“სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია საპატიმროს სავარაუდოდ, ვადაზე ადრე, “უდო”-თი დატოვებს” – ადვოკატი

მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, საპატიმროს დატოვებს. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პროკურატურასთან შემდგარი გარიგების შედეგად, ჯანაშიას ვადაზე ადრე გათავისუფლება ე.წ. უდოთი შედგება. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ გიორგი ჯანაშია მიხეილ კალანდიას საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა, მას საპატიმროს დაატოვებინებდნენ.

“გიორგი ჯანაშიას ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ, ამას განიხილავს კომისია, ბრალდებას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება გიორგი კალანდიას მიმართ და მას შემდეგ, რაც გაუჭირდა პროკურატურას ზაზა სალარიძის მიმართ მიცემული დაპირების შესრულება, რომლის თანახმადაც პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული ყველა ის პირი ვინც საქმესთან შეხებაში, იყო დაიწყეს მოლაპარაკება გიორგი ჯანაშიასთან.

ჩვენების სანაცვლოდ ჯანაშია ითხოვს ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ჯანაშია თავდაპირველად ითხოვდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებით საქმის დაკვალიფიცირებას, ამის შემდეგ მან შეცვალა ჩვენება და თქვა, რომ მას წინასწარ განზრახული ჰქონდა კალანდიას სალარიძის მკვლელობა, ამის სანაცვლოდ მასთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება და  ნაცვლად 11 წლისა მიიღო ოთხი წელი თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მოხდილი ჰქონდა ორი წელი და ფაქტობრივად უნდა გათავისუფლებულიყო 2021 წლის დეკემბერში.

სიტუაციის დაძაბვამ კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი სალარიძის გააქტიურებას, ამის გამო ჯანაშიამ თავის ჩვენება წონადად ჩათვალა და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა უკარნახოს ხელისუფლებას როგორ იმოქმედონ. მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენების ის ნაწილი, რომ მან თითქოს დაინახა მის ხელში დანის მაგვარი საგანი, აი ამის სანაცვლოდ მასთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება და ახლა ითხოვს იმ საპროცესო შეთანხმებით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რადგან ფიქრობს, რომ ეს სამსახური ხელისუფლებისთვის არის არაჩვეულებრივი, მას კოზირი უჭირავს ხელში და ეუბნება ხელისუფლებას თუ არ გაათავისუფლებენ დაასახელებს იმ მაღალჩინოსნებს, ვინც ის დაიყოლიეს ჩვენებაზე.“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები