კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადიოდა მკურნალობას

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადიოდა მკურნალობას.

გიორგიძის თქმით, პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.

“გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა კლინიკა “ბომონდში”. ეს პაციენტი იყო გადმოყვანილი აფხაზეთის რეგიონიდან. პაციენტი, როდესაც გადმოიყვანეს საქართველოში უკვე იყო ძალიან მძიმედ. საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც გვაქვს ინფორმაცია უკვე იყო დადასტურებული კოვიდი იქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაქსიმალური რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, გაკეთდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს,” – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

მსგავსი თემები