ბარსელონადან საქართველოში სპეცრეისით 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება. ფრენას, ქართული ავიაკომპანია „ბოინგ 737-800“ ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე დაბრუნდება. საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 17 ივლისს რომის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.

მეტი...

“მთავარი თემაა საერთაშორისო ზეწოლა და საოკუპაციო ზონასთან მცხოვრები ხალხის გადარჩენა” – გია ვოლსკი

„ტვ „ფორმულამ“ ამოიღო ჩემი საუბრიდან რაღაც მონაკვეთი და მთელი დღე ატრიალებენ,  სახალხო დამცველიდან დაწყებული და თქვენი არხით დამთავრებული“, – მიმართა  „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს   პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას. „ამხელა ისტორია მოვყევი, რა მოხდა და როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე. და ამ მდგომარეობამდე რომ მიხვალ, არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგადი ფრაზები და განცხადებები.  რა უნდა ქნა? რა და ის, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რესურსი არ გააჩნია, მაგრამ სახელმწიფო მაინც აკეთებს. რუსეთი ეკონომიკურ ფასს იხდის. ვერ ხედავთ, რა მდგომარეობაშია რუსეთი და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში რამდენი პრეტენზია…

მეტი...

„სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები“ – კახა ბექაური

„მოხდა შეთანხმება და კონსენსუსი ბიზნესთან და კარგია, რომ გაზიარებულ იქნა ჩვენი მოსაზრება, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი. სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური ინტერესები და რაც მთავარია მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რათა კომპანიებმა მომხმარებლებს მობილურ და ინტერნეტ მომსახურებებზე არარეალურად მაღალი ფასები არ დაუწესონ. სატარიფო კონტროლის და აბონენტების ინტერესების დაცვას კი სახელწმიფოს კანონში არსებული ეფექტური მექანიზმის გარეშე ვერ შეძლებს,“- აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტის სხომაზე გააკეთა. „სახელწმიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ნებისმიერ პირს ბარიერების და ხელშეშლის გარეშე შეეძლოს შესვლა და ბიზნესის კეთება. მობილური კომუნიკაციების და ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარზე უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი და კონკურენტული გარემო, ამისთვის კი ბიზნესისთვის თავისუფალი დაშვებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მარტივად შესვლის უზრუნველყოფა აუცილებელი წინაპირობაა,“ – აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე. კახა ბექაურის თქმით კომიტეტისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და წარმოდგენილ კანონპროექტში რამდენიმე დეტალი დაზუსტდა. „პარლამენტში ინიციატივის დარეგისტრირების შემდეგ, იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც კომიტეტთან და ოპერატორებთან მუშაობის შედეგად შეიცვალა. შეიცვალა რამდენიმე დეტალი, რომელიც საბოლოოდ შევაჯერეთ და წარმოდგენილია ახალი ვარიანტი. თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით დავიწროვდა გადაწყვეტილებების არეალი,  რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ჩარითვება ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ცვლილებები შევიდა თავდაპირველ ვარიანტში, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას კანონდარღვევის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დროებითი მმართველის დანიშვნის შესაძლებლობა ჰქონდა. 5 სპეციფიკური ვალდებულებიდან, რომელიც დაკისრებული აქვს ოპერატორს, ოპერატორებთან ერთად მნიშვნელოვნებით დავაჯგუფეთ და დარჩა მხოლოდ ორი ვალდებულება. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის თუ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ იქნება ეფექტიანი,  ამ შემთხვევაში 4 ჯარიმის, 4 სანქციის შემდეგ ჩაირთვება დროებითი მმართველის მექანიზმი. თუმცა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დროებითი მმართველის მექანიზმი ჩაირთვება დღევანდელი არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონით. იმისთვის, რომ კომპანიამ აღმოფხვრას დარღვევა და შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, მას ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ, კომპანიას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილია შეაჩეროს ან ძალაში დატოვოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება. „ – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

მეტი...

ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა

ზუგდიდში ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ახალგაზრდა ქალი დააკავეს. ოჯახის ახლობლების მონაყოლის მიხედვით, ქალმა სახლში იმშობიარა,  უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი. როგორც ირკვევა მოგვიანებით ქალმა საავადმყოფოს მიმართა. დაკავებულის მამის ინფორმაციით, ქალი ნაქირავებ ბინაში ზუგდიდში ცხოვრობდა, ოჯახს კი მისი ორსულობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც პოლიციამ მათი შვილი დააკავა. ოჯახმა არ იცის როდის და სად იმშობიარა მათმა შვილმა, არც ის იციან, იყო თუ არა გარდაცვლილი ბავშვი, როცა ის დაიბადა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბავშვის მამას დაამარხინა. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 112-ე, ჩვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მეტი...