრინციპებით“ – რას ითხოვს გახარია ხაზარაძისგან?!

,,საჯაროდ ვაცხადებ მოლაპარაკებებისთვის ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს, საჯაროდ ვაცხადებ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“,…

მეტი...

„რას არ დათანხმდა ხაზარაძე“ – რას აცხადებს გახარია?!

,,ხაზარაძე არ დათანხმდა ნეიტრალურ პლატფორმას, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ პრინციპს, კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ ,,ოცნებასთან” არამედ ,,ნაციონალურ მოძრაობასთანაც”, – აღნიშნულ თემაზე საგანგებო განცხადება პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ გააკეთა. ,,ხაზარაძე არ დათანხმდა ნეიტრალურ პლატფორმას, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ პრინციპს, კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ ,,ოცნებასთან” არამედ ,,ნაციონალურ მოძრაობასთანაც”. თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი. ითქვა, რომ იქ კოალიცია და ბევრი სუბიექტები არიან და ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით…

მეტი...

„მეორე მხარის სიხარბე… წერტილი დავსვი მე“ – რას ამბობს გახარია ხაზარაძესთან მოლაპარაკების ჩაშლაზე

,,მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება”, – ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების ჩაშლის პროცესი შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს დაწყება შეცდომა იყო. „მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება, იყო შეცდომა, თუმცა ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზეც უარის თქმა არ იქნებოდა სწორი. მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი…

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის პოლიტიკაზე შეუზღუდავი კონტროლი ექნება

,,ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის პოლიტიკაზე შეუზღუდავი კონტროლი ექნება”, – წერს Politico. გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ევროკომისია პრეზიდენტმა 26 ევროკომისრით დააკომპლექტა, ცხადი გახდა, რომ მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და ბრიუსელს რეალურად სათავეში სწორედ ფონ დერ ლაიენი უდგას. Politico წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ პოსტზე ჯერ კიდევ პირველი ვადით ყოფნისას შეიქმნა რეპუტაცია, რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს და ევროკავშირის სხვა ლიდერებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს, რის გამოც მეტსახელად „დედოფალი ურსულა“ შეარქვეს.

მეტი...

უსაფრთხოების თანამშრომელთა დაგეგმილი გაფიცვის გამო, ბრიუსელის ავიახაზები 1-ელ ოქტომბერს ფრენების უმეტესობას გააუქმებს

,,უსაფრთხოების თანამშრომელთა დაგეგმილი გაფიცვის გამო, ბრიუსელის ავიახაზები 1-ელ ოქტომბერს ფრენების უმეტესობას გააუქმებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ბრიუსელის აეროპორტმა (BRU) ავიაკომპანიებს სთხოვა, გადახედონ თავიანთ განრიგებს, რადგან გაფიცვა გამოიწვევს უსაფრთხოების შემოწმებების შემცირებას. აეროპორტის ინფორმაციით, უსაფრთხოების პერსონალის დიდი ნაწილი სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს 1-ელ ოქტომბერს გაფიცვაში, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება აეროპორტის მუშაობაზე. ბრიუსელის ავიახაზების წარმომადგენლის თქმით, მათ მოუწევთ იმ დღისთვის დაგეგმილი 203 ფრენიდან 80%-ის გაუქმება. მგზავრებს კი ალტერნატიულ ფრენებს შესთავაზებენ. აეროპორტის ცნობით, გასულ თვეს ბრიუსელის აეროპორტმა დაახლოებით 2.4 მილიონი მგზავრი მიიღო და 18 600 ფრენა განახორციელა. მანამდე, ბრიუსელის მეორე უდიდეს აეროპორტში,…

მეტი...

რას ამბობს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბექა ჯაიანის ადვოკატის, სალომე არდოტელის განცხადებით,  კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ,,ბრალი წარედგინა. იგი, ამ ეტაპზე, იყენებს დუმილის უფლებას. შესაბამისად, გამოკითხვის ოქმშიც სწორედ აღნიშნული დაფიქსირდა. მას გამოძიება ედავება, რომ ჩაიდინა 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, გენდერი და განსაკუთრებული სისასტიკე. მიმდინარეობს გამოძიება და დაცვის მხარის მხრიდანაც რაიმე განმარტების გაკეთება საქმესთან დაკავშირებით იქნება ცოტა რთული. შესაბამისად, ამ ეტაპზე, რადგან ჩემი დასაცავი პირი იყენებს დუმილის უფლებას, საქმის გარემოებებზე, გამოკითხვის ოქმებზე თუ სხვა საგამოძიებო ექსპერიმენტებზე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – განაცხადა ადვოკატმა. ბექა ჯაიანს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე…

მეტი...

პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ. ბრალდებული იმ მიზნით, რომ კესარია აბრამიძეს შეხვედროდა და განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ფოტოების გასაჯაროებას…

მეტი...

,,არც ერთი შედეგი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება” – ევროკავშირის ელჩი

,,თუ სიტუაცია გაუარესდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბერკეტებიდან რამდენიმე გამოვიყენოთ. არც ერთი შედეგი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს  „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას განუცხადა. „ევროკავშირმა უამღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების შესრულების ნაცვლად, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებს, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომელიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს ევროკავშირის შიგნით განვიხილეთ, ჩვენმა წევრებმა განიხილეს და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ…

მეტი...

კვირაზე მეტია ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს, ტატო ზანანაშვილს ეძებს

ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს, 28 წლის ტატო ზანანაშვილს ეძებს. ახლობლების ცნობით, ის 12 სექტემბერს სალიდან გავიდა და თბილისიდან მატარებლით წავიდა ხარაგაულში. ბიჭს ბოლოს ეცვა ლურჯი ფერის ჯინსი, შავი ბოტასები და შავი ჰუდი. ,,გამარჯობა,მეგობრებო თქვენი დახმარება გვჭირდება, 12 სექტემბერს სახლიდან გავიდა ტატო ზანანაშვილი და ამ დრომდე უშედეგოდ ვეძებთ, მისი ბოლო კვალი ჩანს ხარაგაულში და გთხოვთ, თუ ვინმე ნახეთ მსგავსი აღნაგობის პიროვნება გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 599588953; 599888959. გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ”, – წერს ახლობელი, გიორგი მესხიშვილი.

მეტი...

,,ბრიუსელის დახმარებას რომ ველოდოთ, ყელამდე წყალში ვიქნებოდით” – ვიქტორ ორბანი

,,მთელი პატივისცემით, ბრიუსელის დახმარებას რომ ველოდოთ, ყელამდე წყალში ვიქნებოდით”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე, რომ ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონებს დაეხმარება. „ქვეყანაში რთული ვითარება თუ შეიქმნება, არსებობს მექანიზმი, რომელიც შეიძლება, ცალმხრივი შეტყობინების გზით გააქტიურდეს. ჩვენ ეს გავაკეთეთ, რაც ნიშნავს, რომ ბრიუსელმა დაიწყო შემოწმება, საჭიროა თუ არა რაიმე სახის დახმარების გაწევა. როდესაც ბრიუსელის ეს რთული პროცედურები დასრულდება და ჩვენ არ ვიქნებით დასჯილი იმით, რომ არ მივიღებთ დამსახურებულ დახმარებას, რადგან ბრიუსელში ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაშინ მივიღებთ…

მეტი...

,,ლიბანი ვერ იცხოვრებს გარდაუვალი ომის შიშით, კონფლიქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ლიბანი ვერ იცხოვრებს გარდაუვალი ომის შიშით და აღნიშნა, რომ კონფლიქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამის შესახებ მან ლიბანელი ხალხისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „დღეს მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა ლიბანელ ლიდერებთან, ასევე კრიზისში მთავარ მოთამაშეებთან – ისრაელიდან ირანამდე. მათ ვუთხარი, რომ ლიბანი დაცული უნდა იყოს და ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული. ეს თქვენი პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობაცაა, რომ ამ მიმართულებით იმოქმედონ. არავის აქვს ესკალაციის ინტერესი. ლიბანის მთლიანობა, უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვის დასასრულს ლიბანის პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, დანიშნონ პრეზიდენტი ქვეყნის…

მეტი...

8 წლის გოგონამ დედას მანქანა მოჰპარა და ,,საშოპინგოდ” წავიდა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, 8 წლის გოგონამ დედას მანქანა მოპარა და ,,საშოპინგოდ” წავიდა. გოგონამ გადატვირთულ ავტომაგისტრალზე 20 წუთის განმავლობაში იმოძრავა, რის შემდეგაც Target-ის მარკეტთან გაჩერდა და საშოპინგოდ წავიდა. გავრცელდა პოლიციის მიერ ავტომაგისტრალზე გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ისმის გაკვირვებული სამართალდამცველის ხმა: ,,მგონი, საჭესთან ბავშვია”. პოლიციას გოგონას გაუჩინარების შესახებ დედამ შეატყობინა, რის შემდეგაც ცხელ ხაზზე კიდევ ერთი ზარი შევიდა მანქანის შესახებ, რომელსაც ბავშვი მართავდა და ავტომაგისტრალზე წესების დარღვევით მოძრაობდა. პოლიციამ გოგონა მაღაზიაში იპოვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...