„დღეს თუ გაათავისუფლებენ ჯანაშიას ნამდვილად მისასალმებელი იქნება, ჩემი აზრით მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“ – ზურაბ თოდუა

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ჯანაშიას გათავისუფლებას მიესალმება, როგორც მან „მედიაცენტ მთავარში“ განაცხადა ჯანაშიაც და კალანდიაც თავს იცავდნენ, თოდუა იმ გარიგებაზეც საუბრობს, რაც მისი აზრით სალარიძესა და შოთაძეს შორის შედგა:

„დღეს თუ გათავისუფლდება ჯანაშია ნამდვილად მისასალმებელი იქნება, ჩემი აზრით მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მხოლოდ იცავდა თავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მკვლელი ის ნამდვილად არ არის, რაც შეეხება კალანდიას, მისი მოქმედება იყო იქით მიმართული, რომ დახმარებოდა უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ თავის მეგობარს მუშტებით და არა სხვა რამით.

ზაზა სალარიძე საჯაროდ უარყოფდა გარიგებას, გარიგება მასსა და გენერალურ პროკურატურას შორის მოხდა 2020 წლის იანვარში, 16 იანვარს მას ჰქონდა შეხვედრა შოთაძესთან, მან მიიღო გარანტია თუ შეწყვეტდა აქციებს დასჯიდნენ კალანდიას, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკება პროკურატურამ ჯანაშიასთან, თუ კალანდიას მიმართ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი ის შეწყვეტდა აქციებს. საინტერესოა, რომ დაცვის მხარის პასუხი ჯერ არავის არ აქვს მოსმენილი, მიესალმებიან თუ არა ჯანაშიას გათავისუფლებას, საინტერესოა ისიც, რატომ არ აპროტესტებს ზაზა სალარიძე ჯანაშიას გათავისუფლებას. პროკურატურას სიტყვა აქვს მიცემული ჯანაშიას ბიძისთვის, რომ მას ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ,“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები