„თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თვითოეული ჩვენთაგანი დავირაზმოთ“ – რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა განიხილებოდა, აღნიშნული პროცესის მნიშვენლობა შეაფასა. „ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ფორმატი სწორედ ჩვენი დანერგილია. სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე პარლამენტი დადგენილებას იღებს და ფაქტობრივად, კონკრეტულ სამინისტროებს და სახელმწიფო უწყებებს ავალებს რეკომენდაციები შეასრულონ. ჩვენ უწყებების მხრიდან ვისმენთ ანგარიშს და ვეცნობით ამ დავალებების, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. ერთის მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმები განვითარდეს და…

მეტი...

“აღსანიშნავია, რომ დღეს მიკროსაფინანსო სექტორი მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების საგარანტიო სქემაში მონაწილეობს” – კობა გვენეტაძე

ბოლო ორ წელიწადში არასაბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულმა ძირეულმა ცვლილებებმა ამ სექტორის რისკები მნიშვნელოვნად შეამცირა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო როგორც რეგულირებად სექტორს, როგორიც არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისე, ბაზრის იმ სეგმენტს, რომელიც წლების განმავლობაში საფინანსო საქმიანობას რეგულირების გარეშე ეწეოდა, მაგალითად სესხის გამცემი სუბიექტები, ე.წ. ლომბარდები და სავალუტო ჯიხურები. „აღნიშნული ცვლილებები, ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად, ხელს უწყობს  მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესდა კაპიტალის და…

მეტი...

“3 %-იანი ჯგუფები არიან, კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან” – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

3 %-იანი ჯგუფები არიან, კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ ამ ცირკს – არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და იყენებენ საბაბად სხვადასხვა საკითხს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არასერიოზულია, როცა ოპოზიციის წევრები პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ მაშინ, როცა არც სტრატეგია აქვთ და არც საერთო ღირებულებები აერთიანებთ. “ამ ჯგუფებმა რა ტიპის კანდიდატთან დაკავშირებითაც არ უნდა ისაუბრონ, ეს მიდგომა მათი მხრიდან არის არასერიოზული. მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი ხედვა, არანაირი ღირებულებითი ერთიანობა მათ არ აკავშირებთ. გავიგეთ და ჩვენმა საზოგადოებამ იცის ის, რომ…

მეტი...

ამერიკაში მოკლულ ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა

ამერიკელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტების მერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჯორჯ ფლო­ი­დის აუ­ტოფ­სი­ის სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ის გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვალა­. მასალას სამედიცინო ექსპერტები აქვეყნებენ, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯორჯ ფლოიდის გაკვეთამ აჩვენა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია. ენ­დრიუ ბე­ი­ქე­რის დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფლო­იდს ჰქონ­და მრა­ვა­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვა და ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში, სა­ხე­ზე, პირ­ზე, მხრებ­ზე, მკლა­ვებ­სა და ფე­ხებ­ზე, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზამ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უშუ­ა­ლოდ რო­მე­ლი­მე ეს და­ზი­ა­ნე­ბა იყო. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­და­პი­რი მი­ზე­ზი არც პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ მის კი­სერ­ზე ფე­ხის და­ჭე­რა იყო.

მეტი...

გიორგი გახარია კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან ექსპერტებთან საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე აქტიურად მუშაობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოსტკრიზისული გეგმა მოიცავს, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორებთან – ჰა ჯუნ ჩანგთან, კრისტოფერ კრამერთან და ჯონათან დი ჯონსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. „მთავრობის…

მეტი...

“სოციალური გაზის ნაწილში მოსახლეობას საფასური ერთი თეთრითაც არ გაუძვირდება” – ირაკლი მეზურნიშვილი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი განიხილება, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ცვლილებებზე ისაუბრა. „ჩვენი გაზიფიცირების არეალი საქართველოში არ იყო ისეთი სათანადო, როგორიც არის დღეს და საერთოდ, 2021 წლის ბოლოს 95%-მდე ავდივართ, ფაქტობრივად სოციალური გაზის ნაწილი მაგ დროისთვის უნდა დასრულდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც მივიღეთ ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემოღება, გვქონდა განცდა, რომ სოციალურ ნაწილში, რადგან თხევადი გაზი მიეწოდებოდა მაღალმთიან რეგიონებს და ასე შემდეგ, მათთვის ცალკე, 120 ლარი ყოფილიყო შეღავათი. იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გაზი შემოჰქონდა ავტომობილებისთვის, ისინი იხდიდნენ 300 ლარს – 120+180. კომპანია, რომელიც…

მეტი...

“ბიუჯეტში აისახება ყველა სოციალური დაპირება, დახმარება და პროგრამა, რასაც ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს” – ნათია თურნავა

საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტს დადგენილ ვადებში წარედგინება და მასში ასახული იქნება ყველა ცვლილება, რასაც ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საბიუჯეტო ცვლილებებზე მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს. „ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროსთან და პრემიერის ოფისთან ერთად. დადგენილ ვადებში შევა და ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც იყო გაცხადებული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემის გაზრდილი ბიუჯეტი, ასევე მიკრო გრანტების ბიუჯეტს 40 მილიონამდე ვზრდით მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი „აწარმოე საქართველში“ პროგრამებისთვის და, რა თქმა უნდა,…

მეტი...

“ფეიკნიუსების უკან დგანან ოპოზიციური ძალები, რომლებიც თამაშგარედ გრძნობენ თავს” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ფეიკნიუსი ვრცელდება, რომლის უკან ოპოზიციური ძალები დგანან. მისი თქმით, ოპოზიციური ძალები თავს ახლა თამაშგარე მდგომარეობაში გრძნობენ, რადგან მთავრობა ეფექტიანად მუშაობს და მოსახლეობის ძირითადი ინტერესი მთავრობის მიმართ არის. „დავრწმუნდი, ბოლო თვეების განმავლობაში, ბევრი ფეიკნიუსის მნახველი ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდა, ზოგი მე მეხებოდა პირადად, ახლა პრემიერ-მინისტრზე ააგორეს. ამის უკან, რა თქმა უნდა, დგანან ოპოზიციური ძალები, რომლებიც ახლა რაღაცნაირად თამაშგარედ გრძნობენ თავს, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, მოსახლეობის ძირითადი ინტერესი არის მთავრობის მიმართ და მხარდაჭერაც ჩანს ყველა რეიტინგის მიხედვით. ამიტომ ასეთი ბოროტი სპეკულაციებით,…

მეტი...

“პარლამენტში ჩემი სტუმრობა იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს პარლამენტში ჩემი სტუმრობა იქნება აუცილებლად საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მივა. „საქართველოს პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება აუცილებლად საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ. არა მხოლოდ როგორც მინისტრი, ზოგადად როგორც მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ დამირღვევია“, – განაცხადა ტიკარაძემ. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მინისტრის მისვლა რამდენიმე დღის წინ ფრაქცია „დამოუკიდებელმა…

მეტი...

“ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზე მუშაობას ვიწყებთ” – ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსის შესახებ მომზადებულ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხეს, რა იყო ის სუსტი წერტილი, რომელიც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა. ტიკარაძის თქმით, უფრო კორექტული იქნება, თუ ყველა დაელოდება ანგარიშის პარლამენტში წარდგენას. „შემდეგ უკვე ფართო საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივად, თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად საზოგადოება, ისევე როგორც პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კოვიდსტრატეგიის დაგეგმარებაში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც გავატარეთ. ყოველივე ამის შემდეგ ფართო განხილვის საგანი გავხადოთ ეს და ერთობლივად დავადგინოთ ის სხვა სუსტი წერტილებიც, რომლებიც მთავრობას შესაძლოა, ამ ეტაპისთვის არ აქვს დადგენილი“,- განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ გამოვლინდა გარკვეული საჭიროებები…

მეტი...

“მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს” – ეკატერინე ტიკარაძე

მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს. „მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში”, – განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს.

მეტი...

“გიორგი გახარია, როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე” – თეა წულუკიანი

არავინ არსად არ მიდის, გიორგი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა და აღნიშნა, რომ ფეიკნიუსები მის შესახებაც ვრცელდებოდა. „ყალბი ინფორმაცია, ანუ ე.წ ფეიკნიუსი გახდა ბოლო დღეებში სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს, ძველი დემოკრატიის ქვეყნების პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში დემოკრატიას ემუქრება. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ფეიკნიუსი. შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს წულუკიანი მიდიოდა პარლამენტის თავმჯდომარედ, ესეც არის ფეიკნიუსი, ანუ ყალბი ინფორმაცია. გუშინ…

მეტი...

“მოქალაქეები გათავისუფლდებიან “სითი პარკის” მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან” – ზაზა გაბუნია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,ზაზა გაბუნიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია “სითი პარკის” მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ამ ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან. „საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი…

მეტი...

„დღეს თუ გაათავისუფლებენ ჯანაშიას ნამდვილად მისასალმებელი იქნება, ჩემი აზრით მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“ – ზურაბ თოდუა

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ჯანაშიას გათავისუფლებას მიესალმება, როგორც მან „მედიაცენტ მთავარში“ განაცხადა ჯანაშიაც და კალანდიაც თავს იცავდნენ, თოდუა იმ გარიგებაზეც საუბრობს, რაც მისი აზრით სალარიძესა და შოთაძეს შორის შედგა: „დღეს თუ გათავისუფლდება ჯანაშია ნამდვილად მისასალმებელი იქნება, ჩემი აზრით მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მხოლოდ იცავდა თავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მკვლელი ის ნამდვილად არ არის, რაც შეეხება კალანდიას, მისი მოქმედება იყო იქით მიმართული, რომ დახმარებოდა უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ თავის მეგობარს მუშტებით და არა სხვა რამით. ზაზა სალარიძე საჯაროდ უარყოფდა გარიგებას, გარიგება მასსა და გენერალურ პროკურატურას შორის მოხდა 2020 წლის…

მეტი...

“ვიწყებთ ფართო კვლევას, როგორი გავლენა ექნება „კოვიდ-19“-ის ეპიდემიას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე” – გიორგი გახარია

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიშზე მუშაობამ აშკარად დაგვანახა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მეორე ტალღისთვის ეფექტური მომზადების მიზნით, აღნიშნული ანგარიში გამოყენებული იქნება ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე ეპიდემიის ზეგავლენის შესახებ ფართო კვლევისთვის. „იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის, რომელზეც ბევრი საუბრები მიმდინარეობს, გვინდა, გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „კოვიდ-19“-ის ვირუსის, ეპიდემიის ზეგავლენის ჩვენი ცხოვრების…

მეტი...

“ჩვენი უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება” – გიორგი გახარია

ეპიდემიოლოგიურად დღეს ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გეგმა, რომელსაც მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ნაბიჯი მომავალში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისსაც , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქეების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება. „ჩვენი ძირითადი ამოცანა და სტრატეგიაა ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, მოქალაქეებისთვის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მათი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში, ასევე,…

მეტი...

 “სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია საპატიმროს სავარაუდოდ, ვადაზე ადრე, “უდო”-თი დატოვებს” – ადვოკატი

მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, საპატიმროს დატოვებს. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პროკურატურასთან შემდგარი გარიგების შედეგად, ჯანაშიას ვადაზე ადრე გათავისუფლება ე.წ. უდოთი შედგება. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ გიორგი ჯანაშია მიხეილ კალანდიას საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა, მას საპატიმროს დაატოვებინებდნენ. “გიორგი ჯანაშიას ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ, ამას განიხილავს კომისია, ბრალდებას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება გიორგი კალანდიას მიმართ და მას შემდეგ, რაც გაუჭირდა პროკურატურას ზაზა სალარიძის მიმართ მიცემული დაპირების შესრულება, რომლის თანახმადაც პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული ყველა ის პირი ვინც საქმესთან შეხებაში,…

მეტი...

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა იწყება

საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, ისინი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან 8 მარტს დადებული შეთანხმება, მათი აზრით, ბოლომდე არ შესრულებულა. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები კი ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები შეგროვდება. ​ოპოზიციის მხრიდან ამ თემის სასწორზე შეგდება უპასუხისმგებლობაა, – ასე ეხმიანება პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო პროექტის განხილვას საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან დაუთმობს ეთერს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს პარლამენტის ონლაინ-პლატფორმების მეშვეობით. ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.…

მეტი...

“გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს” – ნიკოლოზ ფაშინიანი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. „ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან. „ქვეყანაში დაახლოებით 20 000 ინფიცირებული ადამიანია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან. სწორედ ისინი არიან ინფექციის ძირითადი გამავრცელებლები,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მეტი...

“ვეცდებით, წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციები იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და რაციონალური” – ანრი ოხანაშვილი

„უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჯერ არ არის დამარცხებული და მოდუნების უფლებას ვერ მივცემთ თავს. „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ ვიზრუნოთ მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად ახალ სიტუაციასთან ადაპტირებაა საჭირო. „ნომერ პირველ საკითხად დაისვა პირბადე, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, თუ რამხელა პასუხიმგებლობასთანაა დაკავშირებული პირბადის ტარება. პროექტის ფარგლებში გავწერეთ მთელი რიგი საკითხები, მაგალითად, პირბადის ტარების აუცილებლობა დახურულ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 801 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4- ით გაიზარდა და 644 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების ჩატარების დაწყება ივლისის პირველ რიცხვებში იგეგმება

გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ https://edu.aris.ge/ ავრცელებს. ამ ეტაპზე ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს. უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განუმარტავს, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი და საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი. „ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ვკითხულობთ უწყების მიმართვაში. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების…

მეტი...

“ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს” – ეკატერინე ტიკარაძე

ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ეს არის სახელმწიფოს განაცხადი, რომ ის მზად არის, თავის ყველა მოქალაქეს გაუწიოს მომსახურება ჯანდაცვაში და შეისყიდოს ჯანდაცვის სერვისები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჯანდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილია. „ეს არის ჩვენი მოქალაქეების მიერ შენატანებით მოგროვილი ბიუჯეტი და შესაბამისად, მე ნამდვილად ვთვლი, რომ სახელმწიფოს თითოეული რგოლი და მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრი პირველ რიგში, არის ვალდებული, ეს თანხები განკარგოს რაციონალურად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს გამჭვირვალე ის თანხები, რომლებსაც ისინი იხდიან…

მეტი...

თბილისი-სსრკ ან თბილისი-რუსეთი – ასეთ პირადობას აძლევენ ევროპაში ქართველ ემიგრანტებს  

ევროპაში  მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც პირად ობის დამადასტურებელი მოწმობის აღება ან შეცვლა სჭირდებათ, დაბადების ადგილად სსრკ-ს ან რუსეთს უფიქსირებენ. დაბადების ადგილი: თბილისი – სსრკ ან თბილისი – რუსეთი – ეს სწორედ ის ჩანაწერია, რომელიც არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ფიქსირდება. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები ემიგრანტებმა „რუსთავი 2“-ს მიაწოდეს. როგორც ემიგრანტები აცხადებენ, როცა მათ აღნიშნულის გარკვევა სცადეს, პასუხად მიიღეს, რომ ვერაფერი შეიცვლება, რადგან სისტემა თბილისთან ერთად სსრკ-ს და რუსეთს აფიქსირებს. ემიგრანტების განცხადებით, საფრანგეთში ეს პრობლემა მასიურია და თითქმის ყველა ემიგრანტს დაბადების ადგილად რუსეთი და სსრკ უწერია.

მეტი...